ოთარ კორღალიძე (დ. 2 სექტემბერი 1960) — ქართველი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თავისი ხანგრძლივი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში მან ითამაშა საქართველოს, ავსტრიის, ესტონეთისა და აზერბაიჯანის საფეხბურთო ლიგებში. მისივე ანგარიშზეა საბჭოთა პირველობაში რამდენიმე სეზონი „გურიას“, „ტორპედოს“ და „დინამოს“ შემადგენლობებში.

ოთარ კორღალიძე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ოთარ კორღალიძე
დაბადების
თარიღი
5 იანვარი, 1960 (1960-01-05) (64 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველოს სსრ
სიმაღლე 173 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1977–1979 გურია ლანჩხუთი 18 (4)
1980 დინამო თბილისი 0 (0)
1981 ლოკომოტივი თბილისი 0 (0)
1982–1986 ტორპედო ქუთაისი 154 (42)
1987–1988 დინამო თბილისი 29 (4)
1988–1992 გურია ლანჩხუთი 141 (83)
1992–1993 ალაზანი გურჯაანი 27 (23)
1993 გურია ლანჩხუთი 5 (4)
1994 აუსტრია ზალცბურგი 3 (0)
1994 ვინერ სპორტ-კლუბი 12 (0)
1995 დინამო თბილისი 5 (1)
1995 ნეფთჩი ბაქო 4 (2)
1995–1996 ფლორა ტალინი 8 (3)
1996 გურია ლანჩხუთი 13 (2)
1997 ოდიში ზუგდიდი 3 (0)
2000 კურესარე 1 (0)
სამწვრთნელო კარიერა
1999 დინამო თბილისი (თანაშემწე)
1999 არსენალი თბილისი
1999 სკ თბილისი
1999–2000 დინამო თბილისი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ოთარ კორღალიძე წვრთნიდა სამ თბილისურ კლუბს, საფეხბურთო კლუბ „თბილისს“, „არსენალს“ და „დინამოს“.

მისი შვილი, ლევან კორღალიძე, რომელიც ასევე ფორვარდია, გამოდიოდა საქართველოს ეროვნული ნაკრების რიგებში. საინტერესო ფაქტია, რომ ლევან კორღალიძემაც მამის მსგავსად პროფესიონალური ფეხბურთის თამაში ლანჩხუთის „გურიაში“ დაიწყო.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება