თეოდოსიუს I, თეოდოსიუს დიდი (ლათ: Flavius Theodosius Augustus; დ. 11 იანვარი, 347 — გ. 17 იანვარი, 395) — რომის იმპერატორი 379–395 წლებში. თეოდოსიუსი ბოლო იმპერატორი იყო, რომელიც როგორც, აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ რომის იმპერიას მართავდა. მან ქრისტიანობა გამოაცხადა რომის იმპერიის ოფიციალურ რელიგიად. მართლმადიდებლური ეკლესია მას წმინდანად რაცხავს და წმინდა თეოდოსიუსის სახელით მოიხსენიებს. მისი გარდაცვალების შემდეგ იმპერია სამუდამოდ გაიხლიჩა მის ორ ვაჟს, არკადიუსსა და ჰონორიუსს შორის, რომელთაც შესაბამისად, აღმოსავლეთ და დასავლეთ რომის იმპერიები ხვდათ წილად.

თეოდოსიუს I
Imperator Caesar Flavius Theodosius Augustus

თეოდოსიუს I_ის პორტრეტი
რომის იმპერატორი
მმართ. წლები: 379392 (მხოლოდ აღმოსავლეთ რომის იმპერატორი); 392395 (მთლიანი იმპერია)
მმართ. დასაწყისი: 379 წლის 19 იანვარი (აღმოსავლეთ რომი); 395 წლის 15 მაისი (მთლიანი იმპერია)
მმართ. დასასრული: 395 წლის 17 იანვარი
წინამორბედი: ვალენტი აღმოსავლეთში; ვალენტინიანე II დასავლეთში
მემკვიდრე: არკადიუსი აღმოსავლეთში; ჰონორიუსი დასავლეთში
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 11 იანვარი, 347
დაბ. ადგილი: კოკო; თანამედროვე ესპანეთი
გარდ. თარიღი: 17 იანვარი, 395 (48 წლის)
გარდ. ადგილი: მედიოლანუმი; თანამედროვე იტალია

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: