ბერძენ-სპარსელთა ომები

(გადამისამართდა გვერდიდან ბერძენ–სპარსელთა ომები)
ბერძენ-სპარსელთა ომები

ბერძენი ჰოპლიტისა და სპარსელი ქვეითის ბრძოლა, ძვ. წ. V საუკუნე
თარიღი ძვ. წ. 500–449
მდებარეობა საბერძნეთი, თრაკია, მცირე აზია, კვიპროსი და ეგვიპტე
შედეგი ბერძნების გამარჯევება
ტერიტორიული
ცვლილებები
თრაკია და მცირე აზია განთავისუფლდა სპარსეთისგან
მხარეები
ბერძნული ქალაქსახელმწიფოები, ათენისა და სპარტას მეთაურობით აქემენიდური სპარსეთის იმპერია
მეთაურები
მილტიადესი,
თემისტოკლე,
ლეონიდასი †,
პავსანია,
კიმონი †,
პერიკლე
დარიოს I,
მარდონიოსი †,
დატისი ,
არტაფერნესი,
ქსერქსე I,
არტაბაზუსი,
ჰიდარნესი
ბერძენ-სპარსელთა ომები ვიკისაწყობში

ბერძენ-სპარსელთა ომები (აგრეთვე ცნობილი როგორც სპარსული ომები) იყო ომების სერია საბერძნეთის ქალაქ-სახელმწიფოებსა და სპარსეთის იმპერიას შორის. ომი დაიწყო ძვ. წ. 500 წელს და 51 წლის შემდეგ ძვ. წ. 449 წელს დასრულდა ბერძნების თავდაცვითი წარმატებით. კონფლიქტი დაიწყო იონიელების აჯანყებით, თუმცა ის მალევე ძვ. წ. 493 წელს სპარსელებმა ჩაახშეს. ამას მოჰყვა დარიოს I-ის შეჭრა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, რომელიც მარათონის ველზე ათენელების მიერ მოპოვებული გადამწყვეტი გამარჯვებით დაგვირგვინდა. დარიოსის სიკვდილის შემდეგ საბერძნეთში შეიჭრა სპარსული არმია მისი შვილის, ქსერქსე I-ის მეთაურობით. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ლეგენდარული თერმოპილეს ბრძოლა ქსერქსესა და სპარტის მეფე ლეონიდასს შორის, რომელიც ოკუპანტების გამარჯვებით დამთავრდა. ამის მიუხედავად არც მეორე ლაშქრობის დასასრული გამოდგა სპარსელებისთვის მომგებიანი. კამპანიის ბედი სალამინის საზღვაო ბრძოლაში ათენელებისა და სპარტელების კოალიციის გამარჯვებამ გადაწყვიტა. გამარჯვების შემდეგ ძვ. წ. 479-478 წლებში ბერძნებმა კონტრშეტევა წამოიწყეს და სპარსელების მიერ დაპყრობილი ტერიტორიები გაათავისუფლეს. შემდეგ კი ძვ. წ. 477-449 წლებში მიმდინარე ათენელების პირველი საზღვაო ალიანსის მიერ წარმოებული ომის შედეგად მოწინააღმდეგეს თრაკია და მცირე აზიაც გამოსტაცეს.

ომების შედეგად სპარსელების მრავალ ცდას აეღო ბალკანეთი, წერტილი დაესვა. ბერძნული ცივილიზაციის კულტურულმა განვითარებამ პიკს მიაღწია, თუმცა მალევე ამ პერიოდში დაწინაურებულ ათენსა და სპარტას შორის დაიწყო ომი, რომელიც პელოპონესის ომის სახელითაა ცნობილი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება