უილიამ ალფონსო მერილი
(გადამისამართდა გვერდიდან Murrill)
უილიამ ალფონსო მერილი (ინგლ. William Alphonso Murrill; დ. 13 ნოემბერი, 1869, ლინჩბერგი — გ. 25 დეკემბერი, 1957, გეინსვილი) — ამერიკელი ბოტანიკოსი და მიკოლოგი, ფილოსოფიის დოქტორი. ამერიკული მიკოლოგიური ჟურნალის, „Mycologia“-ს თანადამფუძნებელი და მისი პირველი რედაქტორი.
უილიამ ალფონსო მერილი | |
---|---|
ინგლ. William Alphonso Murrill | |
დაბ. თარიღი | 13 ნოემბერი, 1869 |
დაბ. ადგილი | ლინჩბერგი |
გარდ. თარიღი | 25 დეკემბერი, 1957 (88 წლის) |
გარდ. ადგილი | გეინსვილი |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | კურატორი, მიკოლოგი და ბოტანიკოსი |
მუშაობის ადგილი | ფლორიდის უნივერსიტეტი და ნიუ-იორკის ბოტანიკური ბაღი |
ალმა-მატერი | კორნელის უნივერსიტეტი, რენდოლფ-მაკონის კოლეჯი და ვირჯინიის ტექნიკური უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ფილოსოფიის დოქტორი |
მეუღლე | Edna Lee Lutrell Murrill[1] |
ძირითად იკვლევდა ფირფიტოვანთა რიგისა და აბედოვანთა ოჯახის სოკოებს. საერთო ჯამში მერილმა აღწერა 1450-მდე ახალი სახეობის სოკო. ავტორია 500-მდე სამეცნიერო პუბლიკაციისა, მათ შორისაა: მიკოლოგიური და ბოტანიკური სტატიები და ჩანაწერები, მიმოხილვები, ბიოგრაფიები და პოპულარული სტატიები ბუნების ისტორიის შესახებ.
მისი სტანდარტული საავტორო ბოტანიკური შემოკლებაა Murrill.[2]
ლიტერატურა
რედაქტირება- Rogerson C. T., Samuels G. J. (1996). Mycology at the New York Botanical Garden, 1985-1995. Brittonia 48(3): 389-98.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „უილიამ ალფონსო მერილი“ ვიკისაწყობში.
- უილიამ ალფონსო მერილი — International Plant Names Index
სქოლიო
რედაქტირება- ↑ https://sciweb.nybg.org/science2/libr/finding_guide/murr3.asp.html
- ↑ Murrill. International Plant Names Index. ციტირების თარიღი: 14 თებერვალი, 2021.