გიორგი აბურჯანია

გიორგი აბურჯანია (დ. 2 იანვარი, 1995, თბილისი, საქართველო) — ქართველი ფეხბურთელი, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ „კარტახენასა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი.[1][2][3]

გიორგი აბურჯანია
გიორგი აბურჯანია.jpg
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
გიორგი აბურჯანია
დაბადების
თარიღი
2 იანვარი, 1995 (1995-01-02) (28 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველოს დროშა საქართველო
სიმაღლე 187 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
კარტახენა
ნომერი 17
ახალგაზრდული კარიერა
მეტალურგი-2 რუსთავი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2010–2012 მეტალურგი რუსთავი 3 (0)
2012–2014 დილა გორი 17 (1)
2014 ლოკომოტივი თბილისი 9 (5)
2014–2016 ანორთოსისი ფამაგუსტა 42 (2)
2016 ხიმნასტიკი ტარაგონა 16 (2)
2016–2020 სევილია ატლეტიკო 35 (0)
2018–2019   ლუგო 27 (1)
2019–2020   ტვენტე 19 (2)
2020–2021 რეალ ოვიედო 2 (0)
2021–   კარტახენა 13 (1)
ეროვნული ნაკრები
2011–2012 საქართველო 17 წლ. 7 (0)
2012–2014 საქართველო 19 წლ. 8 (2)
2015– საქართველო 21 წლ. 6 (0)
2016– საქართველო 23 (1)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 2 ივნისი, 2021
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 6 ივნისი, 2021

საკლუბო კარიერარედაქტირება

აბურჯანია თამაშობდა „სევილიას“ მეორე გუნდში, „ლუგოსა“ და „ხიმნასტიკში“. მანამდე იყო რუსთავის „მეტალურგის“, გორის „დილას“, თბილისის „ლოკომოტივის“, კვიპროსული „ანორთოსისისა“ და ჰოლანდიური „ტვენტეს“ ფეხბურთელი.

2021 წლის იანვრის ბოლოს ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ „კარტახენაში“ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გადავიდა „ოვიედოდან“, სადაც სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა.[4]

სანაკრებო კარიერარედაქტირება

აბურჯანია საქართველოს 17, 19 და 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წევრი იყო. ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში პირველად 2016 წლის 29 მარტს, ყაზახეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა. მატჩი თბილისში, დინამო არენაზე გაიმართა და ფრედ, ანგარიშით 1–1 დასრულდა.[5]

პირველი ბურთი ნაკრების მაისურით 2021 წლის 2 ივნისს, რუმინეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში გაიტანა. მატჩი პლოიეშტის ილიე ოანას სტადიონზე გაიმართა და საქართველოს ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 2–1 დასრულდა.[6]

მიღწევებირედაქტირება

საკლუბორედაქტირება

  მეტალურგი რუსთავი
ეროვნული ლიგა
  • ვიცე-ჩემპიონი: 2011–12
  დილა გორი
ეროვნული ლიგა
  • ვიცე-ჩემპიონი: 2012–13
საქართველოს სუპერთასი
  • ფინალისტი: 2012

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

თემატური საიტები
AFS · BDFutbol · EU-Football.info · FBref.com დაარქივებული 2021-06-06 საიტზე Wayback Machine. · National Football Teams.com · Soccerway · Transfermarkt · WorldFootball.net

სქოლიორედაქტირება

  1. Giorgi Aburjania. laliga.com. ციტირების თარიღი: 6 ივნისი, 2021
  2. კაკაურიძე, ალეკო. (28 იანვარი, 2021) გიორგი აბურჯანია კარტახენაში ითამაშებს. Lelo.ge. ციტირების თარიღი: 6 ივნისი, 2021
  3. გიორგი აბურჯანიას ახალი გუნდი ცნობილია. Sportall.ge (28 იანვარი, 2021). ციტირების თარიღი: 6 ივნისი, 2021
  4. აბურჯანია და კარტახენა! უკვე ოფიციალურად.... Lelo.ge (30 იანვარი, 2021). ციტირების თარიღი: 6 ივნისი, 2021
  5. Georgia 1–1 Kazakhstan, 29 March 2016. AFS. ციტირების თარიღი: 6 ივნისი, 2021
  6. Romania 1–2 Georgia, 02 June 2021. AFS. ციტირების თარიღი: 6 ივნისი, 2021