მიხეილ შიშოვი
მიხეილ შიშოვი (დ. 2 დეკემბერი, 1910, — გ. 2 მარტი, 1980, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი მოჭადრაკე და მწვრთნელი, ოსტატი (1952), საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი (1971), საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი (1962), თბილისის ჩემპიონი (1940, 1946, 1948, 1950), საქართველოს ჩემპიონი (1944, 1948, 1952, 1955, 1956), იყო ბუხუტი გურგენიძის, ნონა გაფრინდაშვილის და მაია ჩიბურდანიძის მწვრთნელი.
ლიტერატურა
რედაქტირება- გიორგაძე თ., ქართული ჭადრაკის მატიანე, ნაწ. I, თბ., 1995. — გვ. 62.