კოდორის კრიზისი (2001)
კოდორის კრიზისი (2001) | |||||
---|---|---|---|---|---|
კოდორის ხეობა | |||||
თარიღი | 4 ოქტომბერი, 2001 - 18 ოქტომბერი, 2001 | ||||
მდებარეობა | კოდორის ხეობა, აფხაზეთი, საქართველო | ||||
შედეგი | აფხაზი სეპარატისტების გამარჯვება | ||||
მხარეები | |||||
| |||||
მეთაურები | |||||
| |||||
დანაკარგები | |||||
|
კოდორის კრიზისი — შეტაკება კოდორის ხეობაში, რომელიც დაიწყო 2001 წლის 4 ოქტომბერს, როდესაც აფხაზეთის თვით-გამოცხადებულ რესპუბლიკაში კოდორის ხეობიდან შეიჭრნენ ქართველი და ჩეჩენი მებრძოლები, ჰამზატ გელაევის მეთაურობით. შეტაკებების შედეგად 40-მდე ადამიანი დაიღუპა.[3] კრიზისი მსოფლიო მედიის ყურადღების მიღმა დარჩა იმ მიზეზით, რომ მსოფლიოს ყურადღება ძირითადად აშშ-ის ავღანეთზე შეტევაზე იყო გადატანილი.[2]
მიმდინარეობა
რედაქტირება2001 წლის 4 ოქტომბერს, ქართველი და ჩეჩენი მებრძოლები, ჰამზატ გელაევის მეთაურობით შიჭრნენ კოდორის ხეობაში საქართველოს მხრიდან. მათ შეტევა სოფელ გიორგიევსკოეზე მიიტანეს.
8 ოქტომბერს, ვერტმფრენი, რომელსაც გაეროს დამკვირვებლები გადაჰყავდა, ჩამოგდებულ იქნა. შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა.[4]
18 ოქტომბერს, აფხაზმა სეპარატისტებმა გამოაცხადეს, რომ კოდორის ხეობის მთელს დაბალ ზონას აკონტროლებდნენ და ჩეჩენ-ქართველი მებრძოლები ისევ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იყვნენ დაბრუნებულნი.[1]