ჰებრონი

ქალაქი მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე

ჰებრონი, ელ-ხალილი (ებრ. חֶבְרוֹן, არაბ. الخليل) — ქალაქი მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. პალესტინის ჰებრონის პროვინციის დედაქალაქი. მდებარეობს იერუსალიმიდან სამხრეთით 30 კმ-ში, ზღვის დონიდან 927 მეტრზე. 2006 წლის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 166 000 პალესტინელი[3] და 1 200 ებრაელი[4], რომლებიც ცხოვრობენ ისტორიულ ებრაულ კვარტალში. ჰებრონის ტერიტორიის 80 % მდებარეობს პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის, ხოლო 20 % - ისრაელის არმიის კონტროლის ქვეშ.

ქალაქი
ჰებრონი
არაბ. الخليل
ებრ. חֶבְרוֹן‬
გერბი

ქვეყანა პალესტინის დროშა პალესტინის სახელმწიფო
კოორდინატები 31°32′06″ ჩ. გ. 35°05′55″ ა. გ. / 31.53500° ჩ. გ. 35.09861° ა. გ. / 31.53500; 35.09861
ფართობი 74.102 კმ²
ცენტრის სიმაღლე 930 მეტრი
მოსახლეობა 215 452 (2016)[1] [2]
ოფიციალური საიტი http://www.hebron-city.ps/
ჰებრონი — პალესტინა
ჰებრონი

ქალაქში მდებარეობს ჰებრონის უნივერსიტეტი და პალესტინის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი.

ჰებრონი მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, მდებარეობს ისტორიულ პროვინცია იუდეაში. იუდაიზმში ითვლება მეორე წმინდა ქალაქად იერუსალიმის შემდეგ. ჰებრონში ყველაზე ცნობილი ადგილია პატრიარქების გამოქვაბული, რომელიც სიწმინდეს წარმოადგენს იუდეველების, მუსლიმებისა და ქრისტიანებისათვის.

ისტორია რედაქტირება

ძვ. წ. 1300 წლამდე ჰებრონი იყო ქანაანის კულტურის ცენტრი, რეფაიმების საცხოვრებელი ადგილი.

ებრალების მიერ ქანაანის დაპყრობის შემდეგ გახდა იუდეის ტომის შემადგენელი ნაწილი და გადაეცა ხალების ოჯახს.

ებრაელი მოსახლეობა უწყვეტად ცხოვრობდა ჰებრონში სამი ათასწლეულის განმავლობაში - ძვ. წ. XIII საუკუნიდან 1929 წლამდე.

ჰებრონი გახდა მეფე დავითის პირველი დედაქალაქი ძვ. წ. 950 წელს. ჰებრონში დავითის შვილმა აბსალომმა თავი მეფედ გამოაცხადა და დაიწყო აჯანყება საკუთარი მამის წინააღმდეგ. რობოამის დროს ქალაქი გაამაგრეს,როგორც ერთ-ერთი მთავარი ქალაქი სამხრეთ იუდეაში.

ბაბილონის ტყვეობის პერიოდში ქალაქში დასახლდნენ იდუმეიელები. შემდეგ შევიდა ხასმონეის სამეფოს შემადგენლობაში, ხოლო ჰეროდე I დიდის და მისი შვილების დროს იყო იუდეის და შემდეგ რომის პროვინცია იუდეის შემადგენლობაშია, რომელსაც შემდეგ ეწოდა პალესტინა.

614 წელს ქალაქი აიღო სპარსეთის მეფე ხოსრო II-ის არმიამ, თუმცა მალევე დაიბრუნეს ბიზანტიელებმა. 638 წელს დაიპყრეს არაბებმა. 1100-1187 წლებში იმყოფებოდა ჯვაროსნების მფლობელობაში, ხოლო შემდეგ 1517 წლამდე მამლუქების სამფლობელოა.

პირველ მსოფლიო ომამდე ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაშია, ხოლო ომის შემდეგ ბრიტანეთის სამანდატო ტერიტორიაა.

ბრიტანეთის ხელისუფლებამ ყურადღება არ მიაქცია არაბი ლიდერების მოწოდებას ებრაელთა განადგურების შესახებ, რამაც გამოწვია ებრაელების დარბევა ქალაქში. დაიღუპა 67 ებრაელი, ასობით ებრაელი დაშავდა. ებრაული საავადმყოფო ვეით-ხადასა, სადაც მკურნალობდა ქალაქის მთელი მოსახლეობა, დაარბიეს და დაანგრიეს. 1936 წელს ჰებრონიდან ებრაული მოსახლეობა გადაასახლეს.

1948-1967 წლებში ჰებრონი იორდანიის ოკუპაციის ქვეშ იყო. ექვსდღიანი ომის დროს გადავიდა ისრაელის კონტროლის ქვეშ.

1968 წელს საინიციატივო ჯგუფმა, რომელსაც სათავეში ედგა რაბინი მოშე ლევინგერი მიიღო გადაწყვეტილება აღედგინა ებრაული ადგილები ჰებრონში. დროთა განმავლობაში აღდგა სამი ებრაული კვარტალი: აბრაამ-ავინი, ბეით-ხადასა და ტელ-რუმეიდა. დღესდღეობით აქ ცხოვრობს 650 ადამიანი.

ებრაული ჰებრონის აღდგენაში დიდი როლი ითამაშა რეპატრიანტმა სსრკ-დან ბენციონ ტავგერმა. მისი ძალებით აღადგინეს სინაგოგა და ძველი ებრაული სამლოცველო.

თანამედროვე მდგომარეობა რედაქტირება

1997 წელს ჰებრონის ხელშეკრულების მიხედვით ქალაქი გაიყო ორ ნაწილად: H1 და H2. სექტორი H1, რომლის შემადგენლობაში იყო ქალაქის 80 % და ცხოვრობდა 120 000 პალესტინელი, დაექვემდებარა პალესტინის ადმინისტრაციას[5][6]. სექტორი H2, სადაც ცხოვრობდა 30 ათასი პალესტინელი, გადავიდა ისრაელის არმიის კონტროლის ქვეშ[7]. სექტორიდან სექტორში გადასვლა შეიძლება ისრაელის ნებისმიერი საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან. ჰებრნში დროდადრო წარმოიქმნება შეიარაღებული მრელვარების კერები ისრალეის არმიას, ებრაელებსა და არაბებს შორის.

პატრიარქების გამოქვაბული რედაქტირება

ქალაქის ერთ-ერთი წმინდა ადგილია პატრიარქების გამოქვაბული, სადაც მონოთეისტური ტრადიციის მიხედვით დაკრძალულია ადამი და ევა. ასევე ბიბლიური პერსონაჟები აბრაამი და სარა, ისააკი და რებეკა, იაკობი და ლეა. ამჟამინდელი შენობა განეკუთვნება ჰეროდე I დიდის პერიოდს.

დღესდღეობით შენობაში აღევლინება როგორც ებრაული, ასევე მუსულმანური ღვთისმსახურება.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. https://docs.google.com/viewer?a=v&q=cache:z9f98LGZAzgJ:www.hebron-city.ps/pdfs/achievements%2Bbook2009.pdf+Hebron+population+site:hebron-city.ps/&hl=ar&gl=sa&pid=bl&srcid=ADGEESiGg1Z_tKDWG8k47e2GDqzDl7gUqB3uwKHIowKkWCEufgt7LJknFYkvKe-6kenBAqQ8T5Dwog7EQ-E3hCWQXrT2we1IxrGJtW1lHsW2ooKuXXF71_gia9drQY-DVa0ZeyQkq7g7&sig=AHIEtbQdWBXl_Yl7FSbJFGQBxPMHYW6dew
  2. https://docs.google.com/viewer?pid=bl&srcid=ADGEESiGg1Z_tKDWG8k47e2GDqzDl7gUqB3uwKHIowKkWCEufgt7LJknFYkvKe-6kenBAqQ8T5Dwog7EQ-E3hCWQXrT2we1IxrGJtW1lHsW2ooKuXXF71_gia9drQY-DVa0ZeyQkq7g7&q=cache%3Az9f98LGZAzgJ%3Awww.hebron-city.ps%2Fpdfs%2Fachievements%2Bbook2009.pdf%20population%20of%20250%2C000%20site%3Ahebron-city.ps%2F&docid=2a3dfabac239ffc31ae4eefe2485ec68&a=bi&pagenumber=80&w=2000
  3. Projected Mid -Year Population for Hebron Governorate by Locality 2004—2006 დაარქივებული 2008-09-20 საიტზე Wayback Machine. Palestinian Central Bureau of Statistics.
  4. Hebron settlers try to buy more homes. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-11. ციტირების თარიღი: 2020-12-30.
  5. Protocol Concerning the Redeployment in Hebron. United Nations Information System on the Question of Palestine. Non-UN document. (January 17, 1997). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 2017-11-23.
  6. Joel Beinin. The demise of the Oslo process. — MERIP, 26 March 1999.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 აგვისტო 2000. ციტირების თარიღი: 23 ნოემბერი 2017.
  7. Rapoport, Meron (November 17, 2005). „Ghost town“. Haaretz. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 21, 2007. ციტირების თარიღი: ნოემბერი 23, 2017.