სალამინის ბრძოლა — საზღვაო ბრძოლა ბერძნებსა და სპარსელებს შორის, გაიმართა ძვ. წ. 480 წელს თერმოპილეს ბრძოლის შემდეგ.

სალამინის ბრძოლის რომანტიკული გამოსახულება, ვილჰელმ ფონ კაულბახი.

ბრძოლის მიმდინარეობა

რედაქტირება

ათენში შეჭრილ ქსერქსე I-ს სარდალ თემისტოკლეს აზრით ბერძნები ვერ გაუმკლავდებოდნენ. უმჯობესი იყო ბრძოლის გამართვა არა ხმელეთზე, არამედ ზღვაზე.

ათენის მოსახლეობამ ყურად იღო სარდლის რჩევა და ქალაქი დატოვა. ქალები, ბავშვები და მოხუცები უხიფათო ადგილას გაიხიზნენ. ბრძოლისუნარიანმა მამაკაცებმა ხომალდებით მიაშურეს კუნძულ სალამინს. იქ, თემისტოკლეს ჩანაფიქრით, სპარელებთან გადამწყვეტი ბრძოლა უნდა მომხდარიყო. დამპყრობლებმა დაცარიელებული ათენი ძვ. წ. 480 წელს გაძარცვეს, დაანგრიეს და გადაწვეს. თემისტოკლეს სურდა მტერი სალამინის ვიწრო სრუტეში შეეტყუებინა. გამჭრიახმა მხედართმთავარმა ასეთ ჭკვიანურ ხერხს მიმართა: ქსერქსესთან გაგზავნა თავისი უერთგულესი პირი. მან სპარსელთა მეფეს აცნობა, რომ ვითომ ბერძნები სალამინიდან გაქცევას აპირებდნენ. თემისტოკლეს წარგზავნილმა ქსერქსეს ურჩია შეტევა დაუყოვნებლივ დაეწყო. თუ ბერძნები კუნძულს დატოვებდნენ, მაშინ ქსერქსეს სხვადასხვა მხარეს გაფანტული მოწინააღმდეგის დევნა მოუწევდა და ომი დიდხანს გაგრძელდებოდა. ქსერქსეს არც კი უფიქრია, რომ ატყუებდნენ. მან მეორე დღესვე თავისი ფლოტი სალამინის სრუტეში შეიყვანა. სპარსელების დიდმა და მაღალმა ხომალდებმა ვიწრო სრუტე თითქმის გაავსეს. ელინთა პატარა და დაბალი ხომალდები ტრიერები კი სწრაფად და თავისუფლად დაცურავდნენ. ისინი მახვილი ცხვირით ეჯახებოდნენ სპარსელთა ხომალდებს და ლეწავდნენ.

დამარცხებული ქსერქსე თავისი რაზმის მეომრებთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Holland, Tom. Persian Fire: The First World Empire and the Battle for the West. — New York: Doubleday, 2005. — ISBN 0385513119
  • Lazenby J. F. The Defence of Greece 490–479 BCE. — Aris & Phillips Ltd, 1993. — ISBN 0-85668-591-7
  • Strauss, Barry. The Battle of Salamis: The Naval Encounter That Saved Greece—and Western Civilization. — New York: Simon and Schuster, 2004. — ISBN 0-7432-4450-8
  • Wallinga H. T. Xerxes` Greek Adventure: the naval perspective. — Leiden - Boston: Brill Academic Publishers, 2005. — 178 p. — ISBN 90-04-14140-5