ნონა გაფრინდაშვილი
ნონა გაფრინდაშვილი (დ. 3 მაისი, 1941, ზუგდიდი, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა შორის (1977) და პირველი ქალი, ვისაც საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა ვაჟთა შორის (1978). მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი (1962–1978). 11 გუნდური და 9 პირადი ოლიმპიური ოქროს მფლობელი. საბჭოთა კავშირის ხუთგზის ჩემპიონი (1964, 1973, 1981, 1983, 1985), ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის ორგზის მფლობელი (1969, 1972). ჭადრაკის „ოსკარის“ პირველი მფლობელი (1982). საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ქალი (ოქროს პრიზი). საქართველოს ორგზის წლის საუკეთესო სპორტსმენი (1969, 1975). საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1964). თავისი თაობის მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკე ქალი.[1][2][3]
ნონა გაფრინდაშვილი 1963 წელს ნიდერლანდებში | ||||||||
სრული სახელი | ნონა ტერენტის ასული გაფრინდაშვილი | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|
ქვეყანა (სპორტი) |
სსრკ საქართველო | |||||||
ეროვნება | ქართველი | |||||||
დაბადების თარიღი | 3 მაისი, 1941 | |||||||
დაბადების ადგილი | ზუგდიდი, საქართველოს სსრ | |||||||
წოდება |
საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა შორის (1977) საერთაშორისო დიდოსტატი ვაჟთა შორის (1978) | |||||||
ფიდე რეიტინგი | 2350 (ნოემბერი, 2012) | |||||||
მაქსიმალური რეიტინგი | 2495 (ივლისი, 1987) | |||||||
ჯილდოები და პრემიები |
|
ფიდეს 68-ე კონგრესის გადაწყვეტილებით (1997) დაწესდა ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი, რომელიც გადაეცემა კაცთა და ქალთა ოლიმპიადების ჯამში საუკეთესო ქვეყანას. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი (1989–1996) და საპატიო პრეზიდენტი 1996 წლიდან. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი (2000–2002). ფიდეს ქალთა კომისიის თავმჯდომარე (1980–1986). ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერი (2001).
ოლიმპიური მოძრაობის განვითარებაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისთვის 1996 წელს მიენიჭა საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციების სამი უმაღლესი ჯილდო: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მსოფლიო ასოციაციის საპატიო ორდენი და ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ორდენი.
2001 წელს მისი სახელი მიენიჭა თბილისის ჭადრაკის სასახლეს.
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული წლები
რედაქტირებანონა გაფრინდაშვილი დაიბადა 1941 წლის 3 მაისს ზუგდიდში მასწავლებელ ტერენტი გაფრინდაშვილისა და ვერა გრიგოლიას ოჯახში. იგი ექვს დედმამიშვილში მეხუთე შვილი და ერთადერთი ქალიშვილია.
ჭადრაკის თამაში ნონას 5 წლისას ასწავლეს ძმებმა. სწორედ მათი მეშვეობით მოხვდა ნონა ზუგდიდის ნაკრებში, რომელიც 1953 წლის ზაფხულში ბათუმში გამართულ მოსწავლეთა რესპუბლიკურ პირველობაში მონაწილეობდა. სწორედ ამ ტურნირზე შეამჩნია ის ჭადრაკის ცნობილმა პედაგოგმა ვახტანგ ქარსელაძემ, მისთვის ჩვეული დიდი ინტუიციის წყალობით, მაშინვე გამოარჩია იგი: „შევამჩნიე, რომ მახვილი თვალი და პოზიციის შეფასების თავისებური უნარი ჰქონდა“.
ბატონ ვახტანგის დაჟინებული თხოვნით, ნონა გაფრინდაშვილი 1954 წლის სექტემბერში სწავლის გასაგრძელებლად და ჭადრაკში შემდგომი დაოსტატების მიზნით, ნონა საცხოვრებლად გადავიდა თბილისში, დეიდასთან და მის მეუღლესთან, ტატიანა გრიგოლიასა და დიმიტრი ჯაბუას ოჯახში.
ნონამ თბილისის ქალთა 1955 წლის პირველობაში მეორე ადგილი დაიკავა. შემდეგ რიგაში მოსწავლეთა საკავშირო გუნდურ პირველობაშიც ისახელა თავი. კიდევ უფრო თვალსაჩინო წარმატება მოიპოვა მან 1956 წელს, როცა თბილისის ჩემპიონი გახდა ქალთა შორის. ამავე წელს ნონა პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი ქალთა შორის. ბოლო ტურნირში, რომელშიც რესპუბლიკის სხვა უძლიერეს მოჭადრაკეებთან ერთად ცნობილი მოსკოველი მოჭადრაკეები ო. იგნატიევა და ნ. ვოიცეკი მონაწილეობდნენ, 15 წლის ნონამ 16 შეხვედრაში 15,5 ქულა დააგროვა.
მსოფლიო ჩემპიონატები
რედაქტირება1960 წლის მიწურულს რიგაში საბჭოთა კავშირის ქალთა XX ჩემპიონატი გაიმართა, რომელსაც უნდა გამოევლინა მსოფლიო ჩემპიონობის პრეტენდენტთა ტურნირის ოთხი საბჭოთა მონაწილე. ნონა გაფრინდაშვილმა ტურნირში მეოთხე ადგილი დაიკავა და პრეტენდენტთა ასპარეზობის საგზური მოიპოვა.
იმ დროს მსოფლიო ჩემპიონი, გენიალური მოჭადრაკე, მიხეილ ტალი წერდა: „მსოფლიო ჩემპიონობისათვის პირველად იბრძოლებს მკაფიო საჭადრაკო ბიოგრაფიის მქონე, თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის სტუდენტი ნონა გაფრინდაშვილი. საინტერესო კომბინაციებთან ერთად, მან გვიჩვენა ოსტატობის ზრდა პოზიციურ თამაშში... პრეტენდენტთა ტურნირში იგი, რა თქმა უნდა, პირველი ადგილისათვის იბრძოლებს“.
მიხაილ ტალის წინასწარმეტყველება გამართლდა, ნონა გაფრინდაშვილმა 1961 წელს დიდი უპირატესობით იპირველა პრეტენდენტთა ტურნირში, 16 შეხვედრიდან 12,5 ქულა მოაგროვა და ორი ქულით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ ვ. ბორისენკოს.
1962 წელს გამანადგურებელი ანგარიშით — 9:2 დაამარცხა ელიზავეტა ბიკოვა და 21 წლისამ პირველად მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. იგი მეხუთე მსოფლიო ჩემპიონი გახდა ქალთა შორის. ამ დროს ნონას მიხეილ შიშოვი წვრთნიდა.
ამის შემდეგ ნონამ ტიტული ოთხჯერ დაიცვა: 1965 (8,5:4,5), 1969 (8,5:4,5) და 1972 (8,5:7,5) წლებში სამჯერ მოუგო ალა კუშნირს, 1975-ში კი — ნანა ალექსანდრიას (8,5:3,5). ტიტული დათმო 1978 წელს მაია ჩიბურდანიძესთან მატჩში (6,5:8,5).
მსოფლიო ჩემპიონატებზე ნაჩვენები შედეგები
რედაქტირება- 1962: მატჩი მსოფლიოს პირველობაზე ნონა გაფრინდაშვილი - ელისაბედ ბიკოვა 9-2 (+7=4-0)
- 1965: მატჩი მსოფლიოს პირველობაზე ნონა გაფრინდაშვილი - ალა კუშნირი 8,5-4,5 (+7=3-3)
- 1969: მატჩი მსოფლიოს პირველობაზე ნონა გაფრინდაშვილი - ალა კუშნირი 8,5-4,5 (+6=5-2)
- 1972: მატჩი მსოფლიოს პირველობაზე ნონა გაფრინდაშვილი - ალა კუშნირი 8,5-7,5 (+5=7-4)
- 1975: მატჩი მსოფლიოს პირველობაზე ნონა გაფრინდაშვილი - ნანა ალექსანდრია 8,5-3,5 (+8=1-3)
- 1978: მატჩი მსოფლიოს პირველობაზე ნონა გაფრინდაშვილი - მაია ჩიბურდანიძე 6,5-8,5 (+2=9-4)
- 1980: პრედენდენტთა 1/4 მატჩი ნონა გაფრინდაშვილი - ნინო გურიელი 6-3 (+5=2-2)
- 1980: პრედენდენტთა 1/2 მატჩი ნონა გაფრინდაშვილი - ნანა იოსელიანი 7-7 (+3=8-3)
- 1983: პრედენდენტთა 1/4 მატჩი ნონა გაფრინდაშვილი - ირინა ლევიტინა 4-6 (+4=0-6)
- 1985: საზონათშორისო ტურნირი - V-VII
- 1988: პრეტენდენტთა ტურნირი - VII
- 1990: პრეტენდენტთა ტურნირი - V
- 1992: პრეტენდენტთა ტურნირი - VII-IX
ოლიმპიადები
რედაქტირებაგაფრინდაშვილი 1963-1974, 1977-1986 და 1990-1992 წლებში მონაწილეობდა საჭადრაკო ოლიმპიადებში და საუკეთესო მაჩვენებელი აქვს ოლიმპიური ჩემპიონობის რაოდენობით. ის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის 11-გზის ოქროს (1963, 66, 69, 72, 74, 78, 80, 82, 84, 86 — სსრკ ნაკრებში; 1992 — საქართველოს ნაკრებში) და ერთგზის ვერცხლის მედლის მფლობელია გუნდურ ჩათვლაში, ინდივიდუალურად კი მოპოვებული აქვს 9 ოქროს, 3 ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მცირე მედლები. სულ ოლიმპიადებზე ჩაატარა 128 პარტია (+94=26-8).
წარმატებები სხვა ტურნირებზე
რედაქტირებაგაფრინდაშვილს მოპოვებული აქვს საქართველოს ოთხგზის და სსრ კავშირის 5-გზის (1964, 1974, 1981, 1983, 1985) ჩემპიონობა, არის ევროპის ქვეყნების ჩემპიონ ქალთა თასის გათამაშების პირველი და ორგზის ჩემპიონი (1969, 1972), ასევე 26 სხვადასხვა დიდი საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირის გამარჯვებული. 1995 მსოფლიოს ჩემპიონი ქალ ვეტერან მოჭდრაკეთა შორის.
გარდა ამისა წარმატებით ასპარეზობდა საერთაშორისო ტურნირებში:
- 1963 ბევერვეიკი - I (9-დან 9 ქულა)
- 1964 თბილისი - I
- 1966 ბელგრადი - I
- 1967 ბელგრადი - II
- 1967 კიევი - I
- 1968 ბელგრადი - I
- 1970 ბელგრადი - II
- 1971 ბელგრადი - I (13-დან 13 ქულა)
- 1974 ბელგრადი - I
- 1975 ვეიკ ან ზეე - I
- 1975 ტიმიშოარა - I (13-დან 13 ქულა)
- 1976 ბელგრადი - I
- 1978 ბელგრადი - I
- 1981 იაიცე - I
- 1982 იაიცე - I
- 1983 ბარსელონა - I
- 1984 თბილისი - I
- 1985 იერი - I
- 1992 ბელგრადი - III
წარმატებით გამოდიოდა ვაჟთა ტურნირებშიც:
პირადი ცხოვრება
რედაქტირებანონა გაფრინდაშვილი 1969 წელს დაქორწინდა ექიმ ლერი ჭიჭინაძეზე, 1971 წელს წყვილს ვაჟიშვილი დათო შეეძინათ.
საჭადრაკო კარიერის და პირადი ცხოვრების პარალელურად, ნონა თბილისის სახელმწიფო უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტში სწავლობდა, რომელიც ინგლისური ენის სპეციალობით დაამთავრა, 1973 წელს.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
რედაქტირება- 1963 — მედალი შრომითი წარმატებისათვის
- 1964 — საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი
- 1965 — მედალი „შრომითი წარჩინებისათვის“
- 1966 — ლენინის ორდენი
- 1969 — საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი
- 1975 — საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი
- 1976 — ჭადრაკის დიდოსტატი ქალთა შორის
- 1978 — ჭადრაკის დიდოსტატი (ჭადრაკის ისტორიაში პირველად მიენიჭა ქალს)
- 1981 — საქართველოს ფიზიკური კულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწე
- 1982 — საჭადრაკო ოსკარის პირველი მფლობელი
- 1985 — „საპატიო ნიშნის“ ორდენი
- 1996 — სეოკის ოლიმპიური ორდენი
- 1987 — საპატიო ნიშნის ორდენი
- 1994 — ღირსების ორდენი
- 1999 — ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი
- 2000 — თბილისის საპატიო მოქალაქე[4]
- 2001 — ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი
- 2015 — ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი[5]
- 2023 — თამარ მეფის ორდენი „საქართველოს ცნობადობის ამაღლებასა და საქართველოსადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისა და უნიკალური სპორტული მიღწევებისათვის“[6]
- საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ქალი (ოქროს პრიზი).
- ბათუმის და ზუგდიდის საპატიო მოქალაქე
საინტერესო ფაქტები
რედაქტირება1982 წლის 12 დეკემბერს თბილისის ჭადრაკის სასახლეში გაიმართა ნონა გაფრინდაშვილის საჭადრაკო მოღვაწეობიდან 25 წლისთავის აღსანიშნავი საღამო. ჭადრაკის განვითარების საქმეში განსაკუთრებული დამსახურებისათვის ნონა გაფრინდაშვილს გადაეცა საქართველოს სპორტკომიტეტის საპატიო სიგელი და დიდი ოქროს მედალი.[7]
1983 წლის დეკემბერში საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ფედერაციამ წინასაახალწლო ტრადიციული გამოკითხვის შედეგების მიხედვით დაადგინა საქართველოს 1983 წლის 10 საუკეთესო სპორტსმენი. საქართველოს № 5 სპორტსმენად (95 ქულა) დასახელდა ნონა გაფრინდაშვილი (ასკ, მწვრთნელი ე. უბილავა).[8] თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ბერიშვილი, ელგუჯა., ქართული სპორტის ოქროს წიგნი, თბ.: პალიტრა L, 2013. — გვ. 313. 371 გვ.
- გაფრინდაშვილი, ნონა., არსი ჩემი ცხოვრებისა : მოჭადრაკის ცხოვრება, თბ.: საბჭ. საქართველო, 1976. — 269 გვ.
- გაფრინდაშვილი, ნონა., რჩეული პარტიები / რედ. თენგიზ გიორგაძე, თბ.: შპს „სეზანის“ სტ., 2001.
- გიორგაძე, თენგიზ., მეოთხედი საუკუნე ჭადრაკის დედოფლის ტახტზე : ნონა გაფრინდაშვილი და მაია ჩიბურდანიძე, თბ.: საქ. სსრ საზ-ბა „ცოდნა“, 1987.
- გიორგაძე, თენგიზ., დედოფალი ულოცავს დედოფალს, თბ.: ნაკადული, 1979.
- გიორგაძე, თენგიზ., დედოფალი არ შეცვლილა : მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილი, თბ.: ნაკადული, 1966.
- გურასაშვილი, ავთანდილ., ნონა : მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი, თბ., 2001.
- ნონა გაფრინდაშვილი — მსოფლიოს ჩემპიონი : ფოტოალბომი ტექსტებითურთ, თბ.: საქ. კპ. ცკ-ს გამ-ბა, 1964.
- ნონა გაფრინდაშვილი: 25 წელი საჭადრაკო ვარსკვლავეთზე / შემდგ.: გ. გამრეკელი, თბ.: საქ. კპ. ცკ-ს გამ-ბა.
პერიოდიკა
რედაქტირება- ახალი მწვერვალებისაკენ! // „ლელო“, 31 დეკემბერი, 1978, № 256 (6311), გვ. 1.
- გაფრინდაშვილი, ნონა. „ოსკარი“... თბილისშია // „ლელო“, 29 სექტემბერი, 1983, № 187 (7498), გვ. 1, 3.
- ბათუმი, 1965 წელი... // „ლელო“, 20–23 ივნისი, 1998, № 48 (11197), გვ. 7.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ნონა გაფრინდაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ნონა გაფრინდაშვილი — ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ნონა გაფრინდაშვილი — ქართული სპორტი
- ნონა გაფრინდაშვილი — ფიდეს ჩანაწერი (ინგლისური)
- ნონა გაფრინდაშვილი — თამაშების არქივი Chessgames.com-ზე (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ დანელია, ვაჟა (3 მაისი, 2021). „ნონა გაფრინდაშვილი — პირველი ყველგან, ყოველთვის, ყველაფერში!“. lelo.ge. „ლელო“. ციტირების თარიღი: 23 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ დანელია, ვაჟა (26 სექტემბერი, 2019). „ნონა გაფრინდაშვილი: ლესელიძიდან თბილისამდე ჩემი მატარებლის კუპეში სუფრა არ აშლილა“. lelo.ge. „ლელო“. ციტირების თარიღი: 23 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ ანთაძე, ია (19 მაისი, 2019). „„მეტი უკეთესი ბედი რა უნდა მქონდეს?!““. sainteresoadamianebi.1tv.ge. პირველი არხი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-23. ციტირების თარიღი: 23 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ თბილისის საპატიო მოქალაქეები. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია. ციტირების თარიღი: 13 ოქტომბერი, 2023.
- ↑ 2003-2015 წლებში საქართველოს პრეზიდენტების მიერ გაცემული სახელმწიფო ჯილდოები
- ↑ „"თქვენში ჩვენს თავს ვხედავთ" - პრეზიდენტმა ნონა გაფრინდაშვილს თამარ მეფის ორდენი გადასცა“. Tabula. 12 ოქტომბერი, 2023. ციტირების თარიღი: 12 ოქტომბერი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ გულთბილი საღამო // „ლელო“, 13 დეკემბერი, 1981, № 238 (7049), გვ. 1.
- ↑ 10 საუკეთესო // „ლელო“, 31 დეკემბერი, 1983, № 250 (7561), გვ. 1.
წინამორბედი: ელისაბედ ბიკოვა |
ქალთა მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში 1962–1978 |
შემდეგი: მაია ჩიბურდანიძე |