ბუხუტი გურგენიძე
ბუხუტი გურგენიძე (დ. 13 ნოემბერი, 1933, დაბა სურამი, — გ. 23 მაისი, 2008, თბილისი) — ქართველი მოჭადრაკე. პირველი ქართველი საერთაშორისო დიდოსტატი (1970). სსრკ სპორტის ოსტატი (1955), საერთაშორისო ოსტატი (1968), საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი (1968), სსრკ დამსახურებული მწვრთნელი (1969), საქართველოს თერთმეტლგზის ჩემპიონი (1958-65, 1968, 1970, 1973), სსრკ ჩემპიონატების ცხრაგზის მონაწილე (საუკეთესო შედეგი – VII-VIII ადგილი, 1958), სტუდენტთა მსოფლიო გუნდური პირველობის ოთხგზის მონაწილე და ორგზის ჩემპიონი სსრკ ნაკრების შემადგენლობაში (1957, 1958). გაიმარჯვა შემდეგ საერთაშoრისო ტურნირებში: სოფია (1959, I-III ადგილი); თბილისი (1965, I ადგილი); ბათუმი (1966, I-IV ადგილი); თბილისი, ვ. გოგლიძის I მემორიალი (1970, I-II ადგილი მიხეილ ტალთან ერთად); ოლომოუცი (1976, I ადგილი); თბილისი, ვ. ქარსელაძის IV მემორიალი (1976, I ადგილი); ჰრადეცკრალოვე (1977-78, I-II ადგილი). იყო ნანა ალექსანდრიას მწვრთნელი (1966-76), საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და ჭადრაკის სასახლის დირექტორი (1989-94). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მ.შ. ღირსების ორდენი (1996).
ბუხუტი გურგენიძე | |
ქვეყანა (სპორტი) |
სსრკ საქართველო |
---|---|
ეროვნება | ქართველი |
დაბადების თარიღი | 13 ნოემბერი, 1933 |
დაბადების ადგილი | დაბა სურამი, საქართველოს სსრ |
გარდაცვალების თარიღი | 23 მაისი, 2008 |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი, საქართველო |
წოდება | გროსმაისტერი (1970) |
ჯილდოები და პრემიები | სსრკ-ის დამსახურებული მწვრთნელი |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბუხუტი გურგენიძე — თამაშების არქივი Chessgames.com-ზე (ინგლისური)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 212.
- გიორგაძე თ., ბუხუტი გურგენიძე 60/45, თბ., 1993.