დანიელი (დათუაშვილი)
მიტროპოლიტი დანიელი (ერისკაცობაში — დავით გრიგოლის ძე დათუაშვილი; დ. 29 მაისი, 1955, თბილისი) — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი; ანგელოზის დღე – 17 (30) დეკემბერი, დანიელ წინასწარმეტყველის ხსენება; კათედრა და რეზიდენცია საჩხერეში და ჭიათურაში.
მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) ![]() | |||
| |||
---|---|---|---|
ეკლესია: | საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია![]() | ||
განათლება: | შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი, მცხეთის სასულიერო სემინარია | ||
დაბადების სახელი: | დავით დათუაშვილი | ||
დაბადება: | 5 მაისი, 1955 თბილისი | ||
ბერად აღკვეცა: | 31 ოქტომბერი, 1991 | ||
დიაკვნად კურთხევა: | 4 ივნისი, 1983 | ||
მღვდლად კურთხევა: | 28 აგვისტო, 1985 | ||
ეპისკოპოსად კურთხევა: | 22 მაისი, 1992 | ||
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: | 14 ოქტომბერი, 1993 | ||
მიტროპოლიტობა ებოძა: | 28 ნოემბერი, 2000 |
ბიოგრაფია რედაქტირება
1983 წელს დიაკვნად დაასხეს ხელი, ხოლო 1985 წელს მღვდლად აკურთხეს. 1991 წელს ბერად აღიკვეცა და ერთ წელში, ბოდბელი ეპისკოპოსად იქნა გამორჩეული. 1992 წელს მთავარეპისკოპოსის წოდება უბოძეს და დადგენილ იქნა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველად. 2000 წელს მიენიჭა მიტროპოლიტის წოდება. 1997 წლიდან საქართველოს საპატრიარქოს მისიის და ევანგელიზაციის განყოფილების თავმჯდომარეა. 2002 წლიდან ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის პარალელურად ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მმართველი იყო მანამდე, სანამ 2010 წლის 21 დეკემბერს ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველობა ილია მეორეს არ გადაეცა, შემდეგ კი დღემდე ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტია[1].