გიორგი გულიაშვილი
გიორგი გულიაშვილი (დ. 5 სექტემბერი, 2001, თბილისი, საქართველო) — ქართველი ფეხბურთელი. ბოსნია და ჰერცეგოვინას უმაღლესი ლიგის მონაწილე საფეხბურთო კლუბ „სარაევოს“ თავდამსხმელი.[1]
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
დაბადების თარიღი | 5 სექტემბერი, 2001 | ||
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველო | ||
სიმაღლე | 179 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | სარაევო | ||
ნომერი | 7 | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2019–2023 | საბურთალო | 79 | (11) |
2023– | სარაევო | 19 | (8) |
2023– | → ველეჟი | 22 | (8) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2018–2020 | საქართველო 19-წლ. | 18 | (11) |
2020–2023 | საქართველო 21-წლ. | 20 | (8) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 30 სექტემბერი, 2024 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 1 ივლისი, 2023 |
კარიერა
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირებაგიორგი გულიაშვილი „საბურთალოს“ საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია, რომლის პირველი გუნდის ღირსებას 2019–2023 წლებში იცავდა. ამ პერიოდში მან ეროვნული ლიგის 79 მატჩი ითამაშა და 11 გოლი შეაგდო. 2023 წლის იანვრიდან კარიერა საფეხბურთო კლუბ „სარაევოს“ შემადგენლობაში განაგრძო.[2][3]
2023 წლის ოქტომბრიდან „სარაევოდან“ იჯარით მოსტარის „ველეჟში“ გადავიდა. იმავე წლის 13 ნოემბერს გიორგი გულიაშვილმა ბოსნია-ჰერცეგოვინის ჩემპიონატის მე-14 ტურის შეხვედრაში დუბლი შეასრულა და მოსტარის „ველეჟს“ გათამაშების ერთ-ერთ ლიდერ „ზრინსკისთან“ გამარჯვება მოაპოვებინა (3–0).[4][5]
2024 წლის 14 მარტს გიორგი გულიაშვილმა ბოსნია-ჰერცეგოვინის თასზე დუბლი შეასრულა, — 32-ე წუთზე საჯარიმო ეფექტურად შეასრულა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, ხოლო 11 წუთში მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ანგარიში გაათანაბრა. მაგრამ „შიროკი ბრიეგთან“ შეხვედრის მოსაგებად ეს „ველეჟისთვის“ საკმარისი არ აღმოჩნდა (2–3) და მისი გუნდი გათამაშებას გამოეთიშა.[6]
2024 წლის მაისში მოსტარის „ველეჟის“ ქართველი თავდამსხმელი — ბოსნია-ჰერცეგოვინის ჩემპიონატის წლის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს. ტრადიციული საზეიმო ცერემონია სახელწოდებით „კრისტალი 11“ სარაევოს მერიაში გაიმართა. სეზონის გუნდში, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის გარდა, მოსტარის გუნდის კიდევ ორი ფეხბურთელი მოხვდა — მეკარე ოსმან ჰაჯიკიჩი და მარჯვენა მცველი ანტე ჰრკაჩი. გიორგი გულიაშვილმა 2024 წლის სეზონში „ველეჟის“ მაისურით ჩატარებულ 22 შეხვედრაში რვა გოლი შეაგდო და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.[7]
სანაკრებო
რედაქტირება2020 წლიდან საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების ღირსებას იცავს, რომლის შემადგენლობაშიც 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 8 გოლი გაიტანა.[8]
პირველი შეხვედრა საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების რიგებში 2020 წლის 4 სექტემბერს, საფრანგეთის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა. მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სტადიონზე გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 2–0 დასრულდა.[9] იმავე წლის 4 სექტემბერს, ლიხტენშტაინის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წინააღმდეგ სტუმრად გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ამჯერად შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების გამარჯვებით 2–0 დამთავრდა.[10] 2020 წელს კიდევ სამი სანაკრებო შეხვედრა ჩაატარა — შვეიცარიის (0–3),[11] აზერბაიჯანის (1–0),[12] და სლოვაკეთის (2–1),[13] წინააღმდეგ.
პირველი სანაკრებო გოლი საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების შემადგენლობაში 2020 წლის 13 ოქტომბერს, აზერბაიჯანის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების კარში, შეხვედრის 42-ე წუთზე გაიტანა.[14]
2021 წელს სამი ამხანაგური მატჩი ჩაატარა საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების რიგებში — ბელარუსის (4–1), რუმინეთის (1–1) და ინგლისის (3–2) წინააღმდეგ. ამ სამ შეხვედრაში გიორგი გულიაშვილმა ხუთჯერ შეძლო მეტოქეთა კარის აღება — ორჯერ ბელარუსის (მე-5 და მე-60 წუთებზე), რუმინეთის (73-ე წუთზე) და ორჯერ ინგლისის (24-ე და 47-ე წუთებზე).[15]
2022 წელს საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მიერ გამართულ ექვს ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ხოლო 2023 წელს გამართულ ხუთ შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა — ლატვიისა (21-ე წუთზე) და ბელგიის (87-ე წუთზე) 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების კარებში.
მიღწევები
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირება- ჩემპიონი: 2018
- თასის მფლობელი: 2019, 2021
- თასის მფლობელი: 2020
- ფინალისტი: 2019, 2022
ინდივიდუალური
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახება საუკეთესო ჯილდოა
- ↑ გიორგი გულიაშვილი "სარაევოში"! // lelo.ge
- ↑ გულიაშვილმა „სარაევოში“ პირველივე მატჩი დუბლით აღნიშნა! // lelo.ge
- ↑ გულიაშვილმა ბოსნიაში დუბლი შეასრულა
- ↑ Velez 3–0 Zrinjski / Premijer Liga // soccerway
- ↑ გულიაშვილმა ბოსნიის თასზე დუბლი შეასრულა
- ↑ გიორგი გულიაშვილი ლიგის წლის სიმბოლურ ნაკრებში
- ↑ Giorgi Guliashvili — Georgia U21 Matches
- ↑ Georgia U21 0–2 France U21 / UEFA U21 Championship // Soccerway
- ↑ Liechtenstein U21 0–2 Georgia U21 / UEFA U21 Championship // Soccerway
- ↑ Georgia U21 0–3 Switzerland U21 / UEFA U21 Championship // Soccerway
- ↑ Georgia U21 1–0 Azerbaijan U21 / UEFA U21 Championship // Soccerway
- ↑ Georgia U21 2–1 Slovakia U21 / UEFA U21 Championship // Soccerway
- ↑ Georgian youth team hosted Azerbaijan and defeated the rivals
- ↑ Georgia U21 results // Flashscore.com
- ↑ ბოსნიის მთავარი ლიგის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში
- ↑ გულიაშვილი სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა