სირიის სამოქალაქო ომი

სირიის სამოქალაქო ომი
არაბული გაზაფხულის ნაწილი

წითელი - მთავრობა მწვანე - აჯანყებულები და თურქეთის საოკუპაციო ძალები
ყვითელი - როჟავა თეთრი -ტაჰრირ-ალ-შამინაცრისფერი -ისლამური სახელმწიფო
თარიღი 2011 წლის 15 მარტიდან - დღემდე
მდებარეობა სირია
შედეგი მიმდინარეობს
მხარეები
სირიის დროშა სირია

მხარს უჭერს: რუსეთის დროშა რუსეთი (2015-დან)
ირანის დროშა ირანი (2013-დან)
ჰეზბოლა (2013-დან)

სირიის დროებითი მთავრობა
მხარს უჭერს:

თურქეთის დროშა თურქეთი
ტაჰრირ-ალ-შამი

როჟავა
მხარს უჭერს:

აშშ-ის დროშა აშშ

მეთაურები
ბაშარ ალ-ასადი ჯავად აბუ-ჰატაბი რიად დარარი
ძალები
ჯამში 142,000-მდე ჯამში 60 000-100 000-მდე 60,000–75,000 -მდე
დანაკარგები
65,187–100,187 ჯარისკაცი. 132,824–173,824 11 000
სირიის სამოქალაქო ომი ვიკისაწყობში

სირიის სამოქალაქო ომი, აგრეთვე ცნობილი როგორც სირიის კრიზისი (არაბ. الأزمة السورية)[1] — მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტი სირიაში ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების ერთგულ ძალებსა და მათ მოწინააღმდეგეთა შორის. არეულობა დაიწყო 2011 წლის 15 მარტს საპროტესტო აქციებით, რომლებიც აპრილისთვის უკვე მთელ ქვეყანაში გავრცელდა. ეს აქციები იყო ნაწილი უფრო ფართო ახლო აღმოსავლური საპროტესტო მოძრაობის, რომელიც ცნობილია არაბული გაზაფხულის სახელით. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის გადადგომას, რომლის ოჯახიც მართავს სირიას 1971 წლიდან, ასევე ბაასის პარტიის მმართველობის დასრულებას, რომელიც დაიწყო 1963 წელს.

2011 წლის აპრილში, სირიის არმია გამოვიდა აჯანყების ჩასახშობად და ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს აქციის მონაწილეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.[2] რამდენიმე თვიანი სამხედრო დაპირისპირების შემდეგ,[3] პროტესტი გადაიზარდა შეიარაღებულ აჯანყებაში. კონფლიქტი არის ასიმეტრიული და შეტაკებები მიმდინარეობს ბევრ ქალაქში მთელი ქვეყნის მასშტაბით.[4] 2013 წელს ჰეზბოლა შეუერთდა ომს სირიის არმიის მხარდასაჭერად.[5][6] სირიის ხელისუფლება ძალაში რჩება რუსეთის და ირანის სამხედრო მხარდაჭერის წყალობით, ხოლო კატარი და საუდის არაბეთი იარაღით ამარაგებენ ამბოხებულებს.[7] 2013 წლის ივლისისთვის, სირიის ხელისუფლება აკონტროლებდა ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 30-40 პროცენტს და სირიის მოსახლეობას 60 პროცენტს.[8] 2012 წლის გაეროს მოხსენებამ კონფლიქტი დაახასიათა, როგორც „ღიად სექტანტური ხასიათის მატარებელი“[9] დაპირისპირება ძირითადად სუნიტ მეამბოხეთა და ალავიტურ შაბიჰა მილიციასა და სხვა შიიტურ ჯგუფებს შორის,[10] მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციაც და სამთავრობო ძალებიც უარყოფენ ამას.[11][12]

გაეროს მიხედვით, დაღუპულთა რაოდენობამ გადააჭარბა 100 000-ს 2013 წლის ივნისში, და მიაღწია 120 000-ს 2013 წლის სექტემბერს.[13][14] გარდა ამისა, ათობით ათასი მომიტინგე იმყოფება ციხეში და არსებობს ანგარიშები, რომ სახელმწიფო ციხეებში ფართოდაა გავრცელებული წამება და ტერორი.[15] საერთაშორისო ორგანიზაციები ადანაშაულებენ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის ძალებს ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებში.[16] გაეროსა და საერთაშორისო ამნისტიის კვლევის მიხედვით, 2012 და 2013 წელს ამ დარღვევათა უმრავლესობას სირიის ხელისუფლება ახორციელებდა.[17][18][19][20][21] ჰუმანიტარული კატასტროფის სიმძიმე სირიაში უკვე გაახმოვანა გაერომ და მრავალმა საერთაშორისო ორგანიზაციამ. ოთხ მილიონზე მეტი სირიელი გახდა იძულებით გადაადგილებული, სამ მილიონზე მეტი სირიელი გაიქცა ქვეყნიდან და გახდა ლტოლვილი და მილიონობით მეტი დარჩა ცუდ საცხოვრებელ პირობებში საკვებისა და სასმელი წყლის დეფიციტით. სიტუაცია განსაკუთრებით მძიმეა ქალაქ მოადამია ალ-შამში, სადაც 12,000 მოსახლეობა სავარაუდოდ დაიღუპება შიმშილით 2013 წლის ზამთრში სირიის არმიის ბლოკადის გამო.[22]

ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევა დაფიქსირდა სირიაში ერთზე მეტჯერ, რამაც ძლიერი საერთაშორისო რეაქცია გამოიწვია.[23]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. الأزمة السورية
  2. We've Never Seen Such Horror. Human Rights Watch (1 June 2011).
  3. Bombardment of Syria's Homs kills 21 people (22 February 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 21 October 2013.
  4. „Syria what you need to know“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 სექტემბერი 2013. ციტირების თარიღი: 10 September 2013.
  5. Al Nusrah Front claims 3 more suicide attacks in Daraa (27 November 2012).
  6. Hezbollah's elite leading the battle in Qusayr region of Syria. Ya Libnan (22 April 2013).
  7. „In Turnabout, Syria Rebels Get Libyan Weapons“. 21 June 2013.
  8. Hubbard, Ben (17 July 2013). „Momentum Shifts in Syria, Bolstering Assad's Position“. The New York Times. ციტირების თარიღი: 10 August 2013.
  9. „UN says Syria conflict is 'overtly sectarian'. 20 December 2012.
  10. Sunni v Shia, here and there. Retrieved 14 September 2013
  11. Nasrallah says Hezbollah will not bow to sectarian threats. NOW News (14 June 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 დეკემბერი 2013. ციტირების თარიღი: 21 October 2013.
  12. Staff. (22 December 2012) Syria Opposition Contradicts U.N., Says Conflict not Sectarian. Naharnet. ციტირების თარიღი: 21 October 2013.
  13. More than 2,000 killed in Syria since Ramadan began. Timesofoman.com (2013-07-25). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-04. ციტირების თარიღი: 2013-08-27.
  14. France urges action on Syria, says 120,000 dead. Alliance News (25 September 2013). ციტირების თარიღი: 21 October 2013.
  15. Syria torture archipelago.
  16. Staff (24 May 2012). „UN human rights probe panel reports continuing 'gross' violations in Syria“. United Nations. ციტირების თარიღი: 12 September 2013.
  17. UN must refer Syria war crimes to ICC: Amnesty (13 March 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 აგვისტო 2013. ციტირების თარიღი: 21 October 2013.
  18. Laura Smith-Spark (16 March 2013). „Syrian general apparently defects, says morale among troops at a low“. CNN. ციტირების თარიღი: 21 October 2013.
  19. „Syrian troops committed war crimes, says UN report“. The Independent. 15 August 2012.
  20. Syrian govt forces and rebels committing war crimes-U.N. report (15 August 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 21 October 201.
  21. Commission of Inquiry on Syria: civilians bearing the brunt of the "unrelenting spiral of violence". Office of the United Nations High Commissioner for Human Rights (18 September 2012). ციტირების თარიღი: 21 October 201.
  22. Dagher, Sam. (2 October 2013) Syrian Regime Chokes Off Food to Town That Was Gassed. The Wall Street Journal.
  23. Obama: US cannot ignore Syria chemical weapons. BBC (7 September 2013).