ზვიად ენდელაძე
ზვიად ენდელაძე (დ. 7 აპრილი, 1966, ხევაშენი, ადიგენი) — ქართველი ფეხბურთელი, თავდამსხმელი. იცავდა რუსთავის „მეტალურგის“, საირმის „ბაღდათის“, „სამტრედიას“, ზესტაფონის „მარგვეთის“, ვლადივოსტოკის „ლუჩის“, ზუგდიდის „ოდიშის“, ლანჩხუთის „გურიას“ და ხარაგაულის „ჩხერიმელას“ ღირსებას. საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ზესტაფონის „მარგვეთის“ შემადგენლობაში. საქართველოს ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი და ევროპის ოქროს ბუცის მფლობელი (1995–96).[1][2][3][4]
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ზვიად ენდელაძე | ||
დაბადების თარიღი | 7 აპრილი, 1966 | ||
დაბადების ადგილი |
ხევაშენი, ადიგენი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი | ||
სიმაღლე | 177 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1987 | ზარზმა ადიგენი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1988–1989 | მეტალურგი | 34 | (10) |
1990–1991 | საირმე | 44 | (37) |
1991–1992 | სამტრედია | 36 | (18) |
1992–1996 | მარგვეთი | 90 | (63) |
1996–1997 | ლუჩი | 30 | (6) |
1997–1999 | ოდიში | 36 | (12) |
1999–2000 | მარგვეთი | 27 | (11) |
2000–2001 | გურია | 30 | (9) |
2001–2002 | მარგვეთი | 32 | (17) |
2002–2008 | გურია | 130 | (39) |
2009–2010 | ჩხერიმელა | 2 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
კარიერა
რედაქტირება1995–96 წლის სეზონში ზესტაფონის „მარგვეთის“ რიგებში მან შეძლო 40 გოლის გატანა, იგი გახდა ბომბარდირი ევროპის შიდა ჩემპიონატებში და დაიმსახურა ევროპის ოქროს ბუცი. მიუხედავად იმისა, რომ ეს პრიზი მას არ მიუღია, მაინც ირიცხება გამარჯვებულთა სიაში ისეთი ფეხბურთელების გვერდით, როგორებიც არიან გერდ მიულერი, ტიერი ანრი, კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი და სხვ.[1][2][3][4]
მიღწევები
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირება- ვიცე-ჩემპიონი: 1995–96
ინდივიდუალური
რედაქტირება- საქართველოს ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი: 1995–96
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაEuropean Football Statistic · European Sports Magazines · FootballFacts.ru · Sport.de · Transfermarkt · Worldfootball.net |
ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“ |
ზვიად ენდელაძე — ოქროს ბუცის ქართველი მფლობელი! |
Footballnews.ge დაარქივებული 2017-06-20 საიტზე Wayback Machine. · Goal.ge · Marca.ge · SKnews.ge |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 European Golden Shoe winners — 1995-96 · Endeladze · "Margveti" · 40. European Sports Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-14. ციტირების თარიღი: 14 სექტემბერი, 2020.
- ↑ 2.0 2.1 მწვრთნელი ქუთაისიდან, რომელიც ოქროს ბუცის ერთადერთი ქართველი მფლობელია. შალვა ქობალია - თებერვალი 12, 2020. Marca.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-14. ციტატა: „ზვიად ენდელაძე – ფეხბურთელი, რომელმაც 1995-1996 წლების სეზონზე ოქროს ბუცი მოიგო. წარმოშობით ადიგენელი ფეხბურთელი იმ პერიოდში ზესტაფონის „მარგვეთში“ თამაშობდა. ერთ კალენდარულ სეზონში გაიტანა 40 გოლი და ევროპის მასშტაბით იმ წელს ვერავინ გაუტოლდა. ასე და ამგვარად ის გახდა ოქროს ბუცის მფლობელი.“ ციტირების თარიღი: 14 სექტემბერი, 2020.
- ↑ 3.0 3.1 ზვიად ენდელაძე — ევროპის ოქროს ბუცის ერთადერთი ქართველი გამარჯვებული. რობიზონ ზარიძე, ახალციხე. 07.08.2019. SKnews.ge. ციტატა: „1995-1996 წლებში, საქართველოს ისტორიაში პირველად, ევროპის „ოქროს ბუცის“ გამარჯვებული, შიდა ჩემპიონატში გატანილი 40 გოლით, ზესტაფონის „მარგვეთის“ თავდამსხმელი ადიგენელი ზვიად ენდელაძე გახდა,რითაც ის „ოქროს ბუცის“ გამარჯვებულთა სიაში მოხვდა, რონალდოს, მესის, ტიერი ანრის და სხვა ფეხბურთის ვარსკვლავების გვერდით.“ ციტირების თარიღი: 14 სექტემბერი, 2020.
- ↑ 4.0 4.1 რა საერთო აქვს ზესტაფონის მარგვეთის თავდამსხმელს მესისთან, რონალდუსა და სხვა ლეგენდებთან?. goal.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-14. ციტატა: „რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ზვიადის სახელზე არის ქართული ფეხბურთისთვის ერთი უნიკალური მიღწევა — ენდელაძე ევროპის ოქროს ბუცის მფლობელია. დიახ, 1995-1996 წლის სეზონში ქართველმა ყველაზე მეტი გოლი გაიტანა ბებერ კონტინენტზე შიდა ჩემპიონატებს შორის.“ ციტირების თარიღი: 14 სექტემბერი, 2020.