Xerocomellus zelleri
Xerocomellus zelleri — სოკოს სახეობა ქსეროკომელუსის გვარისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ჩრდილოეთ ამერიკას.
Xerocomellus zelleri | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Xerocomellus zelleri (Murrill) Klofac, 2011 | |||||||||||||
|
საჭმელი სოკოა. იხმარება ახალი. იზრდება წიწვოვან ტყეებში ერთეულებად ან მცირე ჯგუფებად ზაფხულიდან შემოდგომამდე.
სოკო პირველად აღწერა ამერიკელმა მიკოლოგმა უილიამ ალფონსო მერილმა 1912 წელს როგორც Ceriomyces zelleri.[1] სახელი ეწოდა ამერიკელი მიკოლოგის სენფორდ მაირონ ზელერის პატივსაცემად.[1] ქსეროკომელუსის გვარში გადატანილი იქნა 2011 წელს.[2]
სამეცნიერო სინონიმები
აღწერა
რედაქტირებაქუდის დიამეტრი — 4-12 სმ,[3] ხორცოვანი, თავიდან ამოზნექილი, ასაკთან ერთად ბრტყელდება,[4] არათანაბარი ხავერდოვანი ზედაპირით. ქუდის ფერი — მუქ-ყავისფერი, თითქმის შავამდე. კიდეები მკრთალ-კრემისფერი. ნორჩობაში დაფარულია მონაცრისფრო ნაფიფქით.[5]
მილებიანი შრე — შეზრდილი, ფორები 1,5 სმ სიგრძის, კუთხოვანი, ყვითელი, შემდეგ ჭუჭყისფერ-ყვითელი და ბოლოს — მომწვანო-ყვითელი. დაზიანებისას ფერს არ იცვლის.
რბილობი — ყვითელი ან ჭუჭყისფერ-ყვითელი. დაზიანებისას რბილობი არათანაბრად ლურჯდება.
ფეხის სიგრძე — 12-სმ-მდე, სიგანე — 1-3 სმ, ზედაპირი წითელი ან მოყვითალო, წითელი გრძივი ზოლებით, ძირში ხშირად თეთრი ან ყვითელია, ასაკთან ერთად მოყვითალო-წითელი ან მუქი-წითელია.
სპორების ფხვნილი — ზეთისხილისფერ-ყავისფერი. სპორები — ელიფსისებური, გლუვი, 12-16х4-6 მკმ. ბაზიდიუმი — ოთხსპორიანი, 26–35x 9.5–12 მკმ.
გავრცელება
რედაქტირებაიზრდება ნიადაგზე ერთეულებად ან მცირე ჯგუფებად წიწვოვან ტყეებში. მიკორიზას წარმოქმნის მურყანთან, ვერხვთან და სხვა სახეობის წიწვოვან სახეობებთან
იზრდება ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთ ნაწილში, აგრეთვე მექსიკის სამხრეთ ნაწილში.[6] დაფიქსირებულია ინდოეთში.[7]
კვებითი ღირებულება
რედაქტირებასაშუალო ხარისხის საჭმელ სოკოდ ითვლება. იხმარება ახალი და ნორჩი ეგზემპლარები, აგრეთვე გამხმარი და დამარინადებული სახით. დაჭიანებული ეგზემპლარების შეგროვება რეკომენდირებული არაა. ახასიათებს სასიამოვნო ოდნავ მომჟავო გემო. სოკო იყიდება ბრიტანეთის კოლუმბიის (კანადა) ადგილობრივ ბაზრებზე.[8]
მსგავსი სახეობები
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Murrill WA. (1912). „Polyporaceae and Boletaceae of the Pacific Coast“. Mycologia. 4 (2): 91–100. doi:10.2307/3753546. JSTOR 3753546.
- ↑ Klofac W. „Rotfußröhrlinge (Gattung Xerocomellus) in aktueller Sicht“. Österreichische Zeitschrift für Pilzkunde (გერმანული). 20: 35–43.
- ↑ Davis, R. Michael; Sommer, Robert; Menge, John A. (2012) Field Guide to Mushrooms of Western North America. Berkeley: University of California Press, გვ. 327–328. ISBN 978-0-520-95360-4. OCLC 797915861.
- ↑ Sundberg W, Bessette A (1987). Mushrooms: A Quick Reference Guide to Mushrooms of North America (Macmillan Field Guides). New York, New York: Collier Books. p. 38. ISBN 0-02-063690-3.
- ↑ Tylukti EE. (1987). Mushrooms of Idaho and the Pacific Northwest. Vol. 2. Non-gilled Hymenomycetes. Moscow, Idaho: The University of Idaho Press. p. 33. ISBN 0-89301-097-9.
- ↑ Sept JD. (2006). Common Mushrooms of the Northwest: Alaska, Western Canada & the Northwestern United States. Sechelt, Canada: Calypso Publishing. p. 57. ISBN 0-9739819-0-3
- ↑ Xerocomellus zelleri (Murrill) Klofac. ბიომრავალფეროვნების გლობალური საინფორმაციო ფონდი. ციტირების თარიღი: 15 ივლისი, 2023.
- ↑ (2003) Commercially important wild mushrooms and fungi of British Columbia: what the buyers are buying. Technical Report 006. Victoria, British Columbia: British Columbia Ministry of Forests Science Program, გვ. 2, 3, 5. ISBN 0-7726-4932-4.