ლევან ყენია
ლევან ყენია (დ. 18 ნოემბერი, 1990, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი, თამაშობდა შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ლევან ყენია | ||
დაბადების თარიღი | 18 ოქტომბერი, 1990 | ||
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველო | ||
სიმაღლე | 176 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | შემტევი ნახევარმცველი | ||
ნომერი | 11 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2004–2005 | დინამო თბილისი | ||
2005–2007 | ლოკომოტივი თბილისი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2007–2008 | ლოკომოტივი | 19 | (4) |
2008 | შალკე 04 II | 2 | (0) |
2009–2012 | შალკე 04 | 11 | (0) |
2012–2013 | კარპატი ლვოვი | 20 | (3) |
2013–2014 | ფორტუნა | 11 | (1) |
2014–17 | სლავია პრაღა | 31 | (1) |
2017–2018 | ლოკომოტივი | 3 | (0) |
2018–2019 | დიუდელანჟი | 11 | (1) |
2019–2020 | საბურთალო | 9 | (0) |
2021–2024 | იურდინგენი | 57 | (6) |
სულ | 174 | (17) | |
ეროვნული ნაკრები | |||
2006 | საქართველო 17-წლ. | 2 | (0) |
2007–2008 | საქართველო 19-წლ. | 5 | (0) |
2008–2012 | საქართველო 21-წლ. | 5 | (1) |
2007–2016 | საქართველო | 29 | (4) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
2024– | იურდინგენი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
კარიერა
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირებაყენია ბუნდესლიგის კლუბ „შალკე 04“-ში თამაშობდა, რომელსაც ოფიციალურად 2008 წლის 4 იანვარს შეუერთდა, ხოლო 2012 წლის ზაფხულში კლუბი დატოვა.
2013 წლამდე ირიცხებოდა ლვოვის „კარპატის“ შემადგენლობაში, 2013 წლის ივლისიდან დიუსელდორფის „ფორტუნას“ რიგებში ჩაირიცხა.[1]
2013–14 წლის სეზონში ჩატარებულ 15 მატჩში ერთი გოლი გაიტანა. სეზონის ბოლოს კლუბმა ლევანი ტრანსფერზე დააყენა. 2014 წლის ოქტომბრიდან 2017 წლამდე პრაღის „სლავიას“ ღირსებას იცავდა.
2018 წელს სამი მატჩი ჩაატარა თბილისის „ლოკომოტივში“. თბილისის „ლოკომოტივიდან“ ლუქსემბურგულ კლუბ „დუდელანჟში“ გადავიდა, რომლის მაისურით გამართულ 11 მატჩში, ქართველმა ფეხბურთელმა მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლო.
ყენია, რომელსაც ტრავმების გამო, საკმაოდ დიდი პერიოდი გაუცდა, 2021 წლის დეკემბერში გერმანიის ქვედალიგელ კრეფელდის „იურდინგენში“ ჩაირიცხა და თამაშის პარალელურად გუნდის მწვრთნელის ასისტენტობასაც ითავსებდა.
სათამაშო კარიერა 2024 წელს, ამავე კლუბში, 33 წლის ასაკში დაასრულა.[2]
სანაკრებო
რედაქტირებაეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა 2007 წლის 8 სექტემბერს, უკრაინის წინააღმდეგ მატჩში, შეცვალა რა დავით სირაძე. საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, კლაუს ტოპმიოლერი ლევან ყენიას ახასიათებდა, როგორც ნაკრების წევრებს შორის ერთ-ერთ ყველაზე უფრო ტექნიკურ და მაღალი კლასის მოთამაშეს.
ლევანმა თავისი პირველი სანაკრებო გოლი 2008 წლის 28 მაისს, ესტონეთის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში გაიტანა.[3]
ნაკრებში ბოლო მატჩი 2013 წლის 23 მარტს, საფრანგეთის წინააღმდეგ ჩაატარა, თემურ ქეცბაიას მას შემდეგ არ გამოუძახია. ეროვნული ნაკრების თავკაცად კახაბერ ცხადაძის დანიშნვის შემდეგ, ლევან ყენია ეროვნულ გუნდს დაუბრუნდა.
საერთო ჯამში, 2007–2016 წლებში ეროვნული გუნდის მაისურით 29 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლი შეაგდო.
სანაკრებო სტატისტიკა
რედაქტირებაეროვნული ნაკრები | წელი | მატჩი | გოლი |
---|---|---|---|
საქართველო [4] |
2007 | 6 | 0 |
2008 | 8 | 3 | |
2009 | 4 | 0 | |
2012 | 3 | 0 | |
2013 | 2 | 0 | |
2015 | 4 | 0 | |
2016 | 2 | 1 | |
ჯამში | 29 | 4 |
მიღწევები
რედაქტირება- გერმანიის ვიცე-ჩემპიონი: 2009–10
- გერმანიის თასის მფლობელი: 2010–11
- გერმანიის სუპერთასის მფლობელი: 2011–12
- გერმანიის სუპერთასის ფინალისტი: 2010–11
- საქართველოს თასის მფლობელი: 2019
- საქართველოს სუპერთასის მფლობელი: 2020
ფაქტები
რედაქტირებალევან ყენია „ფრაიბურგისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის — გიორგი კიკნაძის დისშვილია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ლევან ყენია“ ვიკისაწყობში.
- პროფილი Transfermarkt-ზე (ინგლისური)
- პროფილი Soccerway-ზე (ინგლისური)