ცივი ომი ახლო აღმოსავლეთში

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
ცივი ომი ახლო აღმოსავლეთში
მხარეები
ირანის დროშა ირანი

მხარდამჭერები

საუდის არაბეთის დროშა საუდის არაბეთი
  • სირიის ოპოზიცია, თავისუფალი სირიის არმია
  • სირიის ოპოზიცია, სირიის ეროვნული არმია
  • ჰაიათ თაჰრირ აშ-შამი
  • ირანელ ხალხთა მოჯაჰედების ორგანიზაცია
  • ფათჰი

მხარდამჭერები

ცივი ომი ახლო აღმოსავლეთშისაუდის არაბეთსა და ირანს შორის არსებული კონფლიქტის პირობითი სახელწოდება, რომელიც გამოწვეულია ამ სახელმწიფოების ბრძოლით ახლო აღმოსავლეთის რეგიონში დომინირებისთვის. ამ ქვეყნებს შორის ურთიერთობების დაძაბულობა განაპირობებულია მათ შორის არსებული წინააღმდეგობებით რელიგიის, პოლიტიკისა და ეკონომიკის სფეროებში.[1]

საუდის არაბეთსა და ირანს შორის ურთიერთობებში უდიდეს როლს ასრულებს რელიგიური ფაქტორი. საუდის არაბეთი აცხადებს, რომ არის სუნიტური სამყაროს ლიდერი, ხოლო ირანი გახლავთ უდიდესი ქვეყანა, სადაც ოფიციალურად შიიტური ისლამია აღიარებული. ორივე სახელმწიფო აძლიერებს ხანგრძლივ დაპირისპირებას ისლამის ამ ორ მთავარ შტოს შორის, იყენებს რა მას საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.[2]

ირანსა და საუდის არაბეთს შორის დაპირისპირების დასაწყისად ითვლება 1979 წელი, როდესაც ირანის ისლამური რევოლუციის დროს პროდასავლური შაჰის მუჰამედ რეზა ფეჰლევის დამხობის შემდეგ ქვეყანაში დაარსდა ისლამური რესპუბლიკა, რომელსაც სათავეში ცაუდგნენ შიიტი რელიგიური ლიდერები.

თეირანმა დაიწყო შეიარაღებული შიიტური ჯგუფებისა და პარტიების მხარდაჭერა საზღვარგარეთ, რაც აიხსნებოდა ახლო აღმოსავლეთში ე.წ. „შიიტური ნახევარმთვარის“ შექმნის სურვილით და ისლამური რევოლუციის სხვა სახელმწიფოებში ექსპორტის მცდელობით.

ადგილობრივი რეჟიმების წინააღმდეგ შიიტური მოძრაობები გააქტიურდა საუდის არაბეთში, ბაჰრეინსა და ქუვეითში. ირანის უშუალო მონაწილეობით სამოქალაქო ომით განადგურებულ ლიბანში წარმოიქმნება ჰეზბოლას დაჯგუფება.ირანის ქმედებებით შეშფოთებული ერ-რიადი ცდილობდა გაეძლიერებინა კავშირები სხვა სუნიტურ სახელმწიფოებთან, სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს შექმნით.[3]

საუდის არაბეთის მეფე სალმანი, აშშ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფათაჰ ალ სისი 2017 წლის სამიტზე ერ-რიადში

1980-1988 წლებში ირან-ერაყის ომის დროს საუდის არაბეთი ღიად უჭერდა მხარს ერაყს  — მნიშვნელოვანი ფინანსური და ეკონომიკური დახმარება გაუწია ბაღდადს. სპარსეთის ყურეში „ტანკერების ომის“ დროს მოხდა პირდაპირი შეტაკებები საუდის არაბეთის საჰაერო ძალებსა და ირანის სამხედრო ავიაციას შორის. 1979 წლიდან ირანის მხარდამჭერებმა დაიწყეს რევოლუციური პროპაგანდა საუდის არაბეთში, მოუწოდებდნენ ქვეყნის მოსახლეობას გამოსულიყვნენ საუდის  არაბეთის მმართველი სამეფო ოჯახის  და "ამერიკელთა ბატონობის"წინააღმდეგ.[4]

სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს წევრი ქვეყნები
ირანი (მწვანე), საუდის არაბეთი (ნარინჯისფერი) ცივ ომში ჩართული მნიშვნელოვანი ლოკაციები (წითელი)

საუდის არაბეთის პოლიციასა და ირანელ პილიგრიმებს შორის შეტაკება მოხდა. ამ ფონზე 1983 წელს ირანის კულტურისა და ისლამური ორიენტაციის მინისტრმა მოჰამედ ხათამმა განაცხადა, რომ მექა და მედინა ყველა მუსლიმს ეკუთვნის და ჰაჯი არის საუკეთესო პლატფორმა პოლიტიკური დისკუსიებისთვის. 1987 წლის 31 ივლისს მექაში ჰაჯის დროს ირანელ მომლოცველებსა და საუდის არაბეთის პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც 402 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა. ინციდენტის შემდეგ მხარეები  უკიდურესად მკაცრი განცხადებებით გამოვიდნენ ერთმანეთის წინააღმდეგ და 1988 წელს საუდის არაბეთმა გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა ირანთან.

საუდის არაბეთი ისლამურ სამყაროში აშშ-ის მთავარ არაბულ მოკავშირედ ითვლება. თავის მხრივ, 1979 წელს ირანში ამერიკელი მძევლების დატყვევების შემდეგ, აშშ-ირანული ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა.[5][6][7][8]

2002 წელს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ირანი, ერაყთან და ჩრდილოეთ კორეასთან ერთად, „ბოროტების ღერძად“ მოიხსენია. მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთობები თეირანსა და ვაშინგტონს შორის 2015 წელს გაუმჯობესდა ირანის ბირთვულ პროგრამაზე „სამოქმედო ერთობლივი ყოვლისმომცველი გეგმის“ შესახებ შეთანხმების დადების შემდეგ,  ირანი და შეერთებული შტატები კვლავ მოწინააღმდეგეებად რჩებოდნენ. [9]

საუდის არაბეთი და ირანი ენერგიის უმსხვილესი მწარმოებლები არიან და მუდმივად კონკურენციას უწევენ ერთმანეთს ძირითადი საექსპორტო პროდუქტების— ნავთობისა და ბუნებრივი გაზის  ბაზრებისთვის. ჩინეთთან ურთიერთობა, რომელიც ნავთობის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი გახდა, ორივე ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩინეთი კი დაინტერესებულია სტაბილური ენერგომომარაგებით და ამიტომ პეკინი ცდილობს დაამყაროს ძლიერი ურთიერთობები დასავლეთ აზიის თითოეულ ამ საკვანძო სახელმწიფოსთან, რაც ხელს უწყობს მათ შორის დაძაბულობის განმუხტვას.[10][11][12]

  1. War by Proxy CSIS
  2. Will Saudi Arabia be a new : A new drone battleground? Deutsche Welle. An Iraqi militia has claimed responsibility for two suicide drones fired at Riyadh earlier this week — and vowed to do it again. The new group suggested Saudis should be sleeping with one eye open from now on.
  3. "Bahrain Impact of the Iran-Iraq War, 1980-88". Retrieved 13 July 2022.
  4. Wess, Caleb (23 February 2018). "Bahraini militant group adopts IRGC branding". At the same time, Saraya al Ashtar reaffirmed its loyalty to the Islamic Republic of Iran. "We believe that the commander and ruler of the Islamic religion is the line of the two imams, Khomeini and Khamenei, which is in the original Muhammad approach in confronting the oppressors and fig
  5. "Iraq's Muqtada al-Sadr makes rare Saudi visit". Al Jazeera. 31 July 2017.
  6. "Dubai security chief calls for bombing of Al Jazeera". Al Jazeera. 25 November 2017. Retrieved 13 December 2017.
  7. UN sees evidence of Iranian interference in Libyan conflict Arab Weekly. 9 December 2020. Retrieved 12 July 2022. UN experts point to "Iranian manufactured Dehlavieh anti-tank guided missile system in possession of an armed group affiliated to the GNA."
  8. "Iran Denies Planning Attacks on Saudi Arabia, Iraq". The Wall Street Journal.
  9. Now is the time for Kuwait to join the growing Anti-Iran Coalition JINSA
  10. Iran says talks with regional rival Saudi Arabia resumed in Baghdad Reuters
  11. "قيادي حوثي منشق أرتمى في أحضان السعودية يهاجم سلطنة عمان: مسقط العربية تحولت إلى مشهد الإيرانية!" (არაბ). 16 August 2018.
  12. Seliktar, Ofira, and Farhad Rezaei. (2020). Iran, Revolution, and Proxy Wars. Middle East Today Ser. Cham: Palgrave Macmillan. p. 77.