ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია

(გადამისამართდა გვერდიდან ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია)

ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია, ცხუმ–აფხაზეთის ეპარქიასაქართველოს უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთში მდებარეობს.

ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია
ძირითადი ინფორმაცია
ქვეყანა : საქართველოს დროშა საქართველო
ფართობი : 4 913 კმ²
მმართ. ეპისკოპოსის ტიტული : სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი
მმართ. ეპისკოპოსი : ილია II

ეპარქიის ტერიტორია რედაქტირება

ცხუმ–აფხაზეთის ეპარქია მოიცავს ისტორიული აფხაზეთის სამთავრო ტერიტორიას.მის შემადგენლობაში შედის ქალაქები: სოხუმი, ოჩამჩირე, გალი, გუდაუთა, გაგრა და მათი მიმდებარე ტერიტორიები. ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება მესტიისა და ზემო სვანეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიები, ჩრდილოეთის საზღვარი კავკასიონის ქედს ემთხვევა, დასავლეთისა და სამხრეთ-დასავლეთის კი შავი ზღვისპირა ზოლზე მდებარეობს.

ისტორია რედაქტირება

 
მოქვის საკათედრო ტაძარი

ძველი საეპარქიო კათედრები - მოქვი, ბედია, დრანდა, ბიჭვინთის საკათალიკოსო საყდარი XVII-XVIII ს-თვის ადიღე-ჩერქეზული ტომების შემოსევების შემდეგ გაუქმდა და ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, დაცლილი საეპისკოპოსოები მღვდლის ამარა დარჩა. დრანდის ბოლო ეპისკოპოსი გაბრიელი XVII ს-ში, მთიელთა შემოსევების გამო იძულებული გახდა მიეტოვებინა კათედრა და იერუსალიმში წასულიყო. აფხაზეთის საეპისკოპოსო კათედრების მწყემსმთავრებმა თავი სამეგრელოსა და იმერეთს შეაფარეს.

ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის ტერიტორიაზე ადრიდანვე მრავალი სიწმინდე და საეკლესიო რელიკვია იყო დავანებული. მათგან აღსანიშნავია წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის ქალის ნაწილი, წმიდა იოანე ოქროპირის სარკოფაგი და სხვ.

დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთის საკათალიკოსოში გარკვეულ დროს ეპარქიათა რიცხვი თექვსმეტამდე აღწევდა: ბიჭვინთის საკათოლიკოსო ეპარქია, დრანდის, მოქვის, ბედიის, ჭყონდიდის, ცაიშის, ხობის, წალენჯიხის, ცაგერის, ნიკორწმინდის, ქუთაისის, გელათის, ხონის, ჯუმათის, შემოქმედის და ხინოწმინდის ეპარქიები. დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსოს გაუქმების დროს, 1814 წელს საკათალიკოსოში მოქმედებდა შემდეგი ეპარქიები: 1.ქუთაისის; 2. გელათის; 3. ხონის; 4.ნიკორწმინდის; 5. ცაგერის; 6. ჭყონდიდის; 7. ცაიშის; 8. ჯუმათ-შემოქმედის; მმართველ მღვდელმთავართა რიცხვს ემატებოდა ხინოწმინდის ტიტულარული მღვდელმთავარი დავით წერეთელი. 1810-იანი წლებში რუსეთის იმპერიამ ქართველ მებრძოლებთან ერთად აფხაზეთის ტერიტორიიდან განდევნა ოსმალთა საოკუპაციო ჯარები და დაიწყო განადგურებული საეკლესიო ცხოვრების აღდგენა. XIX ს. 50-იან წლებში დაარსდა აფხაზეთის ეპარქია, რომელსაც 1885 წლამდე განაგებდნენ ქართველი მღვდელმთავრები. 1885 წლიდან სოხუმის ეპარქიის სახელით აღმდგარ აფხაზეთის ეპარქიას ანტიქართული ორიენტაციის რუსი ეპისკოპოსები მართავდნენ. რუსეთის ხელისუფლების რეაქციული გეგმა აფხაზეთში ეროვნული დაპირისპირებისა და მტრობის გაღრმავებას ითვალისწინებდა. XX ს-ის დასაწყისში, როდესაც რეალურად დადგა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საკითხი, რუსეთის უწმიდესი სინოდისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა 1914 წელს სოხუმის ეპარქიის საქართველოს საეგზარქოსოდან ჩამოშორება და მისი რუსეთის ეკლესიის ჩვეულებრივ ეპარქიად გადაქცევა მოინდომეს.

ცხუმ-აფხაზეთის მღვდელთმთავართა სია რედაქტირება

  • 1917 წლის სექტემბერში ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ მოწვეულ საქართველოს პირველ საეკლესიო კრებაზე სოხუმის ეპარქიას ეწოდა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია. რუსეთის ეკლესიის სინოდი ცდილობდა უგულებელეყო საქართველოს ეკლესიის ტერიტორიული ავტოკეფალია და სოხუმის ოლქში დაეტოვებინა რუსი ეპისკოპოსი სერგი, რომელსაც დაემორჩილებოდა რუსული და ბერძნული სამღვდელოება.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება