ბაშარ ალ-ასადი (არაბ. بشار حافظ الأسد; დ. 11 სექტემბერი 1965, დამასკო, სირია) — სირიელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, სირიის პრეზიდენტი 2000 წლის 17 ივლისიდან - 2024 წლის 8 დეკემბრამდე.

ბაშარ ალ-ასადი
არაბ. بشار حافظ الأسد‎
ბაშარ ალ-ასადი არაბ. بشار حافظ الأسد‎
ბაშარ ალ-ასადი რუსეთში ვიზიტის დროს. 2015 წლის ოქტომბერი.
სირიის პრეზიდენტის დროშა სირიის პრეზიდენტი სირიის გერბი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 ივლისი, 2000 – 8 დეკემბერი, 2024
ვიცე-პრეზიდენტი  აბდულ ჰალიმ ქჰადამი
ზუჰაირ მაშარქა
ფარუკ ალ-შარა
ნაჯაჰ ალ-ატარი
პრემიერ-მინისტრი  მუჰამედ მერო
მუჰამედ ალ-ოთარი
ადელ საფარი
რიად ჰიდჯაბი
ომარ გალავანჯი
ვაელ ალ-ჰალკი
წინამორბედიჰაფეზ ალ-ასადი
აბდულ ჰალიმ ქჰადამი (მ/შ)

დაბადებული11 სექტემბერი, 1965 (1965-09-11) (59 წლის)
დამასკო
სირიის დროშა სირია
მოქალაქეობასირიის დროშა სირია
პოლიტიკური პარტიასირიის ბაასის პარტია
მამაჰაფეზ ალ-ასადი
დედაანისა მახლუფი
მეუღლეასმა ალ-ასადი
შვილებივაჟები: ხაფეზი და კარიმი
ქალიშვილი: ზეინი
განათლებადამასკოს უნივერსიტეტი
პროფესიაექიმი-ოფთალმოლოგი, სამხედრო
რელიგიაისლამი (ალავიტი)
ხელმოწერა
საიტიოფიციალური გვერდი

მოიგო უალტერნატივო საპრეზიდენტო არჩევნები 2000 წელს და 2007 წელს, და 2014 წლის 3 ივნისს არჩეულ იქნა პრეზიდენტად პირველი ალტერნატიულ არჩევნებში, ოფიციალური შედეგით 88,7 % -ით.[1][2] 2014 წლის არჩევნები მიმდინარეობდა სამოქალაქო ომის პირობებში და ბოიკოტირებულ იქნა ოპოზიციის მიერ. შედეგები არ არის აღიარებული ოპოზიციის მომხრე სახელმწიფოების მიერ.[3]

ბიოგრაფია

რედაქტირება
 
ასადების ოჯახი. მარცხნიდან მარჯვნივ: ჰაფეზ ალ-ასადი (მამა), ბაშარ ალ-ასადი, მაჰერ ალ-ასადი (ძმა), ანისა მაჰლუფი (დედა), მაჯიტი (ძმა), ბუშრა (და) და ბასილ ალ-ასადი (ძმა), 1970-იანი წლები
 
ასადების ოჯახი 1994 წელი. წინა პლანზე არიან ჰაფეზ ალ-ასადი და მისი მეუღლე ანისა. უკან, მარცხნიდან მარჯვნივ: მაჰერ ალ-ასადი, ბაშარი, ბასილ ალ-ასადი, მაჯიტი და ბუშრა

ბაშარ ალ-ასადი დაიბადა 11 სექტემბერს 1965 წელს დამასკოში. მამა, გენერალი ჰაფეზ ალ-ასადი იყო მეთაური სირიის საჰაერო ძალების და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის, მისი მეუღლე ანისა მაჰლუფი (1929-2016),[4] რომელიც რელიგიური უმცირესობის, ალავიტების წარმომადგენელია. მამა წარმოშობით არაბულ ალავიტურ ტომიდან არის, ტომის სახელია — კალბია, ხოლო დედა სხვა ასეთი ტომიდან არის — ჰადინი. როდესაც ბაშარი ჯერ კიდევ არ იყო ხუთი წლის, მისი მამა სახელმწიფო გადატრიალების შედეგად დაიკავა სირიის პრეზიდენტის პოსტი.

დაწყებითი და საშუალო განათლება ბაშარ ალ-ასადმა მიიღო ელიტურ არაბული-ფრანგულ ლიცეუმში "ჰურია" დამასკოში. 1982 წელს მან დაასრულა სწავლა ლიცეუმში და მიიღო ბაკალავრის ხარისხი, ხოლო 1988 წელს წარჩინებით დაამთავრა დამასკოს უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი სპეციალობით "ოფთალმოლოგი", რის შემდეგ იგი მუშაობდა სამხედრო ჰოსპიტალში.[5]

2024 წლის 8 დეკემბერს ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის დამასკოში და ჰომსში მიღწეული წარმატებების გამო დატოვა ქვეყანა და გაემგზავრა გაურკვეველი მიმართულებით.[6]

  1. Сирия переизбрала президентом Башара Асада
  2. Башар Асад вновь переизбран президентом Сирии
  3. „В Дамаске умерла мать Башара Асада“ (რუსული). Росбизнесконсалтинг. 2016-02-06.
  4. НАРГИЗ АСАДОВА (25.12.2006). „Башар Асад“ (რუსული). Еженедельник "Коммерсантъ". შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  5. ბაშარ ალ-ასადმა დამასკი დატოვა - მედია