თემისტოკლე (ძვ. ბერძნ. Θεμιστοκλῆς; დ. ძვ. წ. 524 — გ. ძვ. წ. 459) — ათენელი სახელმწიფო მოღვაწე, პოლიტიკოსი და მხედართმთავარი, ძვ. წ. 494-493 წლებში იყო ათენის პოლისის არქონტი. სახელი გაითქვა ბერძენ-სპარსელთა ომების მიმდინარეობისას. მისი ინიციატივით შედგენილმა საბრძოლო გეგმამ და ფლოტის რეორგანიზაციამ გარდამტეხი წვლილი შეიტანა ბერძნების გამარჯვებაში.

თემისტოკლე
დაბადების თარიღი ძვ. წ. 524
დაბადების ადგილი ფრეარიორი, დღევანდელი ფერიზა, ანავისოსთან ახლოს
გარდაცვალების თარიღი ძვ. წ. 459
გარდაცვალების ადგილი მაგნესია
კუთვნილება

ათენის პოლისი

აქემენიდური ირანი

წოდება ათენის არქონტი
ბრძოლები/ომები

ბერძენ-სპარსელთა ომები

სამხედრო რეფორმა

რედაქტირება

თემისტოკლეს სამხედრო რეფორმამ ათენელი საზოგადოებისთვის უფრო ღირებული გახადა ღარიბი მოქალაქეები, რომლებიიც ადრე ვერ ახერხებდნენ ჰოპლიტის აღჭურვილობის შეძენას და ამიერიდან ფლოტში მენიჩბეებადაც კი შეეძლოთ ემუშავათ. ამ რეფორმამ ასევე განამტკიცა ათენის დემოკრატია და კლისთენეს მიერ შემოღებული ისონომიის, ანუ კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის, ცხოვრებაში გატარება შეუქცევადი გახადა. ძვ. წ. 480 წელს სალამინის ბრძოლაში თემისტოკლეს სწორი სტრატეგიის შედეგად გამარჯვების შემდეგ ბერძნებმა გააგრძელეს სპარსელების წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლა. ამ ხნის მანძილზე თემისტოკლე ათენის პოლისის ფაქტობრივი მმართველი გახდა, რის გამოც დემოკრატიის წინსვლა შეფერხდა. ამის გამო ის 469 წელს, ოსტრაკიზმის შედეგად, ტირანიის დამყარების ბრალდებით, ათენში ყოფნა სამუდამოდ აუკრძალეს და გადაასახლეს არგოსში.

აქემენიდებთან მუშაობა

რედაქტირება
 
თემისტოკლე ქედს იხრის აქემენიანთა შაჰის, არტაქსერქსე I-ს წინაშე

თემისტოკლემ გაძევების შემდეგ სამსახური დაიწყო აქემენიანთა კარზე. მისი სარდლობით სპარსელები თავს დაესხნენ ეგეოსის ზღვის კუნძულებს, მაგრამ გარკვეული წარმატებების მიუეხედავად დამარცხდნენ ბერძნებთან ომში. თავად თემისტოკლე, ძვ. წ. 459 წელს, 65 წლის ასაკში გარდაიცვალა მაგნესიაში. თემისტოკლეს სურვილით, მისი ცხედარი მის მშობლიურ მხარეში, ატიკაში წაიღეს და დაწვეს.

ისტორიული რეპუტაცია

რედაქტირება

თემისტოკლეს გარდაცვალების მომენტში, ათენელები მას მიიჩნევდნენ ერის სირცხვილად და მოღალატედ. მისი რეპუტაცია 450-იან წლებში არქონტმა პერიკლემ აღადგინა. შემდგომში ჰეროდოტესა და თუკიდიდეს ნამუშევრებში თემისტოკლე ბერძნული ერთიანობის კულტად მოიხსენიება. თანდათანობით ათენელებიც მიხვდნენ დიდი სტრატეგოსისა და პოლიტიკოსის მნიშვნელობას. მისი სახელი არა მარტო ანტიკურ, არამედ შუა საუკუნეების ევროპაშიც შემორჩა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის იდეალად იქცა.

ანტიკური წყაროები

რედაქტირება

თანამედროვე წყაროები

რედაქტირება