ბიომრავალფეროვნების გლობალური საინფორმაციო ფონდი

ბიომრავალფეროვნების გლობალური საინფორმაციო ფონდი (ინგლ. Global Biodiversity Information Facility; აბრევ. GBIF) — საერთაშორისო ორგანიზაცია და ინტერნეტ-საიტი, რომელიც აგროვებს ინფორმაციას მსოფლიოს ბიომრავალფეროვნებაზე. ორგანიზაციის მიზანია დედამიწაზე არსებული სიცოცხლის ყველა ცნობილ ფორმასთან ღია წვდომის უზრუნველყოფა.[2]

ბიომრავალფეროვნების გლობალური საინფორმაციო ფონდი

ოფიციალური ლოგო
საიტი gbif.org
კომერციულობა არა
საიტის ტიპი ბიომრავალფეროვნება, ბუნებისმეტყველება
რეგისტრაცია არჩევითი
ხელმისაწვდომი ენა ინგლისური
გაეშვა 2001; 23 წლის წინ (2001) დანიის დროშა დანია[1]
ამჟამინდელი სტატუსი აქტიური

მუზეუმები, ჰერბარიუმები და ა.შ. — ეს ის სამეცნიერო დაწესებულებებია, რომლებისგანაც აგროვებს პირველად ცნობებს მსოფლიოს ბიომრავალფეროვნებაზე.[3] GBIF-ის საინფორმაციო სერვისების მიერ ერთიან პორტალზე გამოქვეყნებული ეს მონაცემები მოიცავენ ცნობებს მცენარეების, ცხოველების, სოკოებისა და მიკრობების შესახებ, აგრეთვე ტაქსონომიურ მონაცემებს, დასახელებებისა და სამეცნიერო სინონიმების ჩათვლით.

GBIF თანამშრომლობს რიგ საერთაშორისო ორგანიზაციებთან: Catalogue of Life, Biodiversity Information Standards, Consortium for the Barcode of Life (CBOL), სიცოცხლის ენციკლოპედია (EOL) და Global Earth Observation System of Systems (GEOSS).

2002-2018 წლებში ორგანიზაცია გასცემდა პრესტიჟულ ყოველწლიურ საერთაშორისო პრემიას „Ebbe Nielsen Prize“. 2018 წლიდან გასცემს ორ ყოველწლიურ პრემიას — „GBIF Ebbe Nielsen Challenge“ და „Young Researchers Award“.[4]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Global Biodiversity Information Facility. USA National Phenology Network. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 4, 2021. ციტირების თარიღი: June 4, 2021.
  2. What is GBIF? en. ციტირების თარიღი: 8 თებერვალი, 2023.
  3. Chris Yesson, Peter W. Brewer, et al. How Global Is the Global Biodiversity Information Facility? (ინგლ.) // PLOS One. — 2007. — 7 November (vol. 2(11): e1124). — doi:10.1371/journal.pone.0001124.
  4. Ebbe Nielsen Challenge en. ციტირების თარიღი: 2022-01-12