გეულა კოენი
გეულა კოენი (ებრ. גאולה כהן, დ. 25 დეკემბერი, 1925, თელ-ავივი, პალესტინა — გ. 18 დეკემბერი, 2019) — ისრაელელი ჟურნალისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. ქნესეთის ხუთი მოწვევის წევრი მემარჯვენე სიონისტური პარტიებიდან, ისრაელის მემარჯვენე ნაციონალისტური პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ისრაელის პრემიის ლაურეატი სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე გაწეული დამსახურებისთვის (2003).
გეულა კოენი | |
---|---|
ებრ. גאולה כהן | |
დაბადების თარიღი | 18 დეკემბერი, 1925[1] [2] |
დაბადების ადგილი | თელ-ავივი[1] |
გარდაცვალების თარიღი | 18 დეკემბერი, 2019[3] (94 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | Mevaseret Zion |
მოქალაქეობა | ისრაელი |
განათლება | იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტი |
მეუღლე/ები | Emanuel Hanegbi |
შვილ(ებ)ი | Tzachi Hanegbi |
ჯილდოები | ისრაელის პრემია და Yakir Yerushalayim |
ბიოგრაფია
რედაქტირებაგეულა კოენი დაიბადა 1925 წლის ბოლოს თელ-ავივში იემენელ ებრაულ ოჯახში. სწავლობდა ბალფურის სკოლაში, შემდეგ კი ლევინსკი სახელობის მასწავლებელთა სემინარიაში. ის ადრე შეუერთდა პალესტინის ებრაულ მიწისქვეშა ორგანიზაციებს — ჯერ "ETZEL"-ს, ხოლო 1943 წელს "LEHI"-ს, რისთვისაც იგი გარიცხეს მასწავლებელთა სემინარიიდან.[4] მიწისქვეშა რადიოსადგურ LEHI-ს დაარსებიდან 1946 წლის თებერვალში კოენი გახდა მისი დიქტორი, იგი დააპატიმრა ბრიტანულმა პოლიციამ და მიესაჯა შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა. 1947 წელს აპრილში იგი ციხიდან გაიქცა და განაახლა მუშაობა რადიოსადგურში ისრაელის დაარსებამდე. გაქცევის შემდეგ გეულა დაქორწინდა LEHI-ს ერთ-ერთ ლიდერზე, ემანუელ ანეგბიზე.
1949 წელს კოენი ჩაირიცხა იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტში, სადაც მიიღო მეორე ხარისხი ბიბლიის კვლევებში, ფილოსოფიასა და ლიტერატურათმცოდნეობაში. ამ წლების განმავლობაში იგი ასევე მუშაობდა ჟურნალისტად (ჯერ ისრაელ ელდადის ყოველთვიურ „სულამში“, ხოლო 1961 წლიდან 1973 წლამდე გაზეთ „მაარივში“). 1962 წელს გამოიცა გეულა კოენის ავტობიოგრაფიული წიგნი „იატაკქვეშელი ქალის ისტორია“, რომელიც მას შემდეგ მრავალჯერ დაიბეჭდა და ითარგმნა ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ და ჰოლანდიურ ენებზე. ამავდროულად, კოენი აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში მემარჯვენე სიონისტურ მოძრაობებში, მათ შორის 1970 წლიდან „ჰერუტის“ პარტიაში. იგი იყო სტუდენტური ასოციაციის „სელას“ („სტუდენტები ებრაული რევოლუციისთვის“, ებრ. סטודנטים למהפכה עברית ) დამფუძნებელთა შორის. მოგვიანებით კი მონაწილეობდა შექმნაში და ხელმძღვანელობდა ა.ბენ-ელიზერის სახელობის ეროვნულ სემინარიას. 1969 წელს მან მოაწყო პროპაგანდისტული ტურნე ამერიკის შეერთებულ შტატებში სსრკ ებრაელთა ემიგრაციის უფლების დასაცავად, მასთან ერთად მონაწილეობდნენ აქტივისტები იაკოვ კაზაკოვი და დოვ შპერლინგი. ტურნე დასრულდა ნიუ-იორკში გაეროს შენობის წინ შიმშილით, რამაც მიიპყრო საერთაშორისო ყურადღება და მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებაში ებრაელთა ემიგრაციის დაშვების შესახებ.
1973 წელს კოენი აირჩიეს ქნესეთში „ლიკუდის“ ბლოკიდან, რომლის წევრიც პარტია „ჰერუტი“ გახდა. შემდეგ იგი ხელახლა აირჩიეს ქნესეთში, სადაც ხელმძღვანელობდა „ალიას“ და აბსორბციის საკითხებზე კომისიას, მაგრამ როდესაც ხელი მოეწერა კემპ-დევიდის შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც სინის ნახევარკუნძული ეგვიპტეს დაუბრუნდა სამშვიდობო ხელშეკრულების სანაცვლოდ, მან დატოვა „ლიკუდის“ რიგები და გარკვეული პერიოდის განმავლობაში გადავიდა საცხოვრებლად სინის ნახევარკუნძულზე ყველაზე დიდ ებრაულ დასახლებაში — იამიტი. პროფესორ იუვალ ნეემანთან და მოშე შამირთან ერთად კოენმა დააარსა ისრაელის მემარჯვენე ნაციონალისტური პარტია, რომელსაც იგი წარმოადგენდა ქნესეთში 1992 წლამდე.
ქნესეთში მემარჯვენე ნაციონალისტური ფრაქციის შემადგენლობაში მუშაობისას კოენი გახდა იერუსალიმის შესახებ ძირითადი კანონის ერთ-ერთი ინიციატორი, რომელიც ამ ქალაქს ისრაელის ერთ და განუყოფელ დედაქალაქად ცნობს და ასევე კანონის — გოლანის მაღლობების ანექსიის შესახებ. იგი კვლავაც აქტიურობდა ებრაელთა დიასპორის რეპატრიაციისა და აბსორბციის საკითხებში. კერძოდ, მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ოპერაცია „მოსეს“ მომზადებაში ეთიოპიელი ებრაელების ისრაელში ცენტრალიზებული ტრანსპორტირებისთვის. 1990 წლიდან კოენი, ქნესეთის წევრ ედნა სოლოდართან ერთად, იბრძოდა ჯონათან პოლარდის შეწყალებისთვის, რომელსაც აშშ-ში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის და ისრაელის მოქალაქეობის მინიჭებისთვის.[5]
ქნესეთში ,მისი ბოლო ვადის განმავლობაში, გეულა კოენი შეუერთდა ისრაელის 24-ე მთავრობას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრის მოადგილედ.[4] 1992 წლის დასაწყისში, მადრიდის სამშვიდობო კონფერენციაში ისრაელის მონაწილეობის პროტესტის ნიშნად, კოენმა და პარტიის სხვა წევრებმა დატოვეს იცხაკ შამირის რელიგიური მემარჯვენე მმართველის კოალიცია, რამაც გამოიწვია მისი მთავრობის დაცემა და ვადამდელი არჩევნები, რომელშიც ისრაელის მემარჯვენე ნაციონალისტურმა პარტიამ ვერ გადალახა საარჩევნო ბარიერი.[5] ამის შემდეგ კოენი დაბრუნდა ლიკუდში, მაგრამ აღარ გამოავლინა მაღალი პოლიტიკური აქტივობა. 1994 წელს კირიატ-არბას (ჰებრონის მახლობლად) მცხოვრებთა მხარდაჭერის ნიშნად მან ამ დასახლებაში ბინა იყიდა. 1998 წელს კოენის ინიციატივითა და იერუსალიმის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით დაარსდა ური ცვი გრინბერგის მემორიალური სახლი, რომლის პირველი დირექტორიც თავად კოენი გახდა. 2003 წელს გეულა კოენს მიენიჭა ისრაელის პრემია ისრაელის საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის გაწეული სამსახურისთვის. კოენის ვაჟი, ცახი ხანეგბი, იყო „ლიკუდის“ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და არაერთხელ ეკავა მინისტრის თანამდებობა.[6]
გეულა კოენი 2019 წლის 18 დეკემბერს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.[6] დაკრძალვა შედგა 19 დეკემბერს იერუსალიმის ზეთისხილის მთაზე.[7]
გეულა კოენი ოთხი ავტობიოგრაფიული წიგნის ავტორია[4]:„იატაკქვეშელი ქალის ამბავი“ (1962), „ნარინჯისფერი, აალებული და ცეცხლმოკიდებული გულები“(1979), „ისტორიული შეხვედრა“ (1986) და „დაღლილობის ძალა არ მაქვს: ჩემი პირადი და პოლიტიკური ჩანაწერები“ (2008)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 חה"כ גאולה כהן — ქნესეთი.
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ שלו ט. חברת הכנסת לשעבר גאולה כהן הלכה לעולמה בגיל 94 — Walla!, 2019.
- ↑ 4.0 4.1 4.2 თარგი:Knesset.gov.il
- ↑ 5.0 5.1 თარგი:ЭЕЭ
- ↑ 6.0 6.1 Geula Cohen, pre-state underground fighter, veteran right-wing MK, dies at 93. The Times of Israel (2019-12-18). ციტირების თარიღი: 2019-12-18.
- ↑ Таль Шалев. (2019-12-18) Бывший член кнессета Геула Коэн скончалась в возрасте 93 лет. ციტირების თარიღი: 2019-12-18.