რუსეთის კონსტიტუციური კრიზისი (1993)

(გადამისამართდა გვერდიდან რუსეთის 1993 წლის კონსტიტუციური კრიზისი)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

რუსეთის კონსტიტუციური კრიზისი — დაიწყო 1993 წლის 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტის ბორის ელცინის მიერ ქვეყნის აღმასრულებელი მთავრობის (სახალხო დეპუტატთა კონგრესი და უზენაისი საბჭო) დათხოვნის გამო, რომელიც მის მიერ ძალაუფლების კონსოლიდაციასა და არაპოპულარულ ნეოლიბერალურ რეფორმებს ეწინააღმდეგებოდა. ელცინის 21 სექტემბერის განკარგულება წინააღმდეგობაში მოდიოდა იმ დროისთვის ძალაში არსებულ კონსტიტუციასთან. 15 ოქტომბერს, კრიზისის დასრულების შემდეგ, მისი ბრძანებით დაინიშნა რეფერენდუმი ახალ კონსტიტუციაზე.

ბორის ელცინი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი იყო კრიზისის პერიოდში.

კონგრესმა უარყო ელცინის განკარგულება მთავრობის დათხოვნის გამო და მისი იმპიჩმენტის საშუალებით პრეზიდენტობიდან დათხოვნას უყარა კენჭი. მისი მოწინააღმდეგე, ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე რუცკოი, არსებული კონსტიტუციის თანახმად პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. 28 სექტემბერს ელცინის მთავრობის წინააღმდეგ საზოგადოებრივი პროტესტები დაიწყო მოსკოვის ქუჩებში, სადაც პირველი სისხლი დაიღვარა. არმია ელცინის კონტროლს ქვეშ დარჩა, რამაც განაპირობა კიდეც კრიზისის შედეგი. აღმასრულებელი მთავრობა რუსეთის პარლამენტის თეთრ სახლში ბარიკადებში მომწყვდეული აღმოჩნდა. მომდევნო კვირას, ანტი-ელცინის პტოტესტებმაც იწყო ზრდა, რაც 2 ოქტომბრისთვის მასობრივ სახალხო წინააღმდეგობაში გადაიზარდა. რუსეთი სამოქალაქო ომის მიჯნაზე აღმოჩნდა. ამ მომენტში უშიშროებისა და სამხედრო ელიტამ მხარი ელცინს დაუჭირა, იერიში მიიტანა პარლამენტზე სატანკო არტილერიის გამოყენებით, თითქმის დაანგრია რა შენობა და არჩეული კანონმდებლებისგან გაწმინდა იგი.

5 ოქტომბრისთვის ელცინის წინააღმდეგ შეიარაღებული წინააღმდეგობა ჩახშობილი იყო. ათ-დღიანი კონფლიქტი ყველაზე სისხლიანი ქუჩის ბრძოლა იყო მოსკოვში 1917 წლის ბოლშევიკთა რევოლუციის შემდეგ. მთავრობის ანგარიშით, კონფლიქტს შედეგად 187 ადამიანი მოკლული, ხოლო 437 კი დაჭრილი დარჩა (ურავლესობა კონგრესის მხარდამჭერები იყვნენ). ელცინი მისი განკარგულების ან ძალის გამოყენების გამო არასდროს გასამართლებულა.