ესქილე (ძვ. ბერძნ. Αἰσχύλος; დ. ძვ. წ. 525 — გ. ძვ. წ. 456) — ძველი ბერძენი დრამატურგი, ევროპული ტრაგედიის მამა. დაიბადა ძვ. წ. 525 წელს ათენის მახლობლად ელევსინში. ბერძენს-სპარსელთა ომების დროს მან მონაწილეობა მიიღო მარათონის (ძვ.წ 490), სალამინისა (ძვ.წ 480) და პლატეის (ძვ.წ 479) ბრძოლებში.

ესქილე
ძვ. ბერძნ. Αἰσχύλος
დაბადების თარიღი ძვ. წ. 525[1] [2] [3]
დაბადების ადგილი Elefsina[3]
გარდაცვალების თარიღი ძვ. წ. 456[4] [2] [3]
გარდაცვალების ადგილი ჯელა
საქმიანობა ტრაგედიების ავტორი[5] [4] , მეომარი და დრამატურგი[6]
ენა ძველი ბერძნული ენა
მოქალაქეობა ძველი ათენი[4]
ჟანრი ძველბერძნული ტრაგედია[4]
Magnum opus აგამემნონი, ქოეფორები, ევმენიდები, სპარსელები, მიჯაჭვული პრომეთე[4] , შვიდნი თებეს წინააღმდეგ და მავედრებელი ქალები
შვილ(ებ)ი ევფორიონი და Euaeon

ის იყო კლასიკური დრამის დამფუძნებელი. მან პირველმა შექმნა ნამდვილი ტრაგედია ორი მსახიობის გამოყენებით, გუნდისთვის მიჩენილი ნაწილის შეკვეცით და მთავარი მსახიობის სათქმელის განვითარებით. მანვე ჩამოაყალიბა მტკიცე ტეტრალოგიური სისტემა, რომლის ნაწილები მჭიდროდ იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებული. ამავე დროს თავის შემოქმედებაში ესქილემ ასახა ტრაგედიის განვითარების ის საფეხური, როდესაც ტრაგედია ჯერ კიდევ მთლიანად მოწყვეტილი არი იყო თავის საწყისს, საგუნდო სიმღერას: მის ადრინდელ ტრაგედიებში უფრო მეტია ლირიზმი, ვიდრე დრამატიზმი.

ესქილეს, როგორც პოეტს პირველი გამარჯვება ძვ. წ. 484 წელს ხვდა წილად.

ძვ.წ 470 წელს მეფე პიერონმა ესქილე სირაკუზში მიიწვია. აქ იგი წერს დრამას - „ეტნელნი“, რომელიც პიერონის მიერ დაარსებული ქალაქ ეტნის სადიდებლად შეიქმნა.

ძვ. წ. 472 - 468 წლებში ესქილე, სავარაუდოდ, პოლიტიკური მიზეზების გამო, კვლავ მიემგზავრება სირაკუზში. იგი არისტოკრატიული წრის წარმომადგენელი იყო და იცავდა ძველი არისტოკრატიული დაწესებულების არეოპაგის ინტერესებს - ეწინააღმდეგებოდა მისი უფლებების შეზღუდვას დემოკრატიულ წრეების მხრიდან.

ესქილე გარდაიცვალა სიცილიაში, ქალაქ გელის მახლობლად ძვ. წ. 456/5 წელს. პოეტს გელელებმა ძეგლი დაუდგეს და ზედ წააწერეს „აქ განისვენებს ესქილე, ძე ევფორიონისა და სიამაყე გელისა. თუ როგორი იყო მისი სივაჟკაცე, ამაზე დეე გიამბონ მარათონმა და გრძელთმიანმა მიდიელებმა, რომლებმაც ეს სივაჟკაცე კარგად გაიცნეს“.

დღეისათვის ცნობილია ესქილეს 79 ტრაგედიის დასახელება, აქედან სრული სახით ჩვენამდე მოაღწია შვიდმა. ესენია:

  1. „სპარსელები“;
  2. „მიჯაჭვული პრომეთე“ (არსებობს ვარაუდი, რომ მისი ავტორი იყო არა ესქილე, არამედ მისი შვილი 一 ევფორიონი);
  3. „შვიდნი თებეს წინააღმდეგ“;
  4. „მავედრებელი ქალები“;
  5. „აგამემნონი“;
  6. „ქოეფორები“;
  7. „ევმენიდები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Ф. Зел. Эсхил // Энциклопедический словарьСПб: Брокгауз — Ефрон, 1904. — Т. XLI. — С. 130–135.
  2. 2.0 2.1 Ярхо В. Н. Эсхил // Краткая литературная энциклопедияМосква: Советская энциклопедия, 1962. — Т. 8.
  3. 3.0 3.1 3.2 Н. Кун Эсхил // Электрофор — Эфедрин — 1933. — Т. 64. — С. 724–727.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 Эсхил // Малая советская энциклопедия / под ред. Н. Л. Мещеряков — 2 — Советская энциклопедия, 1936.
  5. Liddell H., Scott R., Stuart-Jones H. A Greek-English LexiconOUP, 1819.
  6. BeWeB