ბესიკ ფრიდონაშვილი

ბესარიონ (ბესიკ) ფრიდონაშვილი (დ. 11 მარტი, 1961, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, თავდამსხმელი. იცავდა ლანჩხუთის „გურიას“, თბილისის „დინამოს“, გურჯაანის „ალაზანის“ და თბილისის „შევარდენის“ ღირსებას. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1986). საქართველოს ორგზის ვიცე-ჩემპიონი (1990, 1991) და თასის მფლობელი (1990) ლანჩხუთის „გურიის“ შემადგენლობაში.[1][2]

ბესიკ ფრიდონაშვილი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ბესარიონ ნოდარის ძე ფრიდონაშვილი
დაბადების
თარიღი
11 მარტი, 1961 (1961-03-11) (63 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი,
საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
სიმაღლე 179 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
1978–1979 ავიატორი თბილისი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1980–1981 გურია ლანჩხუთი 22 (2)
1981–1982 დინამო თბილისი 0 (0)
1983–1984 გურია ლანჩხუთი 69 (18)
1985 დინამო თბილისი 9 (0)
1986–1989 გურია ლანჩხუთი 148 (48)
1990–1992 გურია ლანჩხუთი 74 (27)
1992–1993 ალაზანი 18 (10)
1993–1994 გურია ლანჩხუთი 22 (12)
1994–1995 შევარდენი-1906 24 (5)
სულ 386 (122)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ბიოგრაფია

რედაქტირება

ფეხბურთის თამაშს იწყებს 1974 წელს თბილისის 35-ე საფეხბურთო სკოლაში მწვრთნელ ო. კინწურაშვილის ხელმძღვანელობით. 1978–1979 წლებში თბილისის „ავიატორში“ თამაშობს.[3] 1980 წლიდან ლანჩხუთის „გურიის“ რიგებშია. იმავე წელს გუნდის ძირითად შემადგენლობაში საკავშირო ჩემპიონატის პირველი ლიგის 12 შეხვედრას თამაშობს და ერთი ბურთი გააქვს. მომდევნო სეზონში კი საკავშირო ჩემპიონატის პირველი ლიგის 10 შეხვედრაში იღებს მონაწილეობას და კვლავ ერთხელ იღებს მეტოქეთა კარს. ამასთან, საკავშირო თასის გათამაშების 4 შეხვედრაში გამოდის მოედანზე და ასევე, ერთი ბურთის გატანას ახერხებს. 1981–1982 წლებში თბილისის „დინამოშია“, სადაც გუნდის სათადარიგო შემადგენლობაში დუბლიორთა საკავშირო პირველობის 24 შეხვედრას თამაშობს და 8 ბურთი გააქვს. 1983 წელს „გურიაში“ ბრუნდება, სადაც საკავშირო ჩემპიონატის პირველი ლიგის 35 შეხვედრაში 9 ბურთი გააქვს.[4][5] 1984 წელს ლანჩხუთელთა მაისურით კვლავ ქვეყნის პირველობის პირველ ლიგაში ასპარეზობს. ამჯერად, იგი ერთით ნაკლებ — 34 კალენდარულ მატჩს ატარებს და წინა სეზონის მსგავსად, მიმდინარე სეზონშიც ცხრაჯერ ახერხებს მეტოქეთა კარის აღებას.[6] 1985 წლის საფეხბურთო სეზონს თბილისის „დინამოში“ ატარებს, სადაც პირველად გამოდის საკავშირო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის შეხვედრებში, რომლის ფარგლებშიც ცხრაჯერ გამოდის მწვანე მინდორზე. იმავე წელს „დინამოელთა“ სათადარიგო შემადგენლობაში დუბლიორთა საკავშირო პირველობის 12 შეხვედრას თამაშობს და 4 ბურთი გააქვს. 1986 წელს მესამედ ბრუნდება „გურიაში“, სადაც საკავშირო ჩემპიონატის პირველი ლიგის 45 შეხვედრაში 27 ბურთი გააქვს და დუშანბეს „პამირის“ თავდამსხმელ ვ. მანასიანთან ერთად ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ხდება.[7][8]

1986 წლის საფეხბურთო სეზონს გამორჩეული და სპორტული თვალსაზრისით, ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ლანჩხუთის „გურიის“ ისტორიაში. პირველად, მთელი თავისი არსებობის მანძილზე, გუნდი საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ინაცვლებს. ბესიკ ფრიდონაშვილს ამ ისტორიულ მიღწევაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს, რამდენადაც გუნდის მიერ მოწინააღმდეგეთა კარში გატანილი 80 ბურთიდან მესამედზე მეტი — (27 გოლი) სწორედ მის ანგარიშზეა.[9]

ბესიკ ფრიდონაშვილმა ლანჩხუთის „გურიის“ შემადგენლობაში საკავშირო ჩემპიონატების პირველი და უმაღლესი ლიგის 239 მატჩი ჩაატარა და 68 გოლი გაიტანა, ხოლო საკავშირო თასის გათამაშების ფარგლებში 14-ჯერ გამოვიდა ლანჩხუთელთა მაისურით და ექვსჯერ აიღო მეტოქეთა კარი.[10]

საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებასთან და საკუთარი ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ჩამოყალიბებასთან ერთად იგი განაგრძობს „გურიაში“ ასპარეზობას. ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატის პირველ გათამაშებაში უმაღლესი ლიგის 32 შეხვედრაში გამოდის მოედანზე და 13 გოლი გააქვს, ხოლო 1991 წელს — 19 შეხვედრას თამაშობს და ხუთჯერ იღებს მეტოქეთა კარს. გუნდთან ერთად, ორჯერ ზედიზედ საქართველოს ვიცე-ჩემპიონის ტიტულს ისაკუთრებს (1990, 1991).

ამასთან, „გურიის“ შემადგენლობაში, იგი საქართველოს თასის გათამაშების პირველი გამარჯვებული ხდება, როდესაც 1990 წლის 18 ნოემბერს, დინამოს სტადიონზე გამართულ თასის ფინალში ლანჩხუთელები მის მიერ დამატებით დროში გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით (1–0) ამარცხებენ სოხუმის „ცხუმს“ და საქართველოს თასის პირველი მფლობელები ხდებიან.[11][12][13]

1992–1993 წლებში გურჯაანის „ალაზანის“ შემადგენლობაშია, სადაც საქართველოს პირველობის 18 შეხვედრაში მონაწილეობს და 10 ბურთი გააქვს. 1993–1994 წლების სეზონზე მეოთხედ უბრუნდება „გურიას“ და ქვეყნის ჩემპიონატის 22 კალენდარულ მატჩში 12-ჯერ იღებს მეტოქეთა კარს. 1994–1995 წლების საფეხბურთო სეზონს თბილისის შევარდენის რიგებში ატარებს. კლუბის მაისურით ეროვნული პირველობის 24 შეხვედრას თამაშობს და 5 ბურთის გატანას ახერხებს. სათამაშო კარიერას 1995 წელს, ამავე კლუბში ასრულებს.

მიღწევები

რედაქტირება
  გურია ლანჩხუთი
უმაღლესი ლიგა
  •   ვიცე-ჩემპიონი: 1990, 1991
საქართველოს თასი
  • თასის მფლობელი: 1990

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ფეხბურთი — 87 : ცნობარი / ავტ.-შემდგ.: გ. აკოფოვი, ჯ. ენუქიძე; საქ. სპორტ. ჟურნალისტთა ფედერაცია. - თბ. : საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა და სტ., 1987. — გვ. 51–52. წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი, 2018.
  2. ფეხბურთი — 89 : ცნობარი / ავტ.-შემდგ.: გ. აკოფოვი, ჯ. ენუქიძე; საქ. სპორტ. ჟურნალისტთა ფედერაცია. - თბ. : საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა და სტ., 1989. — გვ. 72. წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი, 2018.
  3. სტატისტიკოსის ბლოკნოტში. dspace.nplg.gov.ge. წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი, 2018.
  4. Игрок — Бесик Придонишвили. Гурия (Ланчхути). Первая лига. 1983 г. История матчей. Статистика. football.lg.ua. წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი, 2018.
  5. О команде — Гурия (Ланчхути). Первая лига. 1983 г. История. Статистика. football.lg.ua. წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი, 2018.
  6. 1984 წლის ლანჩხუთის „გურიის“ შემადგენლობა: გია გილიგაშვილი, ვლადიმერ მაზინჩუკი, ვლადიმერ ახობაძე, ანზორ ჯინჭარაძე, სერგეი დუდა, ბესიკ ფრიდონიშვილი, ნუგზარ სვიმონიშვილი. ოთარ გაბრიჩიძე , ვასილ ტროიანი, მერაბ მეგრელაძე, თემურ ებანოიძე, თეიმურაზ ჩხაიძე (კაპიტანი), ვახტანგ კოპალეიშვილი, ვლადიმერ კვაჭანტირაძე, კარლო მჭედლიძე, ბეგი სიხარულიძე, გულსუნდა დუნდუა (გუნდის უფროსი).
  7. Футбол — 87 : Справочник – календарь / Алешин П.Н. (сост.) — М.: "Московская правда", 1987. — გვ. 12–13. Бесик Придонишвили, забив 27 мячей, вместе с душанбинцем В. Манасяном возглавил список бомбардиров турнира. Информационно-статистический справочник посвящен прошедшему 49-му чемпионату СССР по футболу, а также предстоящему 50-му чемпионату и Кубку СССР в 1987 году. წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი, 2018.
  8. Футбол — 87 : Справочник – календарь / Соскин А.М. (сост.) — М.: "Прессбюро ЦС имени Ленина", 1987. — გვ. 27. Лучшие бомбардиры первой лиги: 1—2. Вазген Манасян ("Памир"), Бесик Придонишвили ("Гурия") — по 27 мячей. Справочник содержит материалы прошедшего футбольного сезона 1986 года, а также данные о предстоящем сезоне 1987 года: календарь игр первенства СССР, составы команд высшей лиги, Кубок СССР. Большой раздел посвящен международным соревнованиям. წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი, 2018.
  9. Almantas Lauzadis (28 მარტი, 2004). USSR (Soviet Union) — Final Tables 1924–1992. 1986 — I liga. 1 Guria Lanchhuti: 46 თამაში, 28 მოგება, 5 ფრე, 13 წაგება, 80–66 — ბურთების შეფარდება, 61 ქულა. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი, 2018.
  10. ბესიკ ფრიდონაშვილის საკავშირო და საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების სტატისტიკა. Придонишвили Бесик Нодарович — Родился: 11.03.1961, г. Тбилиси, Грузинская ССР. Амплуа: нападающий, полузащитник. footballfacts.ru. წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი, 2018.
  11. Vakhtang Bzikadze (6 იანვარი, 2003). FC Guria Lanchkhuti 1–0 FC Tskhumi Sukhumi. Georgia — Cup Final Details. 18.11.90, Tbilisi, Boris Paitchadze National Stadium. Att: 35000. Scorer: 1–0 Pridonashvili (95'). Guria Lanchkhuti: Avtandil Kantaria, Gocha Tkebuchava, Gocha Gujabidze, Badri Danelia, Romas Mazeikis, Davit Tsomaia, Nugzar Mikaberidze, Robertas Fridrikas (Levan Baratashvili 117'), Otar Korgalidze, Besik Phridonashvili, Temur Kabisashvili. Coach: Gigla Imnadze. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი, 2018.
  12. გია ტუხაშვილი (1 დეკემბერი, 2017). საქართველოს თასის ისტორიიდან: იცვლება თარიღიც, ადგილიც... თითქმის ტრადიციად იქცა, რომ თასის ფინალი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს ტარდებოდა. ეს ტრადიცია მეორე გათამაშებიდან (1992 წლიდან) დამკვიდრდა, თორემ თასის პირველი გამარჯვებულის ვინაობა ნოემბრის თვეში გაირკვა: 1990 წლის 18 ნოემბერს, თბილისში, „დინამოს“ სტადიონზე გიგლა იმნაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე ლანჩხუთის „გურიამ“ დამატებით დროში, ბესიკ ფრიდონაშვილის ერთადერთი გოლით, გიგა ნორაკიძის დამოძღვრილი სოხუმის „ცხუმი“ დაამარცხა. lelo.ge. წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი, 2018.
  13. „გურია“ (ლანჩხუთი) 1–0 (დდ) „ცხუმი“ (სოხუმი). საქართველოს თასი 1990 — პირველი გათამაშება. ლანჩხუთის „გურია“: ა. ქანთარია, გოჩა ტყებუჩავა, გოჩა გუჯაბიძე, ბადრი დანელია, რიმას მაჟეიკასი, დავით ცომაია, ნუგზარ მიქაბერიძე, რობერტას ფრიდრიკასი (ლევან ბარათაშვილი 117), ოთარ კორღალიძე, ბესიკ ფრიდონაშვილი, თემურ კაბისაშვილი. მწვრთნელი: გიგლა იმნაძე. გოლი: 1–0 ბესიკ ფრიდონაშვილი (95). 11 მარტი, 2013. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი, 2018.