მწარე დუმასოკო
მწარე დუმასოკო (ლათ. Chalciporus piperatus) — ქალციპორუსის გვარის სოკო ბოლეტუსისებრთა ოჯახისა.
მწარე დუმასოკო | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Chalciporus piperatus (Bull.) Bataille (1908) | |||||||||||||||
|
სოკო გავრცელებულია მთელ ჩრდილოეთ ზომიერ სარტყლებში. პირველად აღწერა ფრანგმა მიკოლოგმა პიერ ბიულიარმა 1790 წელს როგორც Boletus piperatus.[1]
სამეცნიერო სინონიმები:[2]
აღწერა
რედაქტირებაქუდის დიამეტრი 2-7 სმ-მდე აღწევს. ზედაპირი — ხავერდოვანი, ამოზნექილი ან ბრტყელი. კანი ადვილად სცილდება ქუდს, ნესტიან ამინდში ლოროწვანია.[3] მოყავისფრო ან მოყვითალო-ყავისფერი.
ფორების შრე ფეხთანაა შეზრდილი ან ოდნავ დაღმავალია, მსხვილკუთხიანია და ახასიათებს არასწორი ნასვრეტები.[4]
ფეხის სიგრძე — 3-8 სმ, სიგანე — 0,3-1,5 სმ., ცილინდრული, ძირისკენ დაწვრილებული, მურა ან მოწითალო-ოქროსფერი, ძირში ყვითელი ფერის.
რბილობი მოვარდისფრო-მოყვითალოა, გაჭრისას ოდნავ წითლდება. განსაკუთრებული სუნის გარეშე. ახასიათებს წიწაკის მწარე გემო.
სპორები თითისტარისებრია, მოყვითალო მურა. საშუალო ზომა 9,5×4,5 მკმ.
ეკოლოგია და გავრცელება
რედაქტირებაიზრდება ფიჭვნარევ წიწვოვან ტყეებში, იშვიათად — ნაძვნარში, შერეულ და ფოთლოვან ტყეებში. გავრცელებულია მთელ ჩრდილოეთ ზომიერ სარტყლებში — ევროპაში, რუსეთის ევროპულ ნაწილში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ურალში, ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში. აღმოჩენილია ტასმანიაზეც. როგორც წესი იზრდება ერთეულებად ან 2-3 ეგემპლიარად, ზაფხულ-შემოდგომით.[4]
გამოყენება
რედაქტირებასაჭმელ სოკოდ ითვლება, თუმცა ზომაზე მეტად ცხარეა. იტალიელი შეფ-პოვარი ანტონიო კარლუჩო ურჩევს მომხმარებლებს მწარე დუმასოკო მხოლოდ და მხოლოდ სხვა სოკოებისთვის არომატის მისაცემად გამოიყენონ. ბევრ ქვეყანაში სუნელად იყენებენ.[5] კუჭის პრობლემების რისკის შესამცირებლად საჭიროა მისი სათანადოდ მომზადება, რის შემდეგაც სოკო კარგავს წიწაკის ცხარე გემოს.[6] ზოგიერთი სახელმძღვანელო მას არასაჭმელ სოკოდ მიიჩნევს.[7][8] აგრეთვე მის ნაყოფსხეულს სხვა სოკოების მოსართავად იყენებენ.
მსგავსი სახეობები
რედაქტირება- Chalciporus piperatoides — იზრდება ჩრდილოეთ ამერიკის ტყის მასივში. აქვს ნაკლებად ცხარე გემო, მწარე დუმასოკოსაგან განსხვავებით, გაჭრის ან დაზიანების შემთხვევაში ლურჯდება.
- Suillus bovinus — საჭმელი სოკო უფრო დიდი ზომის ნაყოფსხეულით. ფორები ზეთისხილისფერ-ყავისფერია, მწარე გემოს გარეშე.
გალერეა
რედაქტირება-
ილუსტრაცია
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Chalciporus piperatus — Mycoweb
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Bulliard F. (1790). Herbier de la France (French). Paris: Chez l'auteur, Didot, Debure, Belin.
- ↑ Chalciporus piperatus (Bull.) Bataille, Bulletin de la Société d'Histoire Naturelle du Doubs, 15: 39, 1908. MycoBank. International Mycological Association. ციტირების თარიღი: 14 მაისი, 2013.
- ↑ (2005) The Great Encyclopedia of Mushrooms. Cologne: Könemann, გვ. 24. ISBN 978-3-8331-1239-3.
- ↑ 4.0 4.1 ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 63, ISBN 99940-856-1-1.
- ↑ Carluccio A. (2003). The Complete Mushroom Book. London: Quadrille, გვ. 34. ISBN 978-1-84400-040-1.
- ↑ Lincoff GH. (2000). National Audubon Society Field Guide to Mushrooms. New York: Alfred A. Knopf, გვ. 571. ISBN 978-0-394-51992-0.
- ↑ (1977) Fungi of Northern Europe 1: Larger Fungi (Excluding Gill-Fungi). Harmondsworth: Penguin, გვ. 106–07. ISBN 978-0-14-063005-3.
- ↑ (2011) The Book of Fungi. Chicago: University of Chicago Press, გვ. 343. ISBN 978-0-226-72117-0.