დავით უფლისაშვილი
დავით უფლისაშვილი (დ. 17 სექტემბერი, 1946) — ქართველი მსახიობი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1990).[1]
დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. რუსთაველის თეატრიში მოღვაწეობს 1968 წლიდან. აღსანიშნავი როლებია: ბარდღუნია („გვადი ბიგვა“), ტიბალტი („რომეო და ჯულიეტა“), ექიმი („კავკასიური ცარცის წრე“), რომული („მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“), მასხარა („მაკბეტი“), ჰიდირ („ლამარა“), ბიძინა („იქ, სადაც ღვარად მოედინება“), ბ-ნი ნესტორი („ნახვის დღე“), რუსი („კაცია-ადამიანი?!“), ნოშრევანი („ვანილის მოტკბო სევდიანი სურნელი“).
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1976: „ნატვრის ხე“ რეჟ. თენგიზ აბულაძე
- 1983: „ბანდიტი აგურის ქარხნიდან“ რეჟ. გიორგი (გია) მატარაძე
- 1992: „ოქროს ობობა“ (რიგითი) რეჟისორები მიხეილ ანთაძე, გიორგი (გოგი) ქავთარაძე, დავით კვირცხალია
- 1998: „აქ თენდება“ რეჟ. ზაზა ურუშაძე
ნათამაშები როლები
რედაქტირებარუსთაველის თეატრი
რედაქტირება- ლეო ქიაჩელი „გვადი ბიგვა“ (ბარდღუნია) ამ როლზე რეჟ. მიხეილ თუმანიშვილმა თეატრალური ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი რუსთაველის თეატრში მიიწვია)
- მოლიერი „გააზნაურებული მდაბიო“ (ლაქია) რეჟ. გიზო ჟორდანია
- პოლიკარპე კაკაბაძე „კოლმეურნის ქორწინება“ (მიტო) რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი
- პოლიკარპე კაკაბაძე „ყვარყვარე“ (მდივანი) რეჟ. რობერტ სტურუა
- მერაბ ელიოზიშვილი „ბებერი მეზურნეები“ (მერძევე ) რეჟ. არჩილ ჩხარტიშვილი
- უილიამ შექსპირი „რომეო და ჯულიეტა“ (ტიბალტი) რეჟ. გიორგი (გოგი)ქავთარაძე
- გიორგი ნახუცრიშვილი „ჭინჭრაქა“ (ჭინჭრაქა ) რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი
- რეზო თაბუკაშვილი „რაიკომის მდივანი“ (ბოჩიკო) რეჟ. რობერტ სტურუა
- ბერტოლტ ბრეხტი „კავკასიური ცარცის წრე“ (ექიმი, II ვექილი ) რეჟ. რობერტ სტურუა
- უილიამ შექსპირი „ანტონიოს და კლეოპატრა“ (ენობარბოს) რეჟ. თემურ სუმბათაშვილი
- რობერტ სტურუა, ლილი ფოფხაძე, ავთანდილ ვარსიმაშვილი „ვარიაციები თანამედროვე თემაზე“ (მერაბი) რეჟისორები რობერტ სტურუა, ავთანდილ ვარსიმაშვილი
- ლაშა თაბუკაშვილი „ათვინიერებენ მიმინოს“ (მელოტი) რეჟ. ავთანდილ ვარსიმაშვილი
- რუსტამ იბრაგიმბეკოვი „დაკრძალვა კალიფორნიაში“ (მთვრალი მოქალაქე) რეჟ. რობერტ სტურუა
- ვაჟა-ფშაველა „მოკვეთილი“ (ჩონთა) რეჟ. ავთანდილ ვარსიმაშვილი
- ვლადიმერ სიხარულიძე „გარეუბნის მარტოსახლი“ (ალეკო) რეჟ. გულსუნდა სიხარულიძე
- დათო ტურაშვილი „დიალოგები ორმოქმედებიანი პიესისათვის“ (ბატონი ლავრენტი ) რეჟ. რობერტ სტურუა
- ანტონ ჩეხოვი „პალატა 16“ (ჩამოსული ექიმი) რეჟ. დავით ანდღულაძე
- კალდერონ დე ლა ბარკა „ცხოვრება სიზმარია“ (მეფე ბასილიოს მსახური, მოქალაქე) რეჟ. რობერტ სტურუა
- ბერტოლტ ბრეხტი „სეჩუანელი კეთილი ადამიანი“ (ქმარი, მი ფუ) რეჟ. რობერტ სტურუა
- უილიამ შექსპირი „მაკბეტი“ (ლენოქსი, მასხარა) რეჟ. რობერტ სტურუა
- გრიგოლ რობაქიძე „ლამარა“ (ჰიდირ ) რეჟ. რობერტ სტურუა
- ირაკლი სამსონაძე „იქ, სადაც ღვარად მოედინება“ (ბიძინა ) რეჟ. გიორგი (გოგა) თავაძე
- თამაზ ჭილაძე „ნახვის დღე“ (ბატონი ნესტორი) რეჟისორები რობერტ სტურუა, გიორგი (გოგა) თავაძე
- ილია ჭავჭავაძე „კაცია-ადამიანი?!“ (რუსის ოფიცერი) რეჟისორები რობერტ სტურუა, ანდრო ენუქიძე
- სემიუელ ბეკეტი „გოდოს მოლოდინში“ ((პოცო ) რეჟ. რობერტ სტურუა
- ირაკლი სამსონაძე „ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი“ (ნოშრევანი ) რეჟ. რობერტ სტურუა
- ლაშა ბუღაძე „სულიერი არსებები“ (ღორო) რეჟ. დავით საყვრელიძე
- ლაიონელ ბარტი „ოლივერ!“ , ჩარლზ დიკენსის „ოლივერ ტვისტის“ მიხედვით (თავშესაფრის მეპატრონე, მისტერ გრიმვიგი, მეთევზე) რეჟ. დავით საყვრელიძე
- ჰაინრიხ ფონ კლაისტი „პრინცი ჰომბურგი“ (პოლკოვნიკი კოტვიცი) რეჟ. გოშა გორგოშიძე
- უილიამ შექსპირი „იულიუს კეისარი“ (იულიუს კეისარი) რეჟ. რობერტ სტურუა
- მონაწილეა სპექტაკლისა „იაკობის სახარება“ (ი. გოგებაშვილის „დედა ენის“ მიხედვით, რეჟ. რობერტ სტურუა
- მონაწილეა ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ოპერისა „მითირდატე პონტოს მეფე“ რეჟ. დავით საყვრელიძე
თეატრი–ფაბრიკა
რედაქტირება- ტერენს მაკნელი „მარია კალასი. გაკვეთილი“ (სცენის მუშა) რეჟ. რობერტ სტურუა
სატელევიზიო დადგმები
რედაქტირება- „ჯაყოს ხიზნები“ რეჟ. თემურ ჩხეიძე
- „ძალად ექიმი“ რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი
- „თავსაფრიანი დედაკაცი“ რეჟ. მერაბ ჯალიაშვილი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
რედაქტირება- 1980: აზერბაიჯანის სსრ სახელმწიფო პრემია
- 1990: საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის წოდება
- 2013: 27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონკურსზე „2012 წლის საუკეთესო თეატრალური ქმნილება“ დაჯილდოვდა პრემიით „მამაკაცის მეორე პლანის როლის საუკეთესო შესრულებისათვის“ (პოლკოვნიკი კოტვიცი, ჰაინრიხ ფონ კლაისტი „პრინცი ჰომბურგი“ )
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1990. N7. გვ. 16