იულიუს ვინცენც ფონ კრომბჰოლცი

(გადამისამართდა გვერდიდან Krombh.)

იულიუს ვინცენც ფონ კრომბჰოლცი (გერმ. Julius Vincenz von Krombholz; დ. 19 დეკემბერი, 1782, ობერპოლიცი — გ. 2 ნოემბერი, 1843, პრაღა) — გერმანელი ექიმი და მიკოლოგი, ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი, კარლის უნივერსიტეტის რექტორი, გერმანიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი.

იულიუს ვინცენც ფონ კრომბჰოლცი
დაბ. თარიღი 19 დეკემბერი, 1782(1782-12-19)[1] [2]
დაბ. ადგილი Horní Police
გარდ. თარიღი 1 ნოემბერი, 1843(1843-11-01)[2] (60 წლის)
გარდ. ადგილი პრაღა, ბოჰემიის სამეფო, ავსტრიის იმპერია[1] [2]
დასაფლავებულია ოლშანკის სასაფლაო[3]
მოქალაქეობა  ავსტრიის იმპერია
საქმიანობა ბოტანიკოსი, ექიმი[2] , პედაგოგი, პროფესორი და მიკოლოგი[4]
მუშაობის ადგილი კარლის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი კარლის უნივერსიტეტი

მისი სტანდარტული საავტორო ბოტანიკური შემოკლებაა Krombh.[5]

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1872 წლის 19 დეკემბერს ქალაქ ობერპოლიცში, ჩეხეთში. 1803 წელს ჩაირიცხა სამედიცინო ფაკულტეტზე კარლის უნივერსიტეტში (პრაღა). 1811-1814 წლებში მუშაობდა პროზექტორად ანატომიის ინსტიტუტში. 1814 წელს მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. აგრეთვე, დაინიშნა თეორიული ქირურგიის ფროფესორად. 1820 წელს გახდა კარლის უნივერსიტეტის მედიცინისა და პათოლოგიის პროფესორი. 1825-1836 წლებში მუშაობდა პრაღის სამედიცინო სასწავლებელში. 1830-იანებში, ქოლერის ეპიდემიის პერიოდში რამდენიმე ჰოსპიტალის დირექტორი იყო. 1831 წელს დაინიშნა კარლის უნივერსიტეტის რექტორად.[6] მოგვიანებით, კრომბჰოლცი მიკოლოგიით დაინტერესდა. მისი ნაშრომი Naturgetreue Abbildungen und Beschreibungen der Schwämme (გამოდიოდა 1831 წლიდან), არის პირველი ატლასი, რომელშიც აღწერილი იყო თანამედროვე ჩეხეთის სოკოები. 1838 წელს აირჩიეს გერმანიის (ლეოპოლდინა) მეცნიერებათა აკადემიის წევრად.[7]

იულიუს კრომბჰოლცი გარდაიცვალა 1843 წლის 2 ნოემბერს (სხვა ცნობებით — 1 ნოემბერს) პრაღაში. ატლასის ბოლო სამი ტომი კრომბჰოლცის გარდაცვალების შემდეგ გამოიცა.

რჩეული ნაშრომები

რედაქტირება
 
ამანიტას გვარის სოკოები კრომბჰოლცის ნაშრომში Naturgetreue Abbildungen und Beschreibungen der Schwämme.
  • Krombholz, J.V. von Conspectus fungorum esculentorum. ed. 1, 1820 — 38 pp., ed. 2, 1821 — 40 pp.
  • Krombholz, J.V. von Naturgetreue Abbildungen und Berschreibungen der Schwämme. 10 pts., 1831—1846.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Bolzano. Julius Vincenz von Krombholz // Abhandlungen der Königlich Böhmischen Gesellschaft der Wissenschaften ser. 5.4. — 1847. — С. 9—51.
  • Stafleu, F.A., Cowan, R.S. Taxonomic Literature. — Utrecht: Bohn, Scheltema & Holkema, 1979. — Vol. 2. — P. 678—679.
  1. 1.0 1.1 Czech National Authority Database
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Dr. Constant v. Wurzbach Krombholz, Vincenz Julius Edler von // Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich: enthaltend die Lebensskizzen der denkwürdigen Personen, welche seit 1750 in den österreichischen Kronländern geboren wurden oder darin gelebt und gewirkt habenWien: 1856. — ტ. 13. — S. 247.
  3. BillionGraves — 2011.
  4. ŽivaAcademia, 1853. — გამ. 6/2021. — ISSN 0044-4812
  5. Julius Vincenz von Krombholz (1782 - 1843) - a brief biography en. first-nature.com. ციტირების თარიღი: 2018-10-12.
  6. ADB:Krombholz, Vincenz Julius Edler von Allgemeine @ Deutsche Biographie, წაკითხვის თარიღი: 29 ოქტომბერი, 2022
  7. Mitgliedseintrag von Julius Vincenz von Krombholz bei der Deutschen Akademie der Naturforscher Leopoldina, abgerufen am 24. Juli 2022.