სემიუელ ფრედერიკ გრეი
სემიუელ ფრედერიკ გრეი (ინგლ. Samuel Frederick Gray; დ. 10 დეკემბერი, 1766, ლონდონი — გ 12 აპრილი, 1828, იქვე) — ბრიტანელი ქიმიკოსი, ფარმაკოლოგი, ბოტანიკოსი და მიკოლოგი. ზოოლოგების, ჯონ ედვარდ გრეისა და ჯორჯ რობერტ გრეის მამა.
სემიუელ ფრედერიკ გრეი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 10 დეკემბერი, 1766 |
დაბ. ადგილი | ლონდონი |
გარდ. თარიღი | 12 აპრილი, 1828 (61 წლის) |
გარდ. ადგილი | ჩელსი |
მოქალაქეობა | დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო |
საქმიანობა | ბოტანიკოსი, ფარმაკოლოგი, ზოოლოგი, მიკოლოგი და ფარმაცევტი |
შვილ(ებ)ი | ჯონ ედვარდ გრეი და ჯორჯ რობერტ გრეი |
გრეიმ დატოვა უამრავი ნაშრომი ბოტანიკასა და ფარმაკოლოგიაში (ზოგიერთი ჯონ ედვარდთან თანაავტორობით), კერძოდ, „A natural arrangement of British plants“ (1821) — ერთ-ერთი პირველი ინგლისურენოვანი ნაშრომი, დაფუძნებული ჟიუსიეს კლასიფიკაციაზე.
მისი სტანდარტული საავტორო ბოტანიკური შემოკლებაა Gray.[1]
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Gray, Samuel Frederick (1821). A natural arrangement of British plants: according to their relations to each other as pointed out by Jussieu, De Candolle, Brown, &c. 2 vols.. London: Baldwin, Cradock, and Joy.
ლიტერატურა
რედაქტირება- Janet Brown. Oxford Dictionary of National Biography. London.