NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩი

(გადამისამართდა გვერდიდან NBA-ის ყველა-ვარსკვლავის მატჩი)

NBA All Star თამაში პირველად ჩატარდა ბოსტონ გარდენში 1951 წლის 2 მარტს. მას შემდეგ ყოველ წლიურად ტარდება თამაში სადაც აღმოსავლეთ კონფერენციის საუკეთესო კალათბურთელებისგან შემდგარი გუნდი ეთამაშება დასავლეთ კონფერენციის საუკეთესო კალათბურთელების გუნდს.

კალათბურთელები ამჟამად ორნაირი ხერხით ირჩევიან: პირველი მათგანია როდესაც გულშემატკივრები ირჩევენ გუნდში დამწყებ მოთამაშეებს; რაც შეეხება მეორე გზას, გუნდების რეზერვები ირჩევა მწვრთნელების ხმების მიცემით, რომელიც კონფერენციების მიხედვით ადგენენ გუნდებს.[1] ასევე მწვთნელებს არ შეუძლიათ მისცენ ხმა საკუთარ კალათბურთელს. თუ რომელიმე კალათბურთელი მიიღებს ტრავმას ამორჩევის შემდეგ, მის შემცვლელს ირჩევს კომისია.

გუნდს, რომელსაც საუკეთესო შედეგი ექნება თითოეულ კონფერენციაში 31 იანვარს, მისი მწვრთნელი ავტომატურად გადადის აღმოსავლეთისა და დასავლეთის გუნდების მწვრთნელებად,[1] შესაბამისად კონფერენციისა.

გუნდების მწვრთნელები ირჩევიან 31 იანვარს, სადაც კონფერენციაში იმ დროისთვის მყოფი გუნდის მწვრთნელი ავტომატურად იკავებს კონფერენციის ნაკრების მწვრთნელის პოსტს. მიუხედავად ამისა, მწვრთნელს არ შეუძლია ზედიზედ ორჯერ იყოს All-Star მატჩში მწვრთნელის პოსტის რანგში.[1] ამას სხვანაირად რაილის კანონი ჰქვია, როდესაც ლეიკერსის მწვრთნელი პეტ რაილი იყო 1980-იან წლებში დასახელებული დასავლეთ გუნდის მწვრთნელად, უფრო კონკრეტულად კი 1982-1990 წლებში 9 სეზონის განმავლობაში 8 სეზონს მან ითავა ეს პოზიცია.

ყველა-ვარსკვლავის მატჩის ჩატარების იდეა გაჩნდა NBA-ის პრეზიდენტ მაურის პოდოლოფის, NBA-ის სახალხო დირექტორ ჰასკელ კოენის და ბოსტონ სელტიქსის მფლობელ უოლტერ ბრაუნის შეხვედრაზე. იმ დროს, კალათბურთის სამყარო მხოლოდ გადართული იყო კოლეჯის კალათბურთის მსგავსად ქულის მოჭრის სკანდალზე, ხოლო ამის დასაწყნარებლად და ხალხის ლიგისადმი ინტერესის შემოტრიალების მიზნით, კოენმა ურჩია ჩაეტარებინათ მატჩი ლიგის საუკეთესო მოთამაშეებით, რომელიც ბეისბოლის მთავარი ლიგის ყველა-ვარსკვლავის მატჩის მსგავსი იქნებოდა.[2] მიუხედავად ამისა, ბევრი ადამიანი, მათ შორის პოდოლოფი ამ იდეას პესიმისტურად უყურებდნენ, ხოლო ბრაუნი კი ამაში წარმატებას ხედავდა. მან ასევე შესთავაზა, რომ ყველა ხარჯი თამაშის შემოსავალით დაფარულიყო.[3] პირველ ყველა-ვარსკვლავის მატჩში, აღმოსავლეთის გუნდმა დაამარცხა დასავლეთის გუნდი ანგარიშით 111-94. ბოსტონ სელტიქსის ედ მაკლი დასახელებული იქნა პირველი ყველა-ვარსკვლავის მატჩის ყველაზე ღირებულ მოთამაშედ. მატჩმა წარმატებით ჩაიარა და სულ საბოლოოდ 10 094 მაყურებლის მოზიდვა შეძლო, რაც გაცილებით მეტი იყო, ვიდრე სეზონის საშუალო დასწრება იმ დროისთვის, რაც 3 500 იყო.[4]

All-Star მატჩთან დაკავშირებები

რედაქტირება

ხალხის ხმებით არჩევით ხდება მატჩისთვის დამწყები მოთამაშეების არჩევა, რომლებშიც შედიან 3 მოწინავე პოზიციაზე და 2 გარდის პოზიციაზე მოთამაშე ყოველი კონფერენციიდან. 2013 წლიდან ახალი ფორმატით წარდგება მატჩი, როდესაც ხალხი 2 ფორვარდს, 1 ცენტრს აირჩევს იმ 3 მოწინავე პოზიციის მოთამაშეებიდან.[5]

მატჩი ტარდება ნორმალური NBA-ის წესების მიხედვით, მაგრამ არის ასევე აღსანიშნავი განსხვავებები საშუალო მატჩიდან. მას შემდეგ რაც დამწყებ მოთამაშეებს ხალხის ხმის მიცემის მიხედვით ხდება, მოთამაშეები ზოგჯერ იწყებენ ტიპური პოზიციების მიხედვით. 2007 წელს, კობი ბრაიანტს და ტრეისი მაკგრედის ჰქონდათ 2 ყველაზე მაღალი ხმების ტოტალური რაოდენობა დასავლეთ კონფერენციის გარდის პოზიციაზე. ორივე მათგანი თამაშობს შუთინგ გარდის პოზიციაზე, ბრაიანტი რომელიც 198 სმ არის, დაიწყო თამაში როგორც პოინტ-გარდმა, რომელმაც ასევე შუთინგ გარდის პოზიციაც შეითავსა მისი გუნდისთვის.

მოთამაშეების წარდგენა თამაშისთვის ხდება აღსანიშნავი გარემოთი, რაშაც ასევე განათების ეფექტები, საცეკვაო მუსიკა და ფოიერვერკი უწყობს ხელს. სპეციალური ფორმები სპეციალურად ახლიდან იქმნება ყოველ წელს, ჩევულებრისამებრ წითელ ფორმას წითელ ფორმას დასავლეთს კონფერენციის, ხოლო ლურჯ ფორმას აღმოსავლეთ კონფერენციის გუნდები ხმარობენ, მაგრამ ასევე 1997-2002 წლების მატჩებში, მოთამაშეებს ჰქონდათ საშუალება სცმოდათ ის უნიფორმა, რომელსაც გუნდში ხმარობენ. 2009 წლამდე, კონფერენციის ფორმების ფერები იყო შედარებით ღია ფერის. მოთამაშეებს, რომლებიც ერთი და იგივე ნომრებს იყენებდნენ, ჰქონდათ საშუალება შეენარჩუნებინათ ან გაეცვალათ სხვა ნომერში (მაგ: პატრიკ იუინგის ცნობილი #33 მაგივრად ეცვა #3, რადგან იმ დროს ლარი ბირდი თამაშობდა იგივე ნომრით), მაგრამ 1997 წლიდან მოყოლებული, მოთამაშეებს რომლებიც ერთ გუნდში თამაშობენ, შეუძლიათ შეინარჩუნ ნომერი, თუნდაც მის თანაგუნდელს იგივე ჰქონდეს. მთავარი სიმღერები, რომელიც ტიპურად სრულდება არის „ო კანადა“ და „ვარსკვლავებით მოჭედილი დროშა“.

თამაშის მიმდინარეობის პროცესში, მოთამაშეები ცდილობენ ბრწყინვალე ჩატენვებით და ალეი-უპსით გაალამაზონ მატჩი. დაცვითი მხარეები მეტწილად შეზღუდულია და შესაბამისად მატჩის ბოლოს ანგარიში ძალიან მაღალია რეგულარული მატჩისგან განსხვავებით. მწვრთნელები ასევე ცდილობენ გამოიყენონ როტაცია და სათამაშო დრო მისცენ იმ მოთამაშეებს, რომლებიც მატჩს სკამზე ხვდებიან. მეოთხე მეოთხედში კი თამაში უფრო მეტად წარმატებულად სანახაობრივია, ვიდრე დანარჩენი პერიოდი, მით უმეტეს, თუ ანგარიში თანაბარია.

ნახევარი ტაიმის დამთავრების შემდეგ შესვენება ასევე გაცილებით დიდ ხნიანია, ვიდრე ტიპური NBA-ის მატჩში, რომლის დროსაც პოპულარული არტისტები გამოდიან. უახლოეს სტუმრებში მოწვეულები იქნებიან ისეთი მომღერლები, როგორებიც არიან ელტონ ჯონი, ბიონსე, მერაია კერი, აუთქასტი, ალიშა კისი, შაკირა, ჯონ ლეგენდი, რიანა, ნიკი მინაჯი და კრისტინა აგილერა.

თამაშების შედეგები

რედაქტირება

აღმოსავლეთ (East) კონფერენცია ლიდერობს დასავლეთზე (WEST) სერიებს ანგარიშით 36-25.

წელი შედეგი მასპინძელი არენა მასპინძელი ქალაქი თამაშის MVP
1951 East 111, West 94 ბოსტონ გარდენი ბოსტონი, მასაჩუსეტსი ედ მაკელი, (ბოსტონ სელტიქსი)
1952 East 108, West 91 ბოსტონ გარდენი (2) ბოსტონი, მასაჩუსეტსი (2) პოლ არიზინი, (ფილადელფია უორიორსი)
1953 West 79, East 75 Allen County War Memorial Coliseum ფორტ უეინი, ინდიანა ჯორჯ მიკანი, (მინეაპოლის ლეიკერსი)
1954 East 98, West 93 (OT) მედისონ სკვერ გარდენი ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი ბობ ქასი, (ბოსტონ სელტიქსი)
1955 East 100, West 91 მედისონ სკვერ გარდენი (2) ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი (2) ბილ შერმენი, (ბოსტონ სელტიქსი)
1956 West 108, East 94 Rochester War Memorial Coliseum როჩესტერი, ნიუ-იორკი ბობ პეტი, (სენტ-ლუის ჰოუქსი)
1957 East 109, West 97 ბოსტონ გარდენი (3) ბოსტონი, მასაჩუსეტსი (3) ბობ ქასი (2), (ბოსტონ სელტიქსი)
1958 East 130, West 118 სენტ-ლუის არენა სენტ-ლუისი, მისური ბობ პეტი (2), (სენტ-ლუის ჰოუქსი)
1959 West 124, East 108 Olympia Stadium დეტროიტი, მიჩიგანი ელჯინ ბეილორი, (მინეაპოლის ლეიკერსი); ბობ პეტი (3), (სენტ-ლუის ჰოუქსი)
1960 East 125, West 115 Convention Hall ფილადელფია, პენსილვანია უილტ ჩემბერლენი, (ფილადელფია უორიორსი)
1961 West 153, East 131 War Memorial at Oncenter სირაკუსი, ნიუ-იორკი ოსკარ რობერტსონი, ცინცინატი როიალზი
1962 West 150, East 130 St. Louis Arena (2) სენტ-ლუისი, მისური (2) ბობ პეტი (4), (სენტ-ლუის ჰოუქსი)
1963 East 115, West 108 LA Sports Arena ლოს-ანჯელესი, კალიფორნია ბილ რასელი, (ბოსტონ სელტიქსი)
1964 East 111, West 107 ბოსტონ გარდენი (4) ბოსტონი, მასაჩუსეტსი (4) ოსკარ რობერტსონი (2), ცინცინატი როიალზი
1965 East 124, West 123 St. Louis Arena (3) სენტ-ლუისი, მისური (3) ჯერი ლუკასი, ცინცინატი როიალზი
1966 East 137, West 94 Cincinnati Gardens ცინცინატი, ოჰაიო ადრიან სმიტი, ცინცინატი როიალზი
1967 West 135, East 120 Cow Palace კალიფორნია რიკი ბერი, (ფილადელფია უორიორსი)
1968 East 144, West 124 მედისონ სკვერ გარდენი (3) ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი (3) ჰელ გრისი, (ფილადელფია სიქსერსი)
1969 East 123, West 112 Baltimore Civic Center ბალტიმორი, მერილენდი ოსკარ რობერტსონი (3), ცინცინატი როიალზი
1970 East 142, West 135 The Spectrum ფილადელფია, პენსილვანია (2) უილის რიდი, (ნიუ-იორკ ნიქსი)
1971 West 108, East 107 San Diego Sports Arena სან-დიეგო, კალიფორნია ლენი უილკენსი, სიეტლ სუპერსონიქსი
1972 West 112, East 110 The Forum ინგლვუდი, კალიფორნია ჯერი ვესტი, (ლოს-ანჯელეს ლეიკერსი)
1973 East 104, West 84 Chicago Stadium ჩიკაგო, ილინოისი დეივ ქოვენსი, (ბოსტონ სელტიქსი)
1974 West 134, East 123 Seattle Center Coliseum სიეტლი, ვაშინგტონი ბობ ლენიერი, (დეტროიტ პისტონსი)
1975 East 108, West 102 Veterans Memorial Coliseum ფინიქსი, არიზონა უოლტ ფრეზიერი, (ნიუ-იორკ ნიქსი)
1976 East 123, West 109 The Spectrum (2) ფილადელფია, პენსილვანია (3) დეივ ბინგი, (ვაშინგტონ ბულეტსი)
1977 West 125, East 124 Milwaukee Arena მილუოკი, უისკონსინი იულიუს ირვინგი, (ფილადელფია სიქსერსი)
1978 East 133, West 125 Omni Coliseum ატლანტა, ჯორჯია რენდი სმიტი, (ბუფალო ბრეივზი)
1979 West 134, East 129 Pontiac Silverdome პონტიაკი, უისკონსინი დევიდ თომფსონი, (დენვერ ნაგეტსი)
1980 East 144, West 136 (OT) Capital Centre ლენდოვერი, მერილენდი ჯორჯ ჯერვინი, (სან-ანტონიო სპურსი)
1981 East 123, West 120 Coliseum at Richfield რიჩფილდი, ოჰაიო ნეით არჩიბალდი, (ბოსტონ სელტიქსი)
1982 East 120, West 118 Brendan Byrne Arena რუტერფორდი, ნიუ-ჯერსი ლარი ბირდი, (ბოსტონ სელტიქსი)
1983 East 132, West 123 The Forum (2) ინგლვუდი, კალიფორნია CA (2) იულიუს ირვინგი (2), (ფილადელფია სიქსერსი)
1984 East 154, West 145 (OT) McNichols Sports Arena დენვერი, კოლორადო ისაია თომასი, (დეტროიტ პისტონსი)
1985 West 140, East 129 Hoosier Dome ინდიანაპოლისი, ინდიანა რალფ სემფსონი, (ჰიუსტონ როკეტსი)
1986 East 139, West 132 Reunion Arena დალასი, ტეხასი ისაია თომასი (2), (დეტროიტ პისტონსი)
1987 West 154, East 149 (OT) Kingdome სიეტლი, ვაშინგტონი† (2) ტომ ჩემბერსი, სიეტლ სუპერსონიქსი
1988 East 138, West 133 Chicago Stadium (2) ჩიკაგო, ილინოისი (2) მაიკლ ჯორდანი, (ჩიკაგო ბულზი)
1989 West 143, East 134 Astrodome ჰიუსტონი, ტეხასი კარლ მელოუნი, (იუტა ჯაზი)
1990 East 130, West 113 Miami Arena მაიამი, ფლორიდა მეჯიკ ჯონსონი, (ლოს-ანჯელეს ლეიკერსი)
1991 East 116, West 114 Charlotte Coliseum შარლოტი, ჩრდილოეთ კაროლინა ჩარლზ ბარქლი, (ფილადელფია სიქსერსი)
1992 West 153, East 113 Orlando Arena ორლანდო, ფლორიდა მეჯიკ ჯონსონი (2), (ლოს-ანჯელეს ლეიკერსი)
1993 West 135, East 132 (OT) Delta Center სოლტ-ლეიკ-სიტი, იუტა კარლ მელოუნი (2), (იუტა ჯაზი); ჯონ სტოკთონი, (იუტა ჯაზი)
1994 East 127, West 118 თარგეთ ცენტრი მინეაპოლისი, მინესოტა სკოტი პიპენი, (ჩიკაგო ბულზი)
1995 West 139, East 112 America West Arena ფინიქსი, არიზონა (2) მიჩ რიჩმონდი, (საკრამენტო კინგსი)
1996 East 129, West 118 Alamodome სან-ანტონიო, ტეხასი მაიკლ ჯორდანი (2), (ჩიკაგო ბულზი)
1997 East 132, West 120 Gund Arena კლივლენდი, ოჰაიო გლენ რაისი, (შარლოტ ჰორნეტსი)
1998 East 135, West 114 მედისონ სკვერ გარდენი (4) ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი (4) მაიკლ ჯორდანი (3), (ჩიკაგო ბულზი)
1999 გაუქმდა 1998-1999 წლის "ლოკაუტის" გამო
თამაშის ჩატარება დაგეგმილი იყო First Union Center-ში, ფილადელფიაში, პენსილვანიის შტატში [6]
2000 West 137, East 126 The Arena in Oakland ოკლენდი, კალიფორნია ტიმ დანკანი, (სან-ანტონიო სპურსი); შაკილ ონილი, (ლოს-ანჯელეს ლეიკერსი)
2001 East 111, West 110 MCI Center ვაშინგტონი ალენ აივერსონი, (ფილადელფია სიქსერსი)
2002 West 135, East 120 First Union Center ფილადელფია, პენსილვანია (4) კობი ბრაიანტი, (ლოს-ანჯელეს ლეიკერსი)
2003 West 155, East 145 (2OT) ფილიფს არენა ატლანტა, ჯორჯია (2) კევინ გარნეტი, (მინესოტა ტიმბერვულვზი)
2004 West 136, East 132 სტეიფლზ ცენტრი ლოს-ანჯელესი, კალიფორნია (2) შაკილ ონილი (2), (ლოს-ანჯელეს ლეიკერსი)
2005 East 125, West 115 პეპსი ცენტრი დენვერი, კოლორადო (2) ალენ აივერსონი (2), (ფილადელფია სიქსერსი)
2006 East 122, West 120 Toyota Center ჰიუსტონი, ტეხასი (2) ლებრონ ჯეიმსი, (კლივლენდ კავალიერსი)
2007 West 153, East 132 Thomas & Mack Center ლას-ვეგასი, ნევადა* კობი ბრაიანტი (2), (ლოს-ანჯელეს ლეიკერსი)
2008 East 134, West 128 ნიუ-ორლეანს არენა ნიუ-ორლეანი, ლუიზიანა ლებრონ ჯეიმსი (2), (კლივლენდ კავალიერსი)
2009 West 146, East 119 US Airways Center ფინიქსი, არიზონა (3) კობი ბრაიანტი (3), (ლოს-ანჯელეს ლეიკერსი); შაკილ ონილი (3), (ფინიქს სანსი)
2010 East 141, West 139 Cowboys Stadium არლინგტონი, ტეხასი#† დუეინ უეიდი, (მაიამი ჰიტი)
2011 West 148, East 143 სტეიფლზ ცენტრი (2) ლოს-ანჯელესი, კალიფორნია (3) კობი ბრაიანტი (4), (ლოს-ანჯელეს ლეიკერსი)
2012 West 152, East 149 ემვეი ცენტრი ორლანდო, ფლორიდა (2) კევინ დურანტი, (ოკლაჰომა-სიტი თანდერი)
2013 West vs. East ტოიოტა ცენტრი [7] (2) ჰიუსტონი, ტეხასი (3) TBD
2014 West vs. East New Orleans Arena[8] (2) ნიუ-ორლეანი, ლუიზიანა (2) TBD
Note

სხვა All-Star ივენთები

რედაქტირება

ყველა-ვარსკვლავის მატჩი ასევე ასოცირდება ყველა-ვარსკვლავის კვირასთან, რომელიც ტარდება კვირა საღამოს. ყველა-ვარსკვლავის კვირეული ასევე მოიცავს ბევრ პოპულარულ თამაშს, სადაც ასევე მონაწილეობას იღებენ როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი მოთამაშეები, ასევე მოთამაშეები ქალთა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციიდან (WNBA) და NBA-ის განვითარების ლიგიდან (D-ლიგა).

აღნიშვნა

რედაქტირება
  1. მიუხედავად ამისა, ბრუკლინს არ უმასპინძლია ჯერ All-Star მატჩისთვის, ნიუ-იორკ სიტიში კი ჩატარებული იქნა მედისონ სკვერ გარდენის არენაში, რომელიც ნიუ-იორკ ნიქსის საშინაო არენაა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 „Anthony snubbed when All-Star reserves announced“. espn.com. Associated Press. February 1, 2007. ციტირების თარიღი: February 2, 2007.
  2. Goldstein, Richard. (July 3, 2000) Haskell Cohen, 86, Publicist; Created N.B.A. All-Star Game. The New York Times. The New York Times Company. ციტირების თარიღი: June 21, 2010.
  3. Forrester, Paul. (February 16, 2007) That's entertainment; Counting down the top 15 All-Star Weekend moments. Sports Illustrated. Time Warner Company. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 2, 2012. ციტირების თარიღი: June 21, 2010.
  4. Penikis, Andrejs. 57 Memorable All-Star Moments–1950s. NBA.com. Turner Sports Interactive, Inc. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 5, 2009. ციტირების თარიღი: June 21, 2010.
  5. Beck, Howard (October 24, 2012). „The All-Star Center is Officially Extinct“. New York Times. ციტირების თარიღი: October 24, 2012. ციტატა: „The N.B.A., bowing to new realities in a multi-positional era, has eliminated “center” from its All-Star ballots for the 2012-13 season. Instead, fans will vote for three frontcourt players and two guards.“
  6. Steele, David. (December 9, 1998) NBA Drops All-Stars — What's Left? February game in Philly latest casualty of lockout. San Francisco Chronicle. Hearst Communications Inc. ციტირების თარიღი: December 17, 2008.
  7. Houston to host NBA All-Star 2013
  8. AP source: 2014 NBA All-Star Game to be in New Orleans. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2012-12-07.