გიორგი ჭანტურია (ფეხბურთელი)
გიორგი ჭანტურია (დ. 11 აპრილი, 1993, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | გიორგი ჭანტურია გობრონიძე | ||
დაბადების თარიღი | 11 აპრილი, 1993 | ||
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველო | ||
სიმაღლე | 181 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | გარემარბი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2004–2010 | სკ საბურთალო | ||
2009–2010 | → ბარსელონა (იჯარით) | ||
2010–2011 | ვიტესი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2011-2014 | ვიტესი | 37 | (5) |
2012-2013 | → ალანია (იჯარით) | 6 | (0) |
2014 | ჩფრ კლუჟი | 7 | (1) |
2014-2015 | ელას ვერონა | 0 | (0) |
2014-2015 | → ჩფრ კლუჟი (იჯარით) | 22 | (4) |
2015-2016 | დუისბურგი | 22 | (4) |
2016-2018 | ურალი | 30 | (5) |
2020 | საბურთალო | 0 | (0) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2008-2009 | საქართველო 17 წლ. | 15 | (5) |
2010-2012 | საქართველო 19 წლ. | 6 | (4) |
2011-2014 | საქართველო 21 წლ. | 15 | (5) |
2014-2017 | საქართველო | 15 | (2) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 6 ოქტომბერი, 2015 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 26 სექტემბერი, 2015 |
კარიერა
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირებაგიორგიმ კარიერა დაიწყო საფეხბურთო კლუბ „საბურთალოში“, 2009 წლის ივნისში იჯარის წესით გადავიდა ბარსელონაში.[1] ის გადაიყვანეს ბარსას ახალგაზრდულ B გუნდში, სადაც გაიტანა 11 გოლი და დაეხმარა კატალონიელებს ლიგის ტიტულის მოპოვებაში.[2]
მას შემდეგ, რაც 2010 წლის აგვისტოში ჭანტურიათი ლონდონური „ჩელსი“ დაინტერესდა,[3] გიორგიმ კონტრაქტი გააფორმა არნემის „ვიტესთან“. 2011 წლის აპრილში მან გააფორმა სამწლიანი ხელშეკრულება კლუბთან.[4]
ჭანტურიას დებიუტი „ვიტესში“ შედგა 2011-12 წლების სეზონის პირველ, „დენ ჰააგთან“ ფრედ (0-0) დასრულებულ გასვლით მატჩში, 7 აგვისტოს.[5] მან პირველი გოლი ვიტესის მაისურით გაიტანა მეორე ოფიციალურ მატჩში, როდესაც მისმა გუნდმა დაამარცხა „ვვვ-ვენლო“, ანგარიშით 4-0. ჭანტურიას ვიტესში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა 2011-12 წლების სეზონში ის გუნდის სათადარიგო ფეხბურთელი იყო, ხოლო შემდგომ სეზონში თითქმის არ ეძლეოდა სათამაშო პრაქტიკა.
2012 წლის დეკემბერში ჭანტურია იჯარის წესით გადავიდა ვლადიკავკაზის „ალანიაში“, სეზონის დასრულებამდე.[6] სეზონის ბოლოს დაბრუნდა არნემულ კლუბში და ადგილი დაიბრუნდა გუნდის მთავარ შემადგენლობაში 2013–14 წლების სეზონისთვის.
2014 წლის 19 თებერვალს გიორგიმ კონტრაქტი გააფორმა რუმინულ კლუბ „ჩფრ კლუჟთან“, ტრანსფერის საფასური არ ხმაურდება.[7]
სანაკრებო
რედაქტირებაჭანტურია საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში პირველად 2008 წელს გამოიძახეს. მისი გამოსვლები 19 წლამდელთა ნაკრებში საკმაოდ წარმატებული იყო. 2012 წლის 25 მაისს მან გაიტანა გოლი ამხანაგურ მატჩში ბოსნიის წინააღმდეგ (მატჩი ქართველთა გამარჯვებით, 4:2 დასრულდა), ბოლო 30 მაისს მან თავისი დუბლით ნაკრებს გამარჯვება მოუტანა ავსტრიის წინააღმდეგ (საბოლოო ანგარიში იყო 2:1).[8]
2011 წლიდან გიორგი ჭანტურია 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წევრია. 2011 წლის სექტემბერში მან მონაწილეობა მიიღო უეფა-ს ევროპის 21 წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატის მატჩში ესპანელი თანატოლების წინააღმდეგ, რომელიც ქართულმა გუნდმა 2:7 დათმო, გიორგი 76-ე წუთზე შეცვალეს.[9]
საქართველოს მთავარ ნაკრებში პირველად ჭანტურიამ 2014 წლის 5 მარტს ითამაშა, ლიხტენშტეინის წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრაში (2-0). სადებიუტო შეხვედრა მან გოლით აღნიშნა.[10]
კარიერის სტატისტიკა
რედაქტირება- განახლდა: 19 იანვარი 2014
კლუბი | სეზონი | ლიგა | თასი | ევროტურნირებზე | ჯამში | ||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თამაში | გოლი | თამაში | გოლი | თამაში | გოლი | თამაში | გოლი | ||
ვიტესი | 2011-12 | 28 | 4 | 3 | 0 | 0 | 0 | 31 | 4 |
2012-13 | 1 | 0 | 0 | 0 | 3 | 0 | 4 | 0 | |
2013-14 | 8 | 1 | 2 | 1 | 2 | 0 | 12 | 2 | |
ჯამში | 37 | 5 | 5 | 1 | 5 | 0 | 47 | 6 | |
ალანია ვლადიკავკაზი (იჯარით) | 2012-13 | 6 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 6 | 0 |
ჯამში | 6 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 6 | 0 | |
კარიერის ჯამში | 43 | 5 | 5 | 1 | 5 | 0 | 53 | 5 |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Giorgi Chanturia (15 años) ya es nuevo jugador del FC Barcelona ესპანური. joinFutbol (23 June 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 ივნისი 2009. ციტირების თარიღი: 21 თებერვალი 2014.
- ↑ Introducing Giorgi Chanturia - 'The Georgian Lionel Messi' who left Barcelona for Vitesse. Goal.com (20 აგვისტო 2011).
- ↑ Chelsea To Seal Chanturia Deal?; The Chels, 8 აგვისტო 2010
- ↑ Giorgi ‘Gio’ Chanturia eindelijk Vitessenaar ნიდერლანდური. Vitesse (11 აპრილი 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-24. ციტირების თარიღი: 2014-02-21.
- ↑ „ADO Den Haag 0-0 Vitesse“. Voetbal International. Weekbladpers Groep. 7 აგვისტო 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-19. ციტირების თარიღი: 7 აგვისტო 2011. horizontal tab character არის
|title=
-ში №14 პოზიციაზე (დახმარება) - ↑ Vitesse verhuurt Chanturia aan Alania Vladikavkaz ნიდერლანდური. de Gelderlander (22 დეკემბერი 2012).
- ↑ Giorgi Chanturia la CFR რუმინული. CFR Cluj Official Website (19 თებერვალი 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-19. ციტირების თარიღი: 2014-02-21.
- ↑ Austria U19 — Georgia U19
- ↑ Georgia U21 — Spain U21
- ↑ ქეცბაიამ გიორგი ჭანტურია ნაკრებში გამოიძახა. „მსოფლიო სპორტი“. 7.10.2014