PK ტყვიამფრქვევი
კალაშნიკოვის ტყვიამფრქვევი[2] — საბჭოთა წარმოების საყოველთაო დანიშნულების ტყვიამფრქვევი, რომელიც შემუშავებული იქნა 1961 მიხეილ კალაშნიკოვის მიერ SG-43-ის და DP ტყვიამფრქვევი-ის ჩანაცვლების მიზნით, იგი დღემდე იწარმოება რუსეთში და ფართოდ გამოიყენება რუსეთში,[3] როგორც ქვეითთა ასევე საარტილერიო და სატანკო ნაწილებში, ასევე გარკვეული რაოდენობა გამოიყენება ვერტმფრენებზე. პკ ლიცენზიით თუ ლიცენზიის გარეშე წარმოებული იქნა მრავალ ქვეყანაში, მათ შორის: ბულგარეთი, ჩინეთი, რუმინეთი, სერბეთი, უნგრეთი, უკრაინა და პოლონეთი.
PK | |
---|---|
ფინეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილი პკმ | |
ტიპი | საყოველთაო დანიშნულების ტყვიამფრქვევი |
სამსახურის ისტორია | |
შეიარაღებაშია | 1961–დღემდე |
იყენებენ | საბჭოთა კავშირი |
ომები და კონფლიქტები |
ინდოჩინეთის მეორე ომი |
წარმოების ისტორია | |
კონსტრუქტორი | მიხეილ კალაშნიკოვი |
შექმნის თარიღი | 1961 |
მწარმოებელი | 1961-დღემდე |
რაოდენობა | 1 მილიონზე მეტი |
ვარიანტები |
პკ |
მახასიათებლები | |
წონა | პკ: 9 კილოგრამი (ტყვიების ლენტის გარეშე), პკმ: 7.5 კილოგრამი (ტყვიების ლენტის გარეშე) |
სიგრძე | 1200მმ |
ლულის სიგრძე | პკმ:605მმ, პკტ:772მმ |
| |
ვაზნა | 7.62x54მმ |
სროლის ტემპი | პკ:650, პკტ:850-900 |
ჭურვის/ტყვიის საწყისი სიჩქარე | 825 |
დამიზნების მანძილი | პკმ:1000 მეტრი, პკტ:1500 მეტრი. |
მაქსიმალური მანძილი | 4000 მეტრი |
დატენვის სისტემა | 50 ტყვიიანი ლენტები, 100, 200 და 250 ტყვიის ტევადობის მქონე ლენტების ყუთები |
სამიზნეები | რკინის სტანდარტული სამიზნე, შესაძლებელია ოპტიკური და თერმული ოპტიკების დაყენება.[1] |
კონსტრუქციის აღწერა
რედაქტირებაპკ კონსტრუქციით საკმაოდ წააგავს კალაშნიკოვის სისტემის საიერიშო შაშხანებს, მათ შორის აღსანიშნავია საკეტი სისტემის მსგავსება, თუმცა პკ-ს საკეტი იმით განსხვავდება, რომ ის გახსნილია, ანუ საკეტში დამატებითი ტყვია არ ინახება, რაც ხელს უწყობს სხვადასხვა სახის ტექნიკური შემთხვევების პრევენციას. პკ ძალიან გამძლე ტყვიამფრქვევია, თავისმხრივ, ეს მარტივი სისტემის თამსახურებაა, თუმცა მეორესმხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ ტყვიამფრქვევი საკმაოდ სქელი, 1.5მმ სისქის მქონე მეტალისაგან მზადდება, რაც მას გამძლეობას მატებს.
ტყვიამფრქვევს გააჩნია რკინის სტანდარტული სამიზნეები, თუმცა მასზე ბევრი სხვადასხვა სახის ოპტიკის დაყენება შეიძლება. ეს დამოკიდებულია ტყვიამფქვევის ვარიანტზე, მაგალითად, პკნ-ზე შესაძლოა ღამის ხედვის და თერმული ოპტიკების დაყენება, თუმცა თანამედროვე წარმოების ბევრ პკ-ზე სამიზნეების დაყენება ძალიან მარტივია. ტყვიამფქვევის დაყენება, აგრეთვე შესაძლებელია სამფეხიან სადგამზე, რაც მას სტაბილურობას მატებს და სროლის მანძილის გაზრდას უწობს ხელს. პკმ-ის ზოგიერთი ვერსიის დამონტაჟება ასევე შესაძლებელია საზენიტო სადგამზე. თუმცა, თანამედროვე ავიაციის წინააღმდეგ პკ-ს თითქმის უძლურია სროლის დაბალი ტემპის და ტყვიის სისუსტის (ავიაციის წინააღმდეგ) გამო.
ვარიანტები
რედაქტირება- პკ - თავდაპირველი საწყისი ვარიანტი, წარმოებაში ჩაშვებული იქნა 1961 წელს.
- პკს - სამფეხიან 6T2 სადგამზე დასადგამი პკ, სადგამი იწონის 7.5 კილოგრამს და ზრდის ტყვიამფრქვევის სიზუსტეს დიდ მანძილზე.
- პკმ - პს-ს მოდერნიზებული ვერსია, შემსუბუქებული იქნა 1.5 კილოგრამით, ასევე შეცვილი იქნა ლულის დაბოლოების დიზაინი.
- პკმნ - პკმ-ის ვერსია, რომელზეც შესაძლებელია ნსპუ-3 და ნსმუპ ღამის ხედვის ოპტიკების დაყენება.
- პკმს - პკმ-ის ვერსია, რომელიც იდგევა 6T5 სამფეხიან დასადგამზე, რომელიც 4.5 კილოგრამს იწონის
- პკტ - ტანკებზე და ჯავშანტრანსპორტიორებზე დასაყენებელი ვერსია, გამოირჩევა უფრო გრძელი და გამძლე ლულით, გაზრდილია სროლის ტემპი და ეფექტიანი მოქმედების მანძილი, პკტ-ს, ასევე არ გააჩნია კონდახი და ისვრის ელექტრონული სასხლეტის საშუალებით.
- პკტმ - პკტ-ს მოდერნიზებული ვერსია.
- პკპ პეჩენეგი - ღრმად მოდერნიზებული ახალი წარმოების რუსული ვარიანტი, გამოირჩევა სრულიად ახალი შეცვლილი დიზაინის მქონე ლულით, რომლის მოხსნა შეუძლებელია, გაზრდილია წონა 8.2 კილოგრამამდე.
უცხოური ვარიანტები
რედაქტირება- ზასტავა მ84 - იუგოსლავიაში წარმოებული პკმ-ის ვარიანტი, განსხვავდება კონდახის და ლულის დიზაინით.
- ზასტავა მ86 - იუგოსლავიაში წარმოებული პკმტ-ს ვერსია.
- ტაიპ 80 - ჩინეთში წარმოებული პკმ-ია ასლი.
- მდ.66 - რუმინული წარმოების პკმ, გამოირჩევა მომატებული წონით 8 კილოგრამამდე.
- მგ-1მ - ბულგარული წარმოების პკმ, განსხვავდება ლულის დიზაინით.
- კმ-7,62 - უკრაინული წარმოების პკმ.
ოპერატორები
რედაქტირება- ავღანეთი
- ალბანეთი - გამოიყენება ჩინური წარმოების ტაიპ 80.
- აზერბაიჯანი
- ალჟირი
- ბანგლადეში
- ბოსნია და ჰერცეგოვინა
- ბელარუსი
- ბულგარეთი
- ბურკინა ფასო
- ბურუნდი
- გაბონი
- გაიანა
- გამბია
- გვინეა-ბისაუ
- ეგვიპტე
- ეთიოპია
- ზამბია
- ზიმბაბვე
- საქართველო — სტანდარტული საყოველთაო დანიშნულების ტყვიამფრქვევი ქართულ ჯარსა და პოლიციაში, შეიარაღებაშია საბჭოთა და ბულგარული წარმოების მრავალი ვერსია და გამოიყენება ყველა სახის საბრძოლო ბრიგადებში, მომავალში ჩანაცვლებული იქნება M240 ტყვიამფრქვევით.
- სერბეთი
- სლოვენია
- სირია
- სომხეთი - სტანდარტული საყოველთაო დანიშნულების ტყვიამფრქვევი სომხეთის არმიაში.
- სუდანი
- რუსეთი - სტანდარტული საყოველთაო დანიშნულების ტყვიამფრქვევი რუსეთის შეიარაღებულ ძალებში.
- ტანზანია
- ტაჯიკეთი
- უგანდა
- უკრაინა
- ქუვეითი - შეიარაღებაშია რუსული და იუგოსლავიური წარმოების ვარიანტები, ძირითადად გამოიყენება ტანკებზე და ჯავშანავტომობილებზე
- ყაზახეთი
- ყირგიზეთი
- ჩადი
- ჩინეთი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ორიგინალური მწარმოებლის საიტი დაარქივებული 2018-02-26 საიტზე Wayback Machine.
- Modern Firearms დაარქივებული 2005-08-01 საიტზე Wayback Machine.
- Modern Firearms—Pecheneg დაარქივებული 2008-04-08 საიტზე Wayback Machine.
- http://www.kalashnikov.ru/upload/medialibrary/637/nazvalsya-gruzdem.pdf
- http://www.kalashnikov.ru/upload/medialibrary/32b/ot-PK-kPKM.pdf
- Technical data, instructional images and diagrams of the PK machine gun (რუსული)
- Video of operation YouTube-ზე
- 7.62 mm Kalashnikov РК / PKS machine gun
- PKM/PKMS Kalashnikov modernized machine gun
- PKMT Kalashnikov modernized tank machine gun
- PKMB Kalashnikov modernized armored personnel carrier machine gun
- «Pecheneg» Kalashnikov infantry machine gun
- NATIONAL GROUND INTELLIGENCE CENTER Operator’s Manual PK-Series General-Purpose Machinegun (May 2005)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ (2010) „Sights“, Russian Close Combat Weapon. Moscow: Association "Defense Enterprises Assistance League". ISBN 978-5-904540-04-3.
- ↑ https://books.google.pl/books?id=q3cyBwAAQBAJ&pg=PT17&lpg=PT17&dq=pktm+machine+gun&source=bl&ots=AO90XJWvZr&sig=BcBzmgtvcPyNi8CwLQsOwwZ-hn8&hl=pl&sa=X&ved=0ahUKEwiTmLjl77jWAhWiAMAKHXfKAZMQ6AEIgAEwDw#v=onepage&q=pktm%20machine%20gun&f=false
- ↑ 7.62mm PKM Kalashnikov modernized machine gun. ციტირების თარიღი: 13 ნოემბერი, 2014.