გიორგი ნემსაძე
გიორგი ნემსაძე (დ. 10 მაისი, 1972, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | გიორგი ნემსაძე | ||
დაბადების თარიღი | 10 მაისი, 1972 | ||
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ | ||
სიმაღლე | 1.80 მ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1992–1994 | დინამო თბილისი | 5 | (1) |
1994–1997 | იბერია თბილისი | 27 | (3) |
1997–1998 | გურია ლანჩხუთი | 34 | (4) |
1998–1999 | შევარდენი თბილისი | 32 | (9) |
2000 | დინამო თბილისი | 47 | (11) |
2001 | ჰომბურგი | 29 | (2) |
2002 | ტრაბზონსფორი | 32 | (1) |
2002 | გრასჰოფერი | 27 | (2) |
2003–2005 | რეჯიანა | 6 | (0) |
2005 | ლოკომოტივი თბილისი | 3 | (0) |
2006 | დინამო თბილისი | 6 | (2) |
2006-2007 | დანდი | 79 | (4) |
2007-2008 | დინამო თბილისი | 16 | (2) |
სულ | 343 | (43) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1992-2004 | საქართველო | 69 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
საფეხბურთო კარიერა
რედაქტირებადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომერციის ფაკულტეტი 1995 წელს. 1988-1991 წლებში და 1993-1995 წლებში თამაშობდა თბილისის „დინამოში“; 1991-1992 წლებში ლანჩხუთის „გურიაში“; 1992-1993 წლებში თბილისის „შევარდენში“; 1995-1996 წლებში გერმანიის „ჰამბურგში“; 1996-1997 წლებში თურქეთის „ტრაბზონსპორში“; 1997-1998 წლებში შვეიცარიის „გრასჰოპერში“. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 1992-2004 წლებში ჩატარებული აქვს 69 მატჩი. 2011 წლის მარტში თბილისის „დინამოს“ სპორტულ დირექტორად დაინიშნა, მაგრამ წელიწადნახევარში კლუბი დატოვა და სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგა. ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი. თურქეთის ბრინჯაოს მედლის მფლობელი; ბრინჯაოს და ვერცხლის მედლის მფლობელი; საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 1992-2004 წლებში ჩატარებული აქვს 69 მატჩი.
პოლიტიკა
რედაქტირება2006-2010 წლებში იყო თბილისის საკრებულოს დეპუტატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან. 2021-2022 წლებში იყო ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ქართული ოცნების ნომინირებით.[1]
მიღწევები
რედაქტირება- საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი 42 შეხვედრაში
- 2007 წლის 13 მაისს გაიმარჯვა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა რამდენიმე საათში თანამდებობა დატოვა
- 2017 წლიდან საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 254.