ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ევფორიონი[2] (ბერძ. Εὐφορίω) 一 ძველი ბერძენი დრამატურგი, ტრაგიკოსი ესქილეს ვაჟი. [3] ზოგიერთი მკვლევარი მას მიიჩნევს ტრაგედიის 一 მიჯაჭვული პრომეთე 一 პოტენციურ ავტორად. ძვ. წ. 431 წელს ქალაქ დიონისიაში ჩატარებულ შეჯიბრებაში მან შეძლო და დაამარცხა ისეთი ძლიერი კონკურენტები, როგორებიც არიან სოფოკლე, რომელმაც დაიმსახურა მეორე ადგილი, და ევრიპიდე, რომელმაც მესამე ადგილი დაიკავა საკუთარი ტეტრალოგიის გაშუქებით, რომელშიც მისი ცნობილი პიესა 一 მედეა შედიოდა.[3][4] ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ პიესის 一 მიჯაჭვული პრომეთე 一 ავტორი არა ესქილე, არამედ მისი შვილი ევფორიონი იყო, ეს კი სხვადასხვა მიზეზით არის განმარტებული, რომელთაგან ერთ-ერთი მთავარი ისაა, რომ ესქილე საკუთარ ტრაგედიებში ზევსის განსხვავებულ ინტერპრეტაციას გვთავაზობდა 一 თუ ესქილე უზენაეს ღმერთს დიდი პატივისცემითა და მოწიწებით ახასიათებდა, ანალოგიური არ იყო დამახასიათებელი მისი შვილის შემოქმედებისთვის, ეს ნიუანსი კი ზემოხსენებულ პიესაში ცალსახად ჩანს და ამით იქმნება პარალელი ცნობილი კომიკოსის, არისტოფანეს შემოქმედებასთან, რაც მკვლევართა ნაწილს აფიქრებს, რომ ნაწარმოები გაცილებით ადრე, ძვ. წ. 415 წელს, ესქილეს გარდაცვალებიდან გაცილებით გვიან, უნდა შექმნილიყო. იმ შემთხვევაში, თუ პიესის 一 მიჯაჭვული პრომეთე 一 ავტორი მართლაც ევფორიონი იყო, მაშინ გამოვა, რომ ძველ საბერძნეთში სულ იყო ხუთი ტრაგიკოსი დრამატურგი, რომელთა ნაშრომებიც დღემდე შემორჩენილია. ესენი არიან: ესქილე, სოფოკლე, ევრიპიდე, ევფორიონი და ტრაგედიის 一 რეზუსი 一 ავტორი, თუ მისი ევრიპიდესთვის მიკუთვნება არასწორია.

ევფორიონი
დაბადების თარიღი ძვ. წ. V საუკუნე
დაბადების ადგილი ათენი, საბერძნეთი
გარდაცვალების თარიღი ძვ. წ. V საუკუნე
გარდაცვალების ადგილი ათენი, საბერძნეთი
საქმიანობა ტრაგედიების ავტორი[1]
მოქალაქეობა ძველი ათენი
ჟანრი ტრაგედია
ნათესავ(ებ)ი ესქილე (მამა)
  1. http://www.classics.upenn.edu/myth/php/tools/dictionary.php?method=did&regexp=1714&setcard=1&media=1&link=0
  2. ბერძნული და რომაული საკუთარი სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1985. — გვ. 44.
  3. 3.0 3.1 Ewans, M. (2007). „Medee: Benoit Hoffman and Luigi Cherubini“, Opera from the Greek: studies in the poetics of appropriation. Ashgate Publishing, გვ. 55. ISBN 978-0-7546-6099-6. 
  4. (1998) The complete idiot's guide to classical mythology. Penguin. ISBN 978-0-02-862385-6. 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ევფორიონი“-დან