სინის ნახევარკუნძული

სინის ნახევარკუნძული ან სინაი (კოპტ. sina; ეგვიპტ. არაბ. sīnā سينا; არაბ. sīnā'a سيناء; ივრ. סיני Si-nai) — სამკუთხედის ფორმის ნახევარკუნძული ხმელთაშუა და წითელ ზღვებს შორის, ტერიტორიულად ეგვიპტეში. საერთო ფართობია 60 000 კმ². მდებარეობს აზიის დასავლეთ ნაწილში. სამხრეთ ნაწილში გრანიტებით, გნაისებითა და კრისტალური ფიქლებით აგებული მთებია (სიმაღლე 2637 მ). ჩრდილოეთით ზედაპირი დაბლდება 500-1000 მ-მდე. ჭარბობს ძლიერ დანაწევრებული ქვიანი პლატოები. სინის ნახევარკუნძულზე არის ნავთობისა და მანგანუმის საბადოები. ოაზისებში არის ფინიკის პალმა, ქერი, სიმინდი.

სინის ნახევარკუნძული
კოორდინატები: 29°30′ ჩ. გ. 33°50′ ა. გ. / 29.500° ჩ. გ. 33.833° ა. გ. / 29.500; 33.833
ქვეყანა ეგვიპტის დროშა ეგვიპტე
ფართობი 60,000 კმ²
აკვატორია წითელი ზღვა, აკაბის ყურე, სუეცის ყურე, ხმელთაშუა ზღვა
მოსახლეობა 600,000
სინის ნახევარკუნძული — ეგვიპტე
სინის ნახევარკუნძული

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება