ლევან კაკუბავა (დ. 10 ოქტომბერი, 1990, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ „სამტრედიის“ ცენტრალური მცველი.

ლევან კაკუბავა
თბილისის „დინამოში“
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ლევან კაკუბავა
დაბადების
თარიღი
15 ოქტომბერი, 1990 (1990-10-15) (34 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველო
სიმაღლე 183 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
სამტრედია
ნომერი 24
ახალგაზრდული კარიერა
2005-2008 დინამო თბილისი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2007-2008ბორჯომი (იჯარით) 9 (0)
2008-2013 დინამო თბილისი 69 (3)
2013-2014 მეტალურგი რუსთავი 11 (1)
2014 სპარტაკი ცხინვალი 14 (1)
2014 ომონია ნიქოზია 0 (0)
2014- სამტრედია
ეროვნული ნაკრები
2008-2009 საქართველო 19 წლ. 6 (1)
2009-2011 საქართველო 21 წლ. 13 (0)
2010- საქართველო 3 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 9 სექტემბერი, 2014
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 4 ივნისი, 2014

კარიერის დიდი ნაწილი გაატარა თბილისის „დინამოში“, 2011 წლის ოქტომბერში ვარჯიშისას მძიმედ დაშავდა, გამოკვლევის შედეგად მცირე წვივის ძვლის მოტეხილობა დაუდგინდა და გადაუდებელი ოპერაცია გაიკეთა,[1] რის გამოც რამდენიმე თვე თამაში ვერ შეძლო. 2013-2014 წლების სეზონი რუსთავის „მეტალურგში“ დაიწყო, ზამთრის სატრანფერო ფანჯრისას ცხინვალის „სპარტაკში“ გადავიდა.[2] 2014 წლის ივნისში ნიქოზიის „ომონიაში“ გადავიდა.[3][4] კვიპროსულ კლუბში თამაშის შანსი არ მიეცა,[5] რის გამოც ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი შეწყდა,[6] რის შემდეგაც ისევ საქართველოში დაბრუნდა და კარიერას საფეხბურთო კლუბ „სამტრედიაში“ აგრძელებს.[7]

სანაკრებო

რედაქტირება

გამოდიოდა საქართველოს 19 და 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებებში, 2010 წლიდან ეროვნული ნაკრების წევრია. 2014 წლის 5 მარტს გასამართი მატჩისთვის ლიხტენშტაინის წინააღმდეგ, იმის გამო, რომ გუნდს ტრავმების გამო ნიკოლოზ გელაშვილი (აღდამის „ყარაბაღი“) და ლევან მჭედლიძე („ემპოლი“) გამოაკლდა, თემურ ქეცბაიას გადაწყვეტილებით გუნდს ლევან კაკუბავა და ვლადიმერ დვალიშვილი შეუერთდნენ.[8]

ტიტულები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. კაკუბავამ წვივი მოიტეხა ,საინფორმაციო სააგენტო „მსოფლიო სპორტი“, 23 ნოემბერი, 2011.
  2. კაკუბავა და მაისაშვილი „სპარტაკში“ [მკვდარი ბმული],საინფორმაციო სააგენტო „http://geosports.ge“[მკვდარი ბმული], 10 იანვარი, 2014.
  3. ლევან კაკუბავა „ომონიაში“ ითამაშებს, საინფორმაციო სააგენტო „მსოფლიო სპორტი“, 3 ივნისი, 2014
  4. ექსკლუზივი - ლევან კაკუბავა ნიქოზიის „ომონიაში“ ჩაირიცხა დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine. , საინფორმაციო სააგენტო „Prime Time News“, 3 ივნისი, 2014
  5. ლევან კაკუბავას კვიპროსულ "ომონიაში" აღარ დაედგომება[მკვდარი ბმული], საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge/“[მკვდარი ბმული], 2 სექტემბერი, 2014.
  6. "ომონიამ" ლევან კაკუბავას კონტრაქტი შეუწყვიტა[მკვდარი ბმული], საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge/“[მკვდარი ბმული], 3 სექტემბერი, 2014.
  7. კვიპროსიდან დაბრუნებული ლევან კაკუბავა "სამტრედიაში" ჩაირიცხა[მკვდარი ბმული], საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge/“[მკვდარი ბმული], 10 სექტემბერი, 2014.
  8. ცვლილებები ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში [მკვდარი ბმული], „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის“ ოფიციალური საიტი, 27 თებერვალი, 2014.