თერმოპილეს ბრძოლა
თერმოპილეს ბრძოლა — ბრძოლა ბერძნებსა და სპარსელებს შორის. გაიმართა ძვ. წ. 480 წელს თერმოპილესთან, მთის ვიწრო გასასვლელში, თესალიისა და შუა საბერძნეთის საზღვარზე.
ომის მსვლელობა
რედაქტირებაძვ. წ. 480 წელს სპარსელები დარიოსის მემკვიდრის ქსერქსე I-ის მეთაურობით კვლავ საბერძნეთისკენ დაიძრენ. სპარსელთა წინააღმდეგ რამდენიმე ბერძნული ქალაქ-სახელმწიფო შეკავშირდა. ბერძნებმა გადაწყვიტეს გამაგრებულიყვნენ თერმოპილეს გასასვლელში. მთის ამ ვიწრო კარში შესაძლებელი იყო მცირე ძალებით ძლიერი მტრის შეჩერება. ბერძენთა რაზმს ხელმძღვანელობდა სპარტელთა მეფე ლეონიდასი. ლეონიდასი და მისი მეომრები სპარსელთა შემოტევებს რამდენიმე დღე იგერიებდნენ. მტერმა უკან გაბრუნებაც კი გადაწყვიტა, მაგრამ მოღალატემ ქსერქსეს მთის ვიწრო ბილიკი აჩვენა. სპარსელებმა ბერძნებს ამ ბილიკით ზურგიდან მოუარეს. ლეონიდასმა 300 სპარტელი დაიტოვა, ხოლო მოკავშირეებს სახლში დაბრუნება უბრძანა. 300 სპარტელი სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდა. მათ შეაფერხეს მოწინააღმდეგის წინსვლა და თავის მეთაურთან ერთად გმირულად დაიღუპნენ. თერმოპილესთან ბრძოლის შემდეგ ქსერქსეს ჯარმა ათენი აიღო.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 663.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- EDSITEment დაარქივებული 2009-02-08 საიტზე Wayback Machine. Lesson Plan: 300 Spartans at the Battle of Thermopylae: Herodotus' Real History დაარქივებული 2010-10-11 საიტზე Wayback Machine. (from the National Endowment for the Humanities)
- Lendering, Jona. (1996-2007) Herodotus' twenty-second logos: Thermopylae. Livius articles on ancient history. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-11. ციტირების თარიღი: 2007-10-19.
- The Five Great Battles of Antiquity by David L. Smith, Symposion Lectures დაარქივებული 2009-05-04 საიტზე Wayback Machine. , 30 June 2006.
- Modern monument დაარქივებული 2006-12-19 საიტზე Wayback Machine. at siu.edu
- Spartan burial mound დაარქივებული 2007-01-08 საიტზე Wayback Machine. at coloradocollege.edu