Hortiboletus rubellus
Hortiboletus rubellus — სოკოს სახეობა ჰორტიბოლეტუსის გვარისა. 2010-იან წლებამდე ხავსის სოკოს გვარში შედიოდა.
Hortiboletus rubellus | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Hortiboletus rubellus (Krombh.) Simonini, Vizzini & Gelardi (2015) | |||||||||||||
|
საჭმელი სოკოა, თუმცა ხშირად ჭიანდება. იხმარება ახალი. გავრცელების არეალი მოიცავს ჩრდილოეთ ამერიკას, ევროპას, აზიასა და ავსტრალიას. იზრდება ფოთლოვან ტყეებში ზაფხულიდან შემოდგომამდე. მიკორიზას უპირატესად წარმოქმნის მუხასთან.
სოკო პირველად აღწერა გერმანელმა მიკოლოგმა იულიუს ვინცენც ფონ კრომბჰოლცმა 1836 წელს როგორც Boletus rubellus.[1] მიმდინარე ბინომიალური სახელწოდება მიანიჭეს იტალიელმა მიკოლოგებმა მატეო გერალდიმ, ჯანპაოლო სიმონინიმ და ალფრედ ვიცინიმ 2015 წელს.[2]
სამეცნიერო სინონიმები:
აღწერა
რედაქტირებაქუდის დიამეტრი — 5-10 სმ-მდე, ხორცოვანი, თავიდან ბალიშისებრ-ამოზნექილი, სიმწიფეში მუქი-წითელი, ხშირად მალინისფერი ან ყავისფერი ელფერით, კიდეებთან ზოგჯერ მოყვითალო. კანი არ სცილდება ქუდს,[3] თავიდან ხავერდოვან-ქეჩისებრი, სიმწიფეში ოდნავ დაბზარული.[4]
ჰიმენოფორი — (მილებიანი შრე) ყვითელი, სიმწიფეში მკრთალი მუქი ყვითელი ან ზეთისხილსფერი ელფერით. ფორები ფართე, კუთხოვანი. ხელის დაჭერისას ნელა ლურჯდება.[5]
რბილობი — თავიდან მკვრივი, მოგვიანებით რბილი, ყვითელი ფერის, გაჭრისას ან გადატეხვისას ლურჯდება. ხილის სუნითა და სასიამოვნო ოდნავ მომჟავო გემოთი. ზოგიერთი წყარო საპნის გემოს ადარებს.[6]
ფეხი — ცილინდრული ან ძირისკენ შევიწროებული, 3-10 სმ სიმაღლის და 1 სმ სიგანის, მთლიანი, ბოჭკოვანი, ფეხის ფერი ქუდის ქვემოდან ყვითელია, ხოლო ძირისკენ მალინისფერ-ვარდისფერი, მოწითალო ან წითელ-ყავისფერი, მცირე ზომის ქერცლებით.
სპორების ფხვნილი — ზეთისხილისფერ-ყავისფერი, სპორები — ელიფსისებურ-თითისტარისებრი, 10-13×4-5 მკმ. ცისტიდები მეტ-ნაკლებად მრავალრიცხოვანი, 60×12,5 მკმ.
გავრცელება და ეკოლოგია
რედაქტირებაიშვიათი სოკოა. სითბომოყვარულია. იზრდება ნიადაგზე ჯგუფებად და რიგებად ფოთლოვან და შერეულ ტყეებში (ზოგჯერ პარკებსა და ბაღებში), ბალახიან ადგილებში ან ხავსზე. მიკოროზას წარმოქმნის მუხასთან, იშვიათად ცაცხვთან.
გავრცელების არეალი მოიცავს ჩრდილოეთ ამერიკას (აშშ, კანადა, მექსიკა, სალვადორი, ჰონდურასი) ევროპას (ესპანეთი, საფრანგეთი, ცენტრალური ევროპა, იტალია, ბრიტანეთი, სკანდინავია, პოლონეთი, უკრაინა და ა.შ.), აზიასა (რუსეთი, პაკისტანი, ინდოეთი, ჩინეთი, ტაილანდი, იაპონია) და ავსტრალიას.
სოკო შეტანილია ნიდერლანდების გადაშენების პირას მყოფი სახეობების ნუსხაში.
მსგავსი სახეობები
რედაქტირებაკვებითი ღირებულება
რედაქტირებასაჭმელი სოკოა. ახასიათებს სასიამოვნო სუნი და გემო, თუმცა ხშირად დაჭიანებულია. როგორც წესი, საჭმელად იხმარება ახალი. მომზადებამდე სასურველია მილებიანი შრის მოშორება მწიფე ეგზემპლარებიდან. ზოგიერთ წყაროზე დაყრდნობით ახასიათებს საპნისმაგვარი გემო.[6] გაშრობის შემდეგ მუქ ფერს იძენს.
იგი ხშირად ინფიცირდება ობის სოკოთი Hypomyces chrysospermus. ასეთი დაობებული სოკო საჭმელად უვარგისია, შესაძლოა გამოიწვიოს მოწამვლა.[9][10]
გალერეა
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Hortiboletus rubellus“ ვიკისაწყობში.
- Hortiboletus rubellus Index Fungorum-ზე (ინგლისური)
- Hortiboletus rubellus MycoBank-ზე (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Krombholz, 1836, Naturgetreue abbildungen und beschreibungen der essbaren, schädlichen und verdächtigen schwämme vol 5, sid. 12.
- ↑ Vizzini A. (May 26, 2015). „Nomenclatural novelties“. Index Fungorum (244): 1.
- ↑ M. Svrcek, B. Vancura, Grzyby środkowej Europy, 1987, ISBN 83-09-01181-4.
- ↑ Trudell, Steve; Ammirati, Joe (2009) Mushrooms of the Pacific Northwest, Timber Press Field Guides. Portland, OR: Timber Press, გვ. 218. ISBN 978-0-88192-935-5.
- ↑ Сержанина Г. И., Шляпочные грибы Белоруссии, Минск: Наука и техника, 1984.
- ↑ 6.0 6.1 Roger Phillips (2006). Mushrooms. Pan MacMillan. p. 282. ISBN 0-330-44237-6.
- ↑ Bruno Cetto: „Der große Pilzführer”, vol. 1, ed. a 5-a, Editura BLV Verlagsgesellschaft, München, Berna, Viena 1979, p. 524-525, ISBN 3-405-12116-7
- ↑ Hans E. Laux: „Der große Pilzführer, Editura Kosmos, Halberstadt 2001, p. 66-67, ISBN 978-3-440-14530-2
- ↑ Arora, David (1986). Mushrooms demystified: a comprehensive guide to the fleshy fungi, 2nd, Berkeley: Ten Speed Press, გვ. 883. ISBN 0-89815-169-4.
- ↑ Roger Phillips (2006). Mushrooms. Pan MacMillan, გვ. 352. ISBN 0-330-44237-6.