ბიზანტიონი (ბერძ. Βυζάντιον), იგივე ბიზანტიუმი (ლათ. Byzantium) — მეგარელთა ძველბერძნული ქალაქი-კოლონია თრაკიაში, ბოსფორის სრუტის სანაპიროზე. დაარსების თარიღად მიიჩნევა ძვ. წ. 667 წელი.

ბიზანტიონის მდებარეობა რუკაზე

ისტორია რედაქტირება

ბიზანტიონის ხელსაყრელმა მდებარეობამ ორი კონტინენტის შესაყარზე და მთავარ საზღვაო მაგისტრალზე შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებს შორის, ხელი შეუწყო მის აყვავებულ ქალაქად გადაქცევას. მისი ასეთი მდებარეობის გამო ის ხშირად ყოფილა მაშინდელი დიდი იმპერიების ქიშპობის საგანი და ბევრჯერაც დაურბევიათ. რომის იმპერიის შემადგენლობაში შესვლამ მისი როლი რამდენადმე დააკნინა, თუმცა, IV საუკუნის დასაწყისში ბიზანტიუმის მდებარეობა ხელსაყრელად მიიჩნია რომის იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა და 330 წელს იმპერიის დედაქალაქი აქ გადმოიტანა და მის პატივსაცემად ქალაქსაც კონსტანტინოპოლი დაერქვა. რომის იმპერიის ორად გაყოფის შემდეგ 1000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო მისი აღმოსავლეთი ნაწილის, იგივე ბიზანტიის იმპერიის სატახტო ქალაქი. ხოლო 1453 წლის შემდეგ, როდესაც იგი ოსმალებმა დაიკავეს, გახადა ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქი. ამ სტატუსით მან იარსება XX საუკუნის დასაწყისამდე. დღეს არის თურქეთის უდიდესი და ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი სტამბოლი.

დაარსება რედაქტირება

 
ძველი რომაული მონეტა ბიზასის გამოსახულებით

ბიზანტიონი დაარსებულია მეგარელების მიერ, რომლებმაც რამდენიმე წლით ადრე დააარსეს ქალკედონი. მეგარელთა ექსპედიციის წინამძღოლი იყო ბიზასი (იგივე - ბიზანტი), ნახევრად ღმერთის შვილი, რომელმაც ბოსფორის სრუტის დასაწყისში, ქალკედონის მოპირდაპირე სანაპიროზე, მოხერხებულ, გორაკებიან ადგილზე დააარსა ქალაქი ბიზანტიონი. სხვა ვერსიით ბიზასი იყო მეგარის მეფის შვილი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • ა. გელოვანი, მითოლოგიური ლექსიკონი, თბილისი, 1983 წ. გვ. 104.