გურია ლანჩხუთი (საფეხბურთო კლუბი)
„გურია“ — ქართული საფეხბურთო კლუბი ქალაქ ლანჩხუთიდან. საქართველოს თასის მფლობელი, ასპარეზობს უმაღლეს ლიგაში. საშინაო მატჩებს ატარებს ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე.
სრული სახელი | საფეხბურთო კლუბი „გურია“ ლანჩხუთი |
---|---|
დაარსდა | 1924 |
სტადიონი |
ევგრაფი შევარდნაძის სტადიონი ლანჩხუთი, საქართველო (ტევადობა: 25 000) |
პრეზიდენტი | კახაბერ ებრალიძე |
მწვრთნელი | გიგლა იმნაძე |
კაპიტანი | დიმიტრი ვირუბოვი |
ლიგა | ლიგა 3 |
2023 | მე-9 |
ისტორია
რედაქტირებაგუნდის პირველი სახელი იყო „კიმი“. ის 1924 წელს თბილისის „დინამოს“ მაშინდელმა მწვრთნელმა ანდრო ჟორდანიამ ჩამოაყალიბა. მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში გუნდმა შეწყვიტა ასპარეზობა და აღდგა მხოლოდ 1952 წელს „კოლმეურნეს“ სახელით. გუნდს „გურია“ 1960 წლიდან ეწოდა.
პირველ დიდ წარმატებას 1961 წელს მიაღწია, როცა იგი რესპუბლიკის ჩემპიონი გახდა. ეს მიღწევა გაიმეორა 1966 და 1971 წლებშიც. 1965, 1966 და 1971 წლებში საქართველოს თასიც მოიპოვა, 1973, 1974 და 1977 წლებში ფლობდა შოთა შავგულიძის სახელობის თასს. 1967 წელს „გურიამ“ პირველად იასპარეზა საკავშირო არენაზე B ლიგაში.
1970 წელს B ლიგის დაშლის გამო „გურიამ“ საქართველოს პირველობაზე იასპარეზა, სადაც პირველი ადგილი დაიკავა და მეორე ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა. „გურია“ მეორე ლიგაში 8 სეზონის განმავლობაში გამოდიოდა. საუკეთესოს შედეგი 1979 წელს ჰქონდა, როდესაც პირველ ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა. 1986 წელს გუნდმა პირველ ლიგაში პირველი ადგილი დაიკავა და საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში გადავიდა. 1988 და 1989 წლებში ის ისევ საბჭოთა კავშირის 1 ლიგაში თამაშობდა.
1990 წლიდან „გურია“ საქართველოს უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდა. „გურია“ პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ახლად დაარსებული საქართველოს საფეხბურთო თასი მოიპოვა 1990 წლის სეზონში. გურია სტაბილურად ასპარეზობდა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 1999 წლამდე. ამის შემდეგ გუნდის დაღმასვლა დაიწყო 2000-01 წლებში კლუბი შეუერთდა თბილისი ლოკომოტივის "ბ" გუნდს და დაერქვა სახელით "გურია-ლოკომოტივი ბ".
1999 წლიდან გუნდი საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის მონაწილეა. 2008 წლიდან მას „გურია-2000“ ლანჩხუთი ეწოდება. ბოლო პერიოდის საუკეთესო სეზონი 2001-2002 წლები იყო, როცა გუნდი უმაღლეს ლიგაში თამაშობდა, ხოლო საქართველოს თასის გათამაშებაში 1/4 ფინალს მიაღწია.
2013 წლიდან „გურია“ დაბრუნდა უმაღლეს ლიგაში, ბათუმის „დინამოს“ ნაცვლად.
სტადიონი
რედაქტირებაგუნდი საშინაო შეხვედრებს მართავს ქალაქ ლანჩხუთში, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე.
1986-2012 წლებში ეს სტადიონი ტევადობის მიხედვით საქართველოში მესამე იყო და ძველი სტანდარტით 22 000 მაყურებელს იტევდა. 2012 წელს დაიწყო სტადიონის რეკონსტრუქცია. მოინგრა დასავლეთის და ჩრდილოეთის ტრიბუნები, რის გამოც სტადიონის ტევადობა 10 000-მდე შემცირდა.
მშენებლობა
რედაქტირებაომამდე სტადიონის ტერიტორიაზე მხოლოდ კომისარიატის შენობა იდგა. 1946 წელს ამჟამინდელი სტადიონის ტერიტორიაზე პირველად მოეწყო შესაფერისი მოედანი. მოგვიანებით ხის ნაგებობა კაპიტალური შენობებით შეიცვალა და ამასთან ერთდ იცვლებოდა სტადიონის ტევადობაც. თავიდან 5000 მაყურებელს იტევდა,შემდეგ 7000-მდე გაიზარდა და ბოლოს 10 000-ს გადააჭარბა. ნათელი გახდა, რომ რაიონი ფეხბურთით სუნთქავდა.
მას შემდეგ რაც გურია უმაღლეს ლიგაში აღზევდა, ცხადია არსებული ნაგებობები მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება ლანჩხუთის გურიას ფეხბურთელთა გუნდის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გასაახლებლად დამატებითი ღონისძიებების შესახებ. ამ დადგენილებებით გათვალისწინებული იყო ფეხბურთის ცენტრალური სტადიონის სპორტული კომპლექსის, სოფ. გრიგოლეთის სასწავლო-საწვრთვნელი ბაზის რეკონსტრუქცია და კეთილმოწყობა.
კომპლექსის მშენებლობა დაიწყო 1987 წლის 1 იანვარს და დამთავრდა იმავე წლის 2 მარტს. სტადიონის ტევადობა საგრძნობლად იქნა გაზრდილი და ახლა იგი 22,000 მაყურებელს იტევდა.
რეკონსტრუქცია
რედაქტირებაგაკეთდა აღმოსავლეთის ტრიბუნის კოსმეტიკური რემონტი. შეიცვალა მინდვრის დრენაჟი და საფარი, რომელიც გუნდს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გადასცა. გაკეთდა ბორდიურები, შეიღება ღობე. ასევე რეკონსტრუქცია ჩაუტარდა სათადარიგო მოედანს და იქ განლაგებულ კლუბის ინფრასტრუქტურას. სტადიონის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი ამჟამად უსახსრობის გამო შეჩერებულია.
კლუბის მიღწევები
რედაქტირება- საქართველოს საბჭოთა ჩემპიონატი:
- პირველი ადგილი: 1961, 1966, 1971
- მეორე ადგილი:1960
- საქართველოს უმაღლესი ლიგა:
- საქართველოს თასი:
- პირველი ადგილი: 1990
- საქართველოს საბჭოთა თასი:
- პირველი ადგილი: 1965, 1966, 1971,
- შოთა შავგულიძის სახელობის თასი:
- პირველი ადგილი: 1973, 1974, 1977
- კოლმეურნეობის მთავარი საბჭოს თასი:
- პირველი ადგილი: 1958
- საბჭოთა პირველი ლიგა:
- მეორე ადგილი: 1986, 1989
- საბჭოთა მეორე ლიგა:
- ჩემპიონი: 1976, 1979
- მეორეადგილოსანი: 1968, 1969, 1978
- პირველი ლიგა:
- ჩემპიონი: 2001, 2013
- მესამე ადგილი: 2012
- მეორე ლიგა:
- მეორე ადგილი: 2008
შემადგენლობა 2014/2015
რედაქტირებამონაცემები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას.
შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.
2015/2016 წლის ტრანსფერები
რედაქტირებამოვიდნენ
რედაქტირებაპოზ. | ფეხბურთელი | ყოფილი კლუბი |
---|---|---|
პოზიცია | ფეხბურთელი | კლუბი |
* — იჯარით
** — იჯარიდან
წავიდნენ
რედაქტირებაპოზ. | ფეხბურთელი | ახალი კლუბი |
---|---|---|
პოზიცია | ფეხბურთელი | კლუბი |
* — იჯარით
** — იჯარიდან
გამოჩენილი მოთამაშეები
რედაქტირება- ნოშრევან ნარიაშვილი
- ვახტანგ ძიძიგური
- თემურ ჩხაიძე
- ვახტანგ ქორიძე
- რევაზ ჩელებაძე
- დავით გოგია
- ვახტანგ კოპალეიშვილი
- მერაბ მეგრელაძე
- ოთარ კორღალიძე
- ბესიკ ფრიდონაშვილი
- მერაბ ჟორდანია
- გოჩა ტყებუჩავა
- გია გურული
- გელა კეტაშვილი
- კახაბერ გოგიჩაიშვილი
- გიორგი ნემსაძე
- გოჩა გოგრიჭიანი
- გოგიტა გოგუა
- ზვიად ენდელაძე
- პავლე უგრეხელიძე
- შოთა უგრეხელიძე
- გია ჩხაიძე
- გოჩა გუჯაბიძე
- გია ჯიშკარიანი
- დავით უგრელიძე
- ზურაბ ნემსაძე
- დავით სევასტოპულო
- დანტეს ჯეჯელავა
- დავით ხუჭუა
- რობერტას ფრიდრიკასი
- რომას მაჟეიკისი
- ვასილ ტროიანი
- ანდრეი ივანოვი
- ანდრეი კოვტუნი
- ვიქტორ ხლუსი
- მიხაილო ოლეფირენკო
- გენადი ბონდარუკი
- ალექსანდრე დოზმოროვი
- სერგეი შვეცოვი
პერსონალური მიღწევები
რედაქტირება- ოთარ კორღალიძე — ბომბარდირი: 1990–91 (14 გოლი)
- ოთარ კორღალიძე — ბომბარდირი: 1991–92 (40 გოლი)
- ზვიად ენდელაძე — ევროპის ოქროს ბუცი: 1996 (40 გოლი)[1]
გამოჩენილი მწვრთნელები
რედაქტირება- გივი იმნაიშვილი (1952–53)
- ვლადიმერ ნარიმანიძე (1954–55)
- ვიქტორ ბერეჟნოი (1956)
- ბორის ჩიტაია (1957–58)
- შალვა კაკაბაძე (1959–1979)
- ალექსანდრე კოტრიკაძე (1980)
- მურთაზ ხურცილავა (1981–82)
- შალვა კაკაბაძე (1983–84)
- ბეგი სიხარულიძე (1985–86)
- ალექსანდრე კოტრიკაძე (1986)
- მიხაილო ფომენკო (1987–90)
- გიგლა იმნაძე (1990)
- მურთაზ ხურცილავა (1990–93)
- თემურ ჩხაიძე (1993–94)
- გიგლა იმნაძე (1994–95)
- ბეგი სიხარულიძე (1995–96)
- ბორის დუდაროვი (1996)
- გიგლა იმნაძე (1996–97)
- გია თავაძე (1997)
- ავთანდილ ნარიაშვილი (1997)
ბომბარდირები სეზონის მიხედვით
რედაქტირებასეზონი | სახელი | გოლი |
---|---|---|
1966/67 | ომარ პართენავა | 16 |
1967/68 | ვახტანგ ძიძიგური | 23 |
1968/69 | ვახტანგ ძიძიგური | 17 |
1969/70 | ვახტანგ ძიძიგური | 18 |
1970/71 | ვახტანგ ძიძიგური | 39 |
1971/72 | ვახტანგ ძიძიგური | 13 |
1972/73 | ჯონი აბაიშვილი | 19 |
1973/74 | ვახტანგ ძიძიგური | 15 |
1974/75 | რევაზ სანაია | 25 |
1975/76 | ბესიკ მჭედლიშვილი | 20 |
1976/77 | ვასილ ტროიანი | 18 |
1977/78 | ვასილ ტროიანი | 15 |
1978/79 | მერაბ მეგრელაძე | 26 |
1979/80 | მერაბ მეგრელაძე | 20 |
1980/81 | მერაბ მეგრელაძე | 11 |
1981/82 | თემურ ებანოიძე | 9 |
1982/83 | მურთაზ აკოფიანი | 14 |
1983/84 | ვახტანგ კოპალეიშვილი | 13 |
1984/85 | გია ტყებუჩავა | 11 |
1985/86 | ბესიკ ფრიდონაშვილი | 27 |
1986/87 | ვიქტორ ხლუსი | 5 |
1987/88 | ვიქტორ ხლუსი | 21 |
1988/89 | მერაბ ჟორდანია | 25 |
1989/90 | ოთარ კორღალიძე | 21 |
1990/91 | ოთარ კორღალიძე | 14 |
1991/92 | ოთარ კორღალიძე | 40 |
სეზონები
რედაქტირებასეზონი ლიგა ადგ. თ. მ ფ წ გტ გშ ქ თასი შენიშვნები მწვრთნელი 1987 სსრკ ლიგა 16 30 5 8 17 18 38 18 დაქვეითდა 1988 სსრკ პირვ. ლიგა 4 42 23 7 12 71 44 53 1989 სსრკ პირვ. ლიგა 2 42 27 9 6 78 39 63 1990 უმაღლესი ლიგა 2 34 22 6 6 73 20 72 გამარჯვებული 1991 უმაღლესი ლიგა 2 19 14 4 1 38 15 46 1991-92 უმაღლესი ლიგა 4 38 22 3 13 89 56 69 1/8 ფინალი 1992-93 უმაღლესი ლიგა 12 32 12 2 18 37 57 38 1/8 ფინალი 1993-94 უმაღლესი ლიგა 7 1/4 ფინალი 1994-95 უმაღლესი ლიგა 13 30 8 6 16 36 81 30 1/4 ფინალი 1995-96 უმაღლესი ლიგა 13 30 9 0 21 35 74 27 1/16 ფინალი 1996-97 უმაღლესი ლიგა 13 30 10 3 17 33 63 33 1997-98 უმაღლესი ლიგა 14 30 6 9 15 30 58 27 1/8 ფინალი 1998-99 უმაღლესი ლიგა 16 30 3 4 23 34 87 13 დაქვეითდა 1999-00 რეგიონული ლიგა 1/8 ფინალი 2000-01 პირველი ლიგა 1/8 ფინალი 2001-02 უმაღლესი ლიგა 14 1/4 ფინალი დაქვეითდა 2002-03 პირველი ლიგა მეორე რაუნდი 2003-04 პირველი ლიგა 10 30 13 6 11 38 37 45 პირველი რაუნდი 2004-05 პირველი ლიგა 10 30 10 8 12 30 45 38 პირველი რაუნდი 2005-06 პირველი ლიგა 9 34 14 5 15 50 47 47 1/16 ფინალი 2006-07 პირველი ლიგა 15 34 8 7 19 36 76 31 პირველი რაუნდი დაქვეითდა 2007-08 მეორე ლიგა დასავლეთი არ მონაწილეობდა აღზევდა 2008-09 პირველი ლიგა 1/8 ფინალი 2009-10 პირველი ლიგა 4 28 16 5 7 53 32 53 პირველი რაუნდი 2010–11 პირველი ლიგა 6 32 14 4 14 50 59 46 გიგლა იმნაძე 2011–12 პირველი ლიგა - B ჯგუფი 2 18 12 3 3 41 15 39 გიგლა იმნაძე 2012–13 პირველი ლიგა - A ჯგუფი 1 33 27 4 2 86 20 85 აღზევდა თეიმურაზ ლორია 2013–14 უმაღლესი ლიგა 6 32 12 0 20 31 53 36 დავით მახარაძე / რომან პოკორა 2014–15 უმაღლესი ლიგა 9 30 10 9 11 38 43 39 თეიმურაზ ლორია / გიგლა იმნაძე 2015–16 უმაღლესი ლიგა
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებათემატური საიტები |
---|
FootballFacts.ru · Soccerway · Transfermarkt |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 40 გოლი ზესტაფონის „მარგვეთის“ შემადგენლობაში.