მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია

მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია — ეპარქია დასავლეთ საქართველოს უკიდურეს ჩრდილოეთში, ისტორიული სვანეთის სამთავროსა და ბალსზემო სვანეთში.

მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია
ლატალის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
ქვეყანა : საქართველოს დროშა საქართველო
დაარსდა : 17 ოქტომბერი, 2002
ეპისკოპოსი
არქიეპისკოპოსი : ილარიონი
მმართ. დასაწყისი : 3 ნოემბერი, 2002

ეპარქიის ტერიტორია

რედაქტირება

ეპარქია კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებს შეფენილ მესტიის რაიონსა (ყოფილი სეტი) და მის შემოგარენს — მდინარეების ენგურისა და ცხენისწყალის ხეობებს, აგრეთვე კოდორის ზემო წყლის აუზს, ე.წ. აფხაზეთის სვანეთს მოიცავს. მესტიისა და ზემო სვანეთის სამღვდელმთავრო ტერიტორიას აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება ცაგერისა და ლენტეხის ეპარქია, დასავლეთით — ცხუმ-აფხაზეთის, სამხრეთით ზუგდიდ-ცაიშისა, და სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიები, ჩრდილოეთით — საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთია, რომელიც ეპარქიის ტერიტორიას მიჯნავს ყაბარდო-ბალყარეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან და ყარაჩაი-ჩერქეზეთის ავტონომიურ ოლქთან. ისტორიულად სვანეთის შემადგენლობაში საზღვრის გადაღმა, ჩრდილო კავკასიის მდინარეებს — ყუბანისა და ბაქსანის სათავის ხეობებში მდებარე საკმაოდ ვრცელი ტერიტორიაც შედიოდა.

1917 წლის შემდეგ

რედაქტირება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, განახლებული ცაგერისა და ლეჩხუმ-სვანეთის ეპარქია მოიცავდა მესტიასა და ზემო სვანეთსაც. ოციან წლებში დაწყებული საეკლესიო რეპრესიების გამო, ამ მხარეში, მღვდელმსახურება ფაქტობრივად არ აღესრულებოდა, თუმცა საბჭოური მმართველობის მიუხედავად, ზემო სვანეთმა სანიმუშო ერთგულებით დაიცვა ძველი ეკლესია-მონასტრები და იქ არსებული სიწმინდეები. სწორედ ამის გამოც დღეს ეპარქიის ტერიტორიაზე არსებულ ეკლესიათა უდიდეს ნაწილში შეიძლება ღვთისმსახურების განახლება აღდგენითი სამუშაოების ჩატარების გარეშე. ამ მხარის თითქმის ყველა სოფელში რამდენიმე ეკლესიაა. ზოგან მათი რიცხვი სამ ათეულსაც კი აღემატება. მიუხედავად ამისა, ზემო სვანეთში ამჟამად მხოლოდ რამდენიმე ტაძრის ტრაპეზია ნაკურთხი. 2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით ცაგერისა და ლეჩხუმ-სვანეთის ტერიტორიულად განვრცობილი ეპარქიის საფუძველზე ორი სამღვდელმთავრო სამწყსო ჩამოყალიბდა: ა) ცაგერისა და ქვემო სვანეთისა; ბ) მესტიისა და ზემო სვანეთისა.

მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მწყემსმთავრად, წმიდა სინოდის განჩინებით, გამორჩეულ იქნა ურბნისისა და რუისის ეპარქიის წრომის საკათედრო ტაძრის, ხცისის წმინდა გიორგისა ეკლესიის და ხცისის წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილარიონ ქიტიაშვილი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება