ლეონიდასი
ლეონიდასი (დორიული: Λεωνίδᾱς; იონური და ატიკური: Λεωνίδης; თარგმანში: "ლომის შვილი".[1]); (ძვ. წ. 508/507 - გ. ძვ. წ. 480) — სპარტის მეფე (ძველი საბერძნეთი). ბერძენ-სპარსელთა ომების დროს, ძვ. წ. 480 წელს სათავეში ჩაუდგა ბერძენთა გაერთიანებულ ჯარს საბერძნეთში შემოჭრილი სპარსეთის მეფის ქსერქსე I-ის წინააღმდეგ. ლეონიდასი 300 რჩეული სპარტელით იცავდა ბერძენთა ჯარის ძირითადი ნაწილის უკანდახევას და გმირულად დაეცა თერმოპილეს ბრძოლაში. მადლიერმა თანამემამულეებმა ძეგლი აღუმართეს და მისი სახელი პატრიოტიზმის სიმბოლოდ იქცა.
ლეონიდას I | |
---|---|
ლეონიდასის ქანდაკება | |
სპარტა (ძველი საბერძნეთი) მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | ძვ.წ. 489 |
მმართ. დასასრული: | 480 |
წინამორბედი: | კლეომენეზ I |
მემკვიდრე: | პლისტარქუსი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | ძვ.წ 440 |
დაბ. ადგილი: | სპარტა |
გარდ. თარიღი: | ძვ.წ 480 |
გარდ. ადგილი: | თერმოპილე |
დინასტია: | აგიადები |
მამა: | ანაქსანდრიდას II |
დედა: | ცნობილი არაა |
რელიგია: | ბერძნული პოლითეიზმი |
ცხოვრება
რედაქტირებაჰეროდოტეს ცნობით, ლეონიდასის დედა, მისი მამის — ანაქსანდრიდას II ძმისწული იყო, მათ შვილი არ უჩნდებოდათ, ამიტომ ეფორები (სახელმწიფო მოხელეები, სპარტაში) ცდილობდნენ მეფე დაერწმუნებინათ, რომ გაყროდა ცოლს, თუმცაღა ეს ვერ მოახერხეს, რადგანაც მეფე უარზე იყო. ეფორებმა მხოლოდ იმაზე დაითანხმეს მეფე, რომ შეერთო მეორე ცოლიც, მაგრამ არც პირველს გაყროდა. მისი მეორე ცოლია სპარტელი პოლიტიკოსის ჩილიონ ბრძენის ასული. მათ მალევე გაუჩნდათ ვაჟი — კლეომენეზი. მეფეს პირველი ცოლისგან სამი ვაჟი ეყოლა. პირველი, 1 წელიწადში გაჩნდა და მისი სახელია — დორეუსი, ხოლო შემდეგ გაჩნდნენ ტყუპები — კლეომბროტუსი და ლეონიდასი[2]. ვინაიდან ლეონიდასი არ იყო ტახტის მემკვიდრე ისიც ისევე აღიზარდა, როგორც ყველა ჩვეულებრივი სპარტელი[3]. იგი ერთ-ერთი იშვიათ მეფეთაგანია, რომლებსაც მოუწიათ ასეთი მკაცრი სასწავლო რეჟიმის გადატანა.
ანაქსანდრიდასი გარდაიცვალა ძვ. წ. 520 წელს,[4] ხოლო მეფე გახდა მისი უფროსი ვაჟი კლეომენეზი[5]. დორეუსი იმდენად ამაყი აღმოჩნდა, რომ არ სურდა სპარტაში დარჩენა და თავის ნახევარ-ძმის მორჩილება და ამიტომ მან მოითხოვა ჯარის მიცემა, რათა დაეარსებინა კოლონია ჩრდილოეთ აფრიკაში. მან ეს მოახერხა კიდეც, რაც ნამდვილად არ შედიოდა კართაგენის ინტერესებში, ამიტომ მათ 3 წელიწადში განდევნეს დორეუსი ჩრდილოეთ აფრიკიდან. მან ამის შემდეგ კოლონიის დაარსება სიცილიაშიც სცადა, რაც ვერ მოახერხა და სწორედ ამ მცდელობას შეეწირა იგი[6]. ლეონიდასისისა და კლეომენეზის ურთიერთობის შესახებ არაფერია ცნობილი, მაგრამ ლეონიდასმა ცოლად შეირთო მის ასული — გორგო ძვ. წ. 490 წლამდე, მანამდე, სანამ მეფე გახდებოდა[7].
დორეუსის სიკვდილის შემდეგ ტახტის მემკვიდრე ლეონიდასი გახდა და ამავე დროს იგი სრულუფლებიანი მოქალაქეც იყო. სპარსეთის იმპერიამ სპარტის დაპყრობა განიზრახა და ძვ. წ. 492/491 წლებში მათ მორჩილება მოსთხოვეს, რაზეც მტკიცე უარი მიიღეს სპარტელებისგან. ამ დროს მეფე — კლეომენეზი უკვე გაქცეული იყო სპარტიდან. ჰეროდოტეს ცნობით იგი ჭკუიდან შეიშალა და ამიტომ გააძევეს სამშობლოდან. უმეფოდ დარჩენილი სპარტა კი დახმარებას ითხოვდა სპარსეთის უზარმაზარი იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
პლუტარქე ლეონიდასისი შესახებ წერს:
„ერთხელ მას უთხრეს: შენ რომ მეფე არ იყო არაფრით ხარ ჩვენზე უკეთესი, ხოლო ლეონიდასმა უპასუხა: კი, მაგრამ მე რომ თქვენზე უკეთესი არ ვიყო, მეფე არ ვიქნებოდი[8].“
|
ძვ. წ. 481 წელს შეიკრიბა საერთო ბერძნული კონგრესი. მას უნდა ემსჯელა აქემენიანთა წინააღმდეგ კოალიციის შექმნის თაობაზე კონგრესის დადგენილებით ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოების ყველა წევრს ევალებოდა სამშობლოს დაცვა, ხოლო ის ქალაქი, რომელიც სპარსელებს მიემხრობოდა სასტიკად უნდა დაესაჯათ. გაერთიანებული ჯარის წინამძღოლად კი აირჩიეს ლეონიდასი.
თერმოპილეს ბრძოლა
რედაქტირებამას შემდეგ, რაც გადაწყდა, რომ სპარტელებიც სხვა ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოებთან ერთად იბრძოლებდნენ სპარსელთა წინააღმდეგ, სპარტელები რჩევის საკითხად წავიდნენ პითიასთან, დელფოს ორაკულში. პითიამ სპარტელებს ნაწინასწარმეტყველება ლექსად მოახსენა:
- "სპარტას მაცხოვრებლებო,
- თქვენ დიად ქალაქს სპარსელი მამაკაცები გაანადგურებენ,
- თუ ასე არ მოხდა, ლაკედემონს ჰერაკლეს შთამომავალი მეფის დატირება მაინც მოუწევს.
- ლომისა და ხარის ძალა ვერ დაიცავს მას ამისგან, ეს თვით ზევსის წინასწარმეტყველებაა."[9]
პითიას წინასწარმეტყველებას თან ერთვოდა ისიც, რომ ამ დროს ტარდებოდა ოლიმპიური თამაშები, ხოლო სპარტელ დიდებულთა აზრით ამ დროს ომი ღმერთებს განარისხებდა, ამიტომ მათ მხოლოდ 300 ჯარისკაცი გამოყვეს სპრსელებთან საბრძოლველად, რომელთაც მეფე — ლეონიდასი სარდლობდა, ისევე, როგორც ბერძენთა გაერთიანებულ ლაშქარს. ლეონიდასს შესთავაზეს მეომართა რაოდენობა 1000-მდე გაეზარდა, რაზეც ლეონიდასმა უპასუხა: 1000 გამარჯვებას არ ეყოფა, დასახოცად კი 300 საკმარისია. ამგვარად ძვ. წ. 480 წლის აგვისტოში ლეონიდასი 300 სპარტელთან ერთად წავიდა სიკვდილთან შესაგებებლად. მას თერმოპილესთან ბერძენთა დანარჩენი ჯარიც შეუერთდა. საბოლოოდ ბერძენთა ჯარმა 14 000-ს მიაღწია, როდესაც ქსერქსეს ჯარის რაოდენობა მათ ჯარს ბევრად ჭარბობდა. ჰეროდოტეს ინფორმაციით სპარსელთა მხედრობა 2 მილონამდე ჯარისკაცს ითვლიდა, თუმცაღა თანამედროვე მეცნიერებს ეს ინფორმაცია არაზუსტად მიაჩნიათ და თვლიან, რომ სპარსელთა არმიის რიცხობრიობა 50 000-დან 200 000-მდე მერყეობდა[10].
ქსერქსე I შეტევაზე გადასვლას არ ჩქარობდა, პირიქით მან ოთხი დღე დაიცადა იმ იმედით, რომ ბერძნები დანებდებოდნენ. მეხუთე დღეს კი სპარსელები შეტევაზე გადავიდნენ. ბერძნები ორი დღის მანძილზე იგერიებდნენ სპარსთა ფრონტალურ იერიშებს. ჰეროდოტეს ცნობით ბერძნებმა 20 000 სპარსელი დახოცეს, თვითონ კი 2 500 მებრძოლი დაკარგეს. თვით სპარსელთა რჩეული ჯარისკაცები — უკვდავებიც კი უკუიქცნენ ბერძნებთან ბრძოლისას, ხოლო ამავე ბრძოლაში დაიღუპა ქსერქსეს ორი ძმა (აბროკომეზი და ჰიპერანთესი)[11]. სპარსთა მეფემ დააწესა ჯილდო მისთვის ვინც მის ჯარს მტრის ზურგში მოაქცევდა. მას მალევე გამოეხმაურა ეფიალტი და მტრის ზუგში მისასვლელი გზა უჩვენა[12]. ეს რომ ლეონიდასმა გაიგო ბერძენთა ბერძნული შენაერთები ბრძოლის ველიდან გაუშვა და ბრძოლის ველზე 300 სპარტელთან, 900 ჰილოტთნ და 700 ფიაველთან ერთად დარჩა. ზოგიერთი წაროს თნახმად ლეონიდასმა ფიაველები ძალდატანებით დატოვა ბრძოლის ველზე, რომ სპარსელებს არ შეერთებოდნენ. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, რომელიც ჰეროდოტეს ეკუთვნის ლეონიდასმა სპარტაში მაცნე გაგზავნა თავიანთი ამბის შესატყობინებლად.
სპარსელებმა ალყა შემოარტყეს სპარტელებს და ლეონიდასს დანებება შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს, ამიტომ ბრძოლის ველზე ყველა სპარტელი დახოცეს ლეონიდასის ჩათვლით. ბრძოლის შემდეგ სპარტელებმა დაიბრუნეს ლეონიდასის სხეული. ჰეროდოტეს ცნობით; ქსერქსემ ლეონიდასის სხეული მოაძებნინა და მისი თავის სარზე წამოაცვა[13].
მემკვიდრეობა
რედაქტირებასიძველეები
რედაქტირებალეონიდასის გმირობის კულტი სპარტაში I საუკუნემდე შენარჩუნდა.[14].
ლეონიდასის მონუმენტი
რედაქტირება1955 წელს საბერძნეთის მეფემ — პავლე I-მა აღმართა ლეონიდასის მონუმენტი თერმოპილეს გასასვლელში. თავად ქანდაკება ბრინჯაოსია, ხოლო მონუმენტს ქვემოთ აწერია: "ΜΟΛΩΝ ΛΑΒΕ" ("მოდი და აიღე"). სწორედ ეს სიტყვები უთხრეს სპარსელებს სპარტელებმა, როდესაც მათ იარაღის დაყრა მოსთხოვეს.
ასეთივე წარწერით აღუმართავთ ლეონიდასის კიდევ ერთი ქანდაკება სპარტაში 1968 წელს.
სპარტელთა გარდაცვალების ადგილას აშენებულია ცარიელი სარკოფაგი, რომელსაც თავზე ლომის ქანდაკება ადგას (ლეონიდე ბერძნულად ლომს ნიშნავს), სარკოფაგს კი აწერია: "ცხოველებში - მე უძლიერესი ვარ, ადამიანებში, კი ყველაზე ძლიერი ისაა, ვისაც მე ამ კუბოში ვიცავ".
თანამედროვე
რედაქტირებაამერიკის შეერთებული შტატების მეხუთე დივიზიონის, 73-ე კავალერისტთა პოლკის, 82-ე სადესანტო ქვედანაყოფს, რომელიც 300 ჯარისკაცისგან შედგება ეწოდება "300 სპარტელი". რაზმის მეთაურია ენდრიუ პოპასი, რომელიც წარმოშობით საბერძნეთიდანაა[15].
ლიტერატურა
რედაქტირებალეონიდასი ჰქვია რიჩარდ გლოვერის ეპიკურ პოემას, რომელიც 1737 წელს გამოიცა.
ლეონიდასი მთავარ გმირად გვევლინება ფრენკ მილერის კომიკური ნაწარმოებების სერიაში — „300“, რომელიც 1998 წელს გამოიცა. წიგნში ბელეტრისტული სტილითაა გადმოცემული თერმოპილეს ბრძოლა და ლეონიდასის პიროვნება. ამ წიგნის მიხედვითაა შექმნილი ფილმი — „300“.
ფილმები
რედაქტირებაკინოფილმებში ლეონიდასს განასახიერებენ შემდეგი მსახიობები:
- რიჩარდ იგანი 1962 წელს გადაღებულ ფილმში „300 სპარტელი“
- ჟერარ ბათლერი 2007 წელს გადაღებულ ფილმში „300“
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 193.
- Herodotus, Herodotus, with an English translation by A. D. Godley. Cambridge. Harvard University Press. 1920.
- Jones, A. H. M. Sparta, New York, Barnes and Nobles, 1967
- Morris, Ian Macgregor, Leonidas: Hero of Thermopylae, New York, The Rosen Publishing Group, 2004.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Robert Chambers, Book of Days
- ↑ Herodotus, 5.39–41; Jones, p. 48.
- ↑ For more information on the agoge see: Nigel M. Kennell, The Gymnasium of Virtue, Chapel Hill, University of North Carolina Press, 1995.
- ↑ Morris, 35
- ↑ W. G. Forrest, A History of Sparta 950–192 B.C., New York, W.W. Norton & Company, 1968, p. 85.
- ↑ Herodotus, 5.42–48
- ↑ Paul Cartledge, The Spartans: The World of the Warrior-Heroes of Ancient Greece, New York, Vintage Books, 2002, p. 126.
- ↑ Plutarch on Sparta, Sayings of Spartans, Leonidas son of Anaxandridas, #1
- ↑ Herodotus, 7.220
- ↑ De Souza, Philip (2003). The Greek and Persian Wars 499–386 BC. Oxford: Osprey Publishing, გვ. 41. ციტირების თარიღი: 2013-08-07.
- ↑ Herodotus; George Rawlinson, ed. (1885). The History of Herodotus. New York: D. Appleman and Company, გვ. bk. 7. ციტირების თარიღი: 2013-08-07. დაარქივებული 2009-12-17 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Herodotus; Henry Cary, ed. (1904). The Histories of Herodotus. New York: D. Appleton and Company, გვ. 438.
- ↑ Herodotus, 7.238
- ↑ Encyclopaedia of Religion and Ethics, Part 12 By James Hastings Page 655 ISBN 0-567-09489-8
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-23. ციტირების თარიღი: 2013-08-07.