დელფოს ორაკული — აპოლონის ტაძრის სამისნო დელფოში, ძველი საბერძნეთის ერთ-ერთ უძველეს რელიგიურ ცენტრში. ესქილეს მიხედვით, დელფოს ორაკული თავდაპირველად უძველეს წინასწარმეტყველს ქალღმერთ გეას ეკუთვნოდა.

დელფოს პითია

გეამ იგი თავის ასულს თემიდას გადასცა, თემიდამ — თავის დას, მან კი თავის შვილიშვილს — აპოლონს. ჰომეროსის ეპოსში დელფოს ორაკული აპოლონმა მას შემდეგ მოიპოვა, რაც ისრით განგმირა გეას შვილი, დელფოს ორაკულის მცველი — გველი პითონი. დელფოს ორაკული დიდი პოპულარობით და გავლენით სარგებლობდა როგორც ბერძნებში, ისე სხვა ხალხებში. ძვ. წ. VI საუკუნეში იგი დაიწვა, მაგრამ მაშინვე ააშენეს ძველზე გაცილებით ბრწყინვალე ტაძარი. სალოცავის წინ ოქროს სამფეხა სკამზე, ექსტაზში მყოფი ქალი პითია ორაზროვანი და ბუნდოვანი სიტყვებით აპოლონის ნება-სურვილს ამცნობდა შემკითხველებს. ჯერ კიდევ პისისტრატეს (ძვ. წ. 600-527) დროს არსებობდა დელფოს სამისნოს წინასწარმეტყველებათა კრებულები. ზოგიერთმა წინასწარმეტყველებამ ჩვენამდე მოაღწია ჰეროდოტეს ნაშრომებითა და სხვა ძველი წყაროებით. პელოპონესის ომის (431-404) შემდეგ დელფოსის სამისნომ საგრძნობლად დაკარგა გავლენა (მფარველობდა გარკვეულ პოლიტიკურ პარტიებს და ქრთამის აღებასაც არ ერიდებოდა). ახ. წ. 390 წელს იმპერატორმა თეოდოსიუს I-მა დელფოს ორაკული სამუდამოდ გაანადგურა.

ათენის მეფე რჩევას იღებს ქალღმერთ თემიდასგან

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება