იონია — ანტიკური მხარე, რომელიც ანატოლიის დასავლეთ სანაპიროს ცენტრალურ ნაწილს მოიცავს, შედის თურქეთის შემადგენლობაში. იგი იზმირთან ყველაზე ახლოს მდებარე რეგიონია, რომელსაც ისტორიულად იცნობდნენ, როგორც სმირნა. მოიცავდა იონიის კავშირის უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარე ტერიტორიებს. იონია ცენტრალიზებული სახელმწიფო არასდროს არ ყოფილა — მისი სახელი წარმოიშვა იონელთა ტომებიდან, რომლებიც არქაულ პერიოდში (ძვ. წ. 600-480) დასახლდნენ ეგეოსის ზღვის კუნძულებსა და ნაპირებზე. იონიაში მდებარე სახელმწიფოებისთვის ნიშანდობლივი იყო აღმოსავლეთ-ბერძნული ენის გამოყენების ტრადიცია.

იონია და ლიდია, დაახლ. ახ. წ. 50 წ.

თვით იონიას შეადგენდა მიწის მონაკვეთი სანაპიროს გაყოლებაზე, რომელიც ჩრდილოეთიდან იწყებოდა ფოკიაში, მდინარე ჰერმუსის პირას (ახლა მდინარე გედიზი) და გრძელდებოდა სამხრეთისკენ მდინარე მაეანდერამდე. მას ჩრდილოეთიდან ესაზღვრებოდა აეოლისი, აღმოსავლეთიდან ლიდია, ხოლო სამხრეთიდან — კარია. იონიაში მდებარე ქალაქებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს საბერძნეთსა და სპარსეთის იმპერიას შორის კონფლიქტში.

ბერძნული ტრადიციის მიხედვით, იონიის ქალაქები დაარსეს ეგეოსის ზღვის მოპირდაპირე მხრიდან მოსულმა კოლონისტებმა. ეს კოლონიები დაკავშირებულნი იყვნენ ატიკაში მცხოვრები იონელი ხალხის ლეგენდარულ ისტორიასთან, რომლის მიხედვითაც კოლონისტების მგზვრობას ხელმძღვანელობდნენ ნელეუსი და ანდროკლუსი — კოდრუსის, ათენის უკანასკნელი მეფის შვილები. ამ შეხედულების თანახმად, „იონელთა მიგრაცია“, როგორც მას მოგივანებით უწოდებდნენ ქრონოლოგები, ტროას ომიდან 140 წლის შემდეგ უნდა მომხდარიყო, ანუ ჰერაკლეიდელების მიერ პელოპონესში დაბრუნებიდან 6 წლის შემდგომ.[1][2]

გეოგრაფია

რედაქტირება

იონიის ტერიტორია ჩრდილოეთიდან აღმოსავლეთამდე არ აღემატებოდა 150 კმ-ს, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ — 60-იდან 90 კმ-ს, მიმასის ნახევარკუნძულისა (დღევანდელი კარაბურუნის რეგიონი) და ორი კუნძულის ჩათვლით. მისი სანაპირო იმდენად ჩახლართულია, რომ მგზავრობა პირდაპირი გზით გადაადგილებაზე 4-ჯერ მეტ ხანს საჭიროებდა. ამ ტერიტორიის ძირითად ნაწილს მთები იკავებს, მათ შორის ყველაზე ღირშესანიშნავია: მიმასი და კორიკუსი, [ქიოსის კუნძულის პირისპირ მდებარე ნახევარკუნძულზე; სიპილუსი-სმირნას ჩრდილოეთით; კორაქსი, სმირნას ყურედან სამხერთ-დასავლეთით და მიკალე, რომელიც ტროგილიუმის კონცხს ქმნის. ამ მთებს შორის არცერთი არ აღემატე 1,200 მეტრს.

გეოგრაფიულმა მდებარეობამ იგი ერთდროულად მომგებიან და წამგებიან სტრატეგიულ წერტილად აქცია. იონია მუდამ საზღვაოსნო სახელმწიფო იყო, მისი მოსახლეობა მშვიდობიან პერიოდებში თავს ირჩენდა ვაჭრობით. იონიის ნაპირი კლდიანი იყო, მის ტერიოტორიას ნაყოფიერი მიწების სიმწირე ახაიათებდა. სანაპიროსთან მდებარე ქალაქები იოლად დასაცავ პოზიციებში იყვნენ და ხელს უწყობდნენ ხმელეთისკენ მიმავალი ხეობების კონტროლს.

დემოგრაფია

რედაქტირება

ინფორმაცია იონიის ანტიკური დემოგრაფიის შესახებ ხელმისაწვდომია მხოლოდ ლიტერატურულ წყაროებში. ჰეროდოტეს მიხედვით, არსებობდა 12 ქალაქი-სახელმწიფო ჩრდილოეთ პელოპონესის იონურ მიწებზე — ამ ტერიტორიამ აქაიას სახელწოდება მიიღო, როდესაც აქაიანელებმა იონელები გამოდევნეს.[3] ამ ქალაქებს ერქვათ (სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ): მილეტი, მიუსი, ფრიენე, ეფესო, კოლოფონი, ლებედოსი, თეოსი, ერითრაე, კლაზომენა და ფოკა, სამოსსა და ქიოსთან ერთად. სმირნა გახდა იონური კოლონია მას შემდეგ, რაც კოლოფონელმა იონელებმა დაიპყრეს იგი.[4] მაგრამ ეს დასახლებები აქაიას ქალაქებს არ შეესაბამება. გარდა ამისა, ჰეროდოტეს დროინდელ აქაიაში დორიულ (კორინთიულ) ენაზე საუბრობდნენ, მაგრამ ჰომეროსის მიხედვით ეს ტერიტორია მიკენეს სამეფოს ნაწილს წარმოადგენდა, სადაც საუბრნობდნენ მიკენურ-ბერძნულზე, და არა დორიულზე. იმ შემთხვევაში, თუ იონელები გადმოსახლდნენ აქაიადან, მათ აქაია უნდა დაეტოვებინათ აღმოსავლურ-ბერძნული ენიდან დასავლურ-ბერძნულზე გადასვლის დროს ან მას შემდეგ.

არ არსებობს ისტორიული მონაცემი, რომელიც ადასტურებს იონელების არსებობას ბრინჯაოს ხანის ანატოლიაში, თუმცა ხეთური ტექსტები მიგვანიშნებენ აჰიაველი აქაიანელების არსებობაზე, [5] რომელთა ადგილმდებარეობა ზუსად ცნობილი არაა. მილეტი, და არაბერძნების მიერ დაარსებული სხვა ქალაქები, მიკენელი ბერძნების მიგრაცია განიცადა, რომლებსაც სავარაუდოდ აქაიანელების სახელით იცნობდნენ. არქეოლოგიური მტკიცებულებების არარსებობის გამო, არქაული იონიას მოსახლეობის სახელწოდება სავარაუდოდ აქაიანელთა მოსახლეობიდან წარმოიშვა, რაც ამ ტერიტორიის სხვა კოლონიზაციური მოვლენების შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Herodotus; The Histories of Herodotus|Histories, A. D. Godley (translator), Cambridge: Harvard University Press, 1920; ISBN 0-674-99133-8. Online version at the Perseus Digital Library.
  • Jan Paul Crielaard, "The Ionians in the Archaic period: Shifting identities in a changing world," in Ton Derks, Nico Roymans (ed.), Ethnic Constructs in Antiquity: The Role of Power and Tradition (Amsterdam, Amsterdam University Press, 2009) (Amsterdam Archaeological Studies, 13), 37–84.
  • Alan M. Greaves, The Land of Ionia: Society and Economy in the Archaic Period (Chichester/Malden, MA, Wiley–Blackwell, 2010).
  1. Smith, William (1857). Dictionary of Greek and Roman Geography: Volume II Iabadius-Zymethus. London: Walton and Maberly, გვ. Ionia pages 60–61. 
  2. „Ionia“. Encyclopædia Britannica. 1911.
  3. ჰეროდოტე, 1.145
  4. ჰეროდოტე, 1.143, 1.149–150.
  5. Mellink, Machteld J. (April 1983). "The Hittites and the Aegean World: Part 2. Archaeological Comments on Ahhiyawa-Achaians in Western Anatolia". American Journal of Archaeology. Archaeological Institute of America. 87 (2): 138–141. https://www.jstor.org/stable/504929