სალამინი
სალამინი (ბერძ. Σαλαμίνα) — კუნძული საბერძნეთში, მდებარეობს ათენის ახლოს, სარონიკოსის ყურეში. შედის სარონიკის კუნძულების შემადგენლობაში. კუნძულის ფართობია 91,503 კმ²,[1] მოსახლეობა 39 283 ადამიანი (2011)[2] შედის ამავე სახელწოდების დიმის შემადგენლობაში, ატიკა. დიმის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი სალამინი.
მშობ. სახელი: Σαλαμίνα | |
---|---|
გეოგრაფია | |
კოორდინატები | 37°56′ ჩ. გ. 23°30′ ა. გ. / 37.933° ჩ. გ. 23.500° ა. გ. |
ფართობი | 91,503 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 375 მ |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 39 283 (2011) |
სიმჭიდროვე | 429,31 /კმ² |
ოფიციალური საიტი | salamina.gr |
ისტორია
რედაქტირებაძვ. წ. VII-VI საუკუნეებში კუნძულის დასაუფლებლად ხანგრძლივი ბრძოლა მიმდინარეობდა ათენსა და მეგარას შორის.
ძვ. წ. 480 წელს სალამინთან გაიმართა ანტიკურობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრძოლა, რომელშიც ბერძნებმა თემისტოკლეს ხელმძღვანელობით დაამარცხეს სპარსეთის ფლოტი.
სალამინი ასევე ცნობილია, როგორც აიაქსის კუნძული. აიაქსი იყო ჰომეროსის გმირი, რომელიც ხელმძღვანელობდა სალამინელებს ტროის ომში. ოსმალების მმართველობის პერიოდში კუნძულს ერქვა კულური.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ II: 7. Eπιφάνεια, πραγματικός και μόνιμος πληθυσμός των κατοικημένων νήσων της Eλλάδος, Πειραιάς, 2011, 46. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-13. ციტირების თარიღი: 2022-01-17.
- ↑ Δελτίο τύπου. Ανακοίνωση των αποτελεσμάτων της Απογραφής Πληθυσμού-Κατοικιών 2011 για το Μόνιμο Πληθυσμό της Χώρας. Ελληνική Στατιστική Αρχή (28 Δεκεμβρίου 2012). ციტირების თარიღი: 2017-06-04.