ასტარის რაიონი
ასტარის რაიონი (აზერ. Astara rayonu) — ადმინისტრაციული ერთეული აზერბაიჯანის სამხრეთ-აღმოსავლეთით. ცენტრი — ქალაქი ასტარა.
რაიონი | ||
---|---|---|
ასტარის რაიონი Astara rayonu | ||
ქვეყანა | აზერბაიჯანი | |
დაქვემდებარება | ლენქორანის ეკონომიკური რაიონი | |
ადმ. ცენტრი | ასტარა | |
კოორდინატები | 38°30′00″ ჩ. გ. 48°40′00″ ა. გ. / 38.50000° ჩ. გ. 48.66667° ა. გ. | |
მმართველი | გაზანფარ აღაევი | |
დაარსდა | 1930 | |
ფართობი | 616 კმ² | |
ოფიციალური ენა | აზერბაიჯანული | |
მოსახლეობა | 89 486 (2005) კაცი | |
სიმჭიდროვე | 140 კაცი/კმ² | |
ეროვნული შემადგენლობა | აზერბაიჯანელები, თალიშები და სხვა | |
სარწმუნოებრივი შემადგენლობა | მუსულმანები | |
სასაათო სარტყელი | UTC+4 | |
სატელეფონო კოდი | +994 195 | |
საფოსტო ინდექსი | AZ0700 | |
საავტომობილო კოდი | 07 | |
ოფიციალური საიტი | http://astara-ih.gov.az/ | |
| ||
ასტარის რაიონი შეიქმნა 1930 წლის 8 აგვისტოს. 1963 წლის 4 იანვარს გაუქმდა და ტერიტორია გადაეცა ლენქორანის რაიონს. 1965 წლის 6 იანვარს იგი აღდგა.
გეოგრაფია
რედაქტირებაესაზღვრება ჩრდილო-დასავლეთით ლერიქისა და ჩრდილო-აღმოსავლეთით ლენქორანის რაიონებთან, აღმოსავლეთით კი კასპიის ზღვით ირეცხება, სამხრეთითა და დასავლეთით ირანის ისლამურ რესპუბლიკას ესაზღვრება.
დასავლეთის რეგიონის რელიეფი მაღალმთიანი (თალიშისა და ფეშთაზარის ქედები), აღმოსავლეთით - დაბლობები (ლენქორანის დაბლობი). მაღალმთიან რაიონებში, მწვერვალები 2000 მეტრს აღწევს. მოიპოვება თიხა, მდებარეობს რამდენიმე მინერალური წყარო[1].
კასპიის ზღვის სანაპიროზე არის ქვიშიანი ადგილები. რეგიონის 37,4 ჰექტარი დაფარულია ტყეებით. მცენარეებისგან გამოირჩევა წაბლის მუხა, ლენქორანული ხერკინა, აბრეშუმა აკაცია, ძელქვა, ასევე რცხილა, თხილი, კაკალი, ცაცხვი და სხვა.
ლანდშაფტი წარმოდგენილია დაბლობით, მინდვრითა და მთის ტყით. ტყეში ცხოვრობენ დათვი, ველური კატა, ჯიქები, მელიები, ტურები, მაჩვები, მგლები, გარეული ღორი და სხვა. ფრინველებიდან — ხოხბები, ყანჩები, ბატები, იხვები, მტრედები, ფაფრები და სხვა. ტერიტორიაზე მდებარეობს ჰირკანის ეროვნული პარკი.
კლიმატი
რედაქტირებაკლიმატი ზომიერად ცხელია, ზაფხული მშრალია. კლიმატი ნოტიო სუბტროპიკულია დაბლობზე და მთისწინეთში. იანვრის საშუალო ტემპერატურა -1,5 დან 4 °С-მდე, 15 ივლისს - 25 °С. საშუალო წლიური ნალექი არის 1200-1750 მმ. მაღალმთიან რაიონში უამრავი მთის მდინარეა.
რეგიონის ცნობილი მდინარეებია ასტარაჩაი და თანგერუდი.
მოსახლეობა
რედაქტირება1976 წელს მოსახლეობის სიმჭიდროვე იყო 90,3 ადამიანი კმ², 2009 წელს ეს ციფრი იყო 155 ადამიანი კმ²[2].
2009 წლის მოსახლეობის მონაცემების მიხედვით მოსახლეობის 78 % ცხოვრობდა სოფლებში[3].
მოსახლეობის რაოდენობა | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1939 | 1959 | 1970 | 1976 | 1979 | 1989 | 1991 | 1999 | 2009 | 2013 | 2014 | 2018 |
28 963 | ↗30 666 | ↗47 103 | ↗55 600 | ↗59 653 | ↗69 315 | ↗70 900 | ↗84 319 | ↗96 230 | ↗101 200 | ↗102 600 | ↗108 367 |
ადმინისტრაციული მოწყობილობა
რედაქტირებაასტარის რაიონში აღმასრულებელი ხელისუფლების 15 წარმომადგენლობა და 50 მუნიციპალიტეტია.
ეკონომიკა
რედაქტირებასაბჭოთა პერიოდში სოფლის მეურნეობა ფართოდ იყო განვითარებული, განსაკუთრებით ჩაის, ციტრუსებისა და ბოსტნეულობის მოყვანა. 1975 წელს რეგიონში 15 სახელმწიფო ფერმა მუშაობდა.
ახლა რეგიონი ეკუთვნის ლენქორანის ეკონომიკურ რეგიონს. ასტარის რაიონი ძირითადად სოფლის მეურნეობითაა ცნობილი. რაიონში ყვავის მებოსტნეობა, ჩაის მოყვანა, მებაღჩეობა, მესაქონლეობა. ასტარის რაიონში 70 საფერმერო მეურნეობა, სადაც მოჰყავთ ჩაი, მანდარინები, ლიმონი, ფორთოხალი, ფეიხოა, პომიდორი, კომბოსტო, კიტრი, ბადრიჯანი, ბრინჯი, კარტოფილი[2].
რაიონში მოქმედებენ საერთაშორისო სატვირთო და ნავთობ ტერმინალები, მოდულური ელექტროსადგური, საერთაშორისო გაზის კომპრესორი სადგური, ორი საკონსერვო ქარხანა, თევზის საკონსერვო ქარხანა, აგურის, ღორღისა და ასფალტის ქარხნები, 3 ჩაის ქარხნა, 12 ბრინჯისა და 4 ფქვილის ქარხნები[1].
ინფრასტრუქტურა
რედაქტირებაალიათ-ასტარა-ირანის გზატკეცილით, ბაქო-ასტარის სარკინიგზო მაგისტრალის გავლით, ასტარა-რეშტ-ქაზვინის სარკინიგზო მაგისტრალისა და ჰაჯიქაბულ-ასტარა-აბადანის გაზსადენის მშენებლობა მიმდინარეობს[4].
რაიონში 18 ავტომატური სატელეფონო სადგური და 20 საფოსტო ოფისი მდებარეობს.
კულტურა
რედაქტირება1932 წლიდან რაიონში გამოიცემა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი „ასტარა“[5], ასევე ჟურნალი „ალოვი“. 1930 წელს რაიონის ტერიტორიაზე დაიწყო რადიო მაუწყებლობა[6].
ასტრას რაიონი მდიდარია არქიტექტურული ძეგლების რაოდენობით. რაიონის ერთ-ერთ სოფელში მდებარეობს ქალაქ ქირქთურბეს ნაშთები (X—XII სს), ასევე აჰმედ ინბ ქერიმის მავზოლეუმი, რომელიც თარიღდება 1472 წლით. გარდა ამისა რაიონში უამრავი მეჩეთია[1].
განათლება
რედაქტირება2009 წლისთვის რაიონში იყო 17 სკოლამდელი დაწესებულება, 63 საშუალო სკოლა, რომელშიც 17 764 მოსწავლე სწავლობდა იმ დროისთვის, სპეციალური საშუალო სკოლა, მუსიკალური სასწავლებელი, 55 კლუბი, მუზეუმები, ხელოვნების გალერეა და 80 ბიბლიოთეკა[1].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Astara rayonu // Azərbaycan Milli Ensiklopediyası / M. K. Kərimov. — Bakı: Azərbaycan Milli Ensiklopediyası, 2010. — Т. II.
- ↑ 2.0 2.1 Астара рајону // Азербайджанская советская энциклопедия: в 10 томах = Азәрбајҹан Совет Енсиклопедијасы (азерб.) / Ҹ. Гулијевин редаксијасы илә. — Б.: АСЕ-нын баш редаксијасы. — Т. 1. — С. 443—444.
- ↑ Общегосударственная перепись населения Азербайджана. 2009, Баку.
- ↑ Astara rayonu // Azərbaycan Milli Ensiklopediyası / M. K. Kərimov. — Bakı: Azərbaycan Milli Ensiklopediyası, 2007. — Т. Azərbaycan. (азерб.)
- ↑ “Astara” qəzetinin 85 illik yubileyi qeyd olunub
- ↑ Астара рајону // Азербайджанская советская энциклопедия: в 10 томах = Азәрбајҹан Совет Енсиклопедијасы (азерб.) / Ҹ. Гулијевин редаксијасы илә. — Б.: АСЕ-нын баш редаксијасы. — Т. 1. — С. 443—444.