ვანო წილოსანი (დ. 9 ნოემბერი, 1995) — ქართველი ფეხბურთელი, ლანჩხუთის „გურიას“ თავდამსხმელი.

ვანო წილოსანი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ივანე წილოსანი
დაბადების
თარიღი
9 ნოემბერი, 1995 (1995-11-09) (29 წლის)
დაბადების
ადგილი
ლანჩხუთი, საქართველოს დროშა საქართველო
სიმაღლე 185 სმ.
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
გურია ლანჩხუთი
ნომერი 9
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2012-2014 დინამო თბილისი 0 (0)
2012-2014 დინამო-2 თბილისი 7 (0)
2014- გურია ლანჩხუთი 5 (0)
ეროვნული ნაკრები
2012 საქართველო 17 წლ. 6 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 19 ოქტომბერი, 2014

ფეხბურთის თამაში დაიწყო ლანჩხუთში, მისი პირველი მწვრთნელი იყო ავთო ნარიაშვილი. თამაშობდა რამდენიმე ქართულ აკადემიაში, საბოლოოდ ლანჩხუთის „გურიაში“ დაბრუნდა. 17 წლამდელთა ნაკრებში გამოძახების შემდეგ შეთავაზება მიიღო თბილისის „დინამოსგან“, თავიდან ახალგაზრდულ გუნდში ირიცხებოდა, 2012 წლის ბოლოდან „დინამოს“ მეორე გუნდში გადავიდა.[1] 2014 წლის აგვისტოდან ლანჩხუთის „გურიაში“ დაბრუნდა, ამჯერად ძირითად გუნდში.

სანაკრებო

რედაქტირება

17 წლამდელთა ნაკრების რიგებში მისი დებიუტი შედგა 2012 წლის 26 მარტს, 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის მატჩში ესპანელი თანატოლების წინააღმდეგ.[2] ამავე წლის 31 მარტს თავი გამოიჩინა უკრაინის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე ჩატარებულ მატჩი, სოლო-რეიდის შემდეგ საგოლე პასი მიითვალა.[3] სულ 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე ჩაატარა 6 მატჩი და გუნდთან ერთად შეძლო ბრინჯაოს მედალის მოპოვება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება