სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭო

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭო (ინგლ. Cooperation Council for the Arab States of the Gulf; არაბ. مجلس التعاون لدول الخليج العربية‎), ცნობილია როგორც Gulf Cooperation Council (GCC) (ყურის თანამშრომლობის საბჭო), (არაბ.: مجلس التعاون الخليجي‎) — რეგიონული დახურული საერთაშორისო ორგანიზაცია. ორგანიზაციის ოფიციალურ სახელწოდებაში სიტყვა სპარსეთი არ არსებობს, ვინაიდან არაბული სახელმწიფოები ამ ყურეს არაბულს უწოდებენ. ორგანიზაცია დაარსდა 1981 წლის 25 მაისს. მისი პოლიტიკა განსაზღვრულია წესდებაში, რომელიც რატიფიცირებულია 1982 წელს. ორგანიზაციის მთავარი მიზანია კოორდინირება, თანამშრომლობა და ინტეგრაცია ეკონომიკური, სოციალური და კულტურული მიმართულებით. რეგულირება განხორციელდა ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებში; კომერციის, საბაჟო და კომუნიკაციების სფეროში; განათლების და კულტურის; სოციალურ და ჯანმრთელობის, მედიისა და ტურიზმის, საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ საკითხებში.[1][2]

სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს ლოგო
სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭო - მონაწილე ქვეყნები

შეთანხმებამ ხელი უნდა შეუწყოს სამეცნიერო და ტექნოლოგიურ წინსვლას მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში და წყლის რესურსების დაზოგვაში. ერთობლივი ეკონომიკური ხელშეკრულების პირობების თანახმად, ექვს ქვეყანას შორის სატარიფო ბარიერები გაუქმდა და ყურის ხალხებს თავისუფლად შეუძლიათ წარმოება დაიწყონ და ხელშეკრულებები შეასრულონ ნებისმიერ სახელმწიფოში თანაბარი პირობებით. გარდა ამისა, გეგმებში შედის ერთობლივი თავდაცვის ძალების შექმნა სწრაფი განლაგების უზრუნველსაყოფად.[3][4]

ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს ორგანოებში შედის სახელმწიფოთა მეთაურების უმაღლესი საბჭო, რომელიც ყოველწლიურად იკრიბება და მინისტრთა საბჭო, რომელიც იკრიბება სამ თვეში ერთხელ. გენერალური სამდივნო მდებარეობს საუდის არაბეთის ქალაქ ერ-რიადში.

2012 წლის 6 მარტს, GCC-ის ექვსმა წევრმა განაცხადა, რომ ყურის თანამშრომლობის საბჭო გადაიქცევა რეგიონული ბლოკიდან კონფედერაციად.[5][6]

მონაწილე ქვეყნები

რედაქტირება

სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების  თანამშრომლობის საბჭოს მონაწილე ქვეყნები არიან:

იემენი მოლაპარაკებებს აწარმოებს GCC-ში შესვლის შესახებ 2005 წლიდან.[7][8]

სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოებიდან, ერაყი არ არის GCC-ის წევრი.[9]

იორდანია და მაროკო ასევე მიწვეულები არიან ორგანიზაციაში მონაწილეობის მისაღებად.[10]

სავალუტო კავშირი

რედაქტირება

GCC-ის წევრი ქვეყნების 29-ე სამიტის დროს, რომელიც მასკატში გაიმართა, გადაწყდა ერთიანი სავალუტო კავშირის შექმნა. ერთიანი სავალუტო საბჭოს შექმნა განიხილებოდა, როგორც ერთიანი ფინანსური სისტემის ფორმირებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. მოგვიანებით, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა უარი განაცხადეს სავალუტო კავშირში მონაწილეობაზე. GCC-ის დანარჩენი ოთხი ქვეყანა (საუდის არაბეთი, ქუვეითი, კატარი და ბაჰრეინი) აპირებენ შემოიღონ ერთიანი ვალუტა, სახელწოდებით khaleji („ყურის“) 2015 წელს, თუმცა ვადა უკვე არაერთხელ გადაიდო. ერთიანი ცენტრალური ბანკის შტაბი საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში განთავსდება.[11]

სამხედრო კავშირი

რედაქტირება

ნახევარკუნძულის ფარის ძალები (ინგლ. Peninsula Shield Force; არაბ. دِرْعُ الجَزيرَة‎) —სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების  თანამშრომლობის საბჭოს მონაწილე ქვეყნების სამხედრო კომპონენტი. მისი დანიშნულებაა რეაგირება GCC-ის რომელიმე წევრი ქვეყნის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიაზე.

ერთიანი ენერგოსისტემა

რედაქტირება

2009-2011 წლებში ექვსივე ქვეყნის ენერგოსისტემები გაერთიანდა ერთიან ენერგეტიკულ სისტემაში.[12]

შიდა წინააღმდეგობები

რედაქტირება

2014 წელს ორგანიზაციაში წამოიჭრა კონფლიქტი საუდის არაბეთს (ბაჰრეინისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მხარდაჭერით) და კატარს შორის. 2014 წლის მარტში საუდის არაბეთმა დოჰადან გაიწვია თავისი ელჩი, მას  მიჰყვნენ ბაჰრეინი და არაბთა გაერთიანებული საამიროები. გამოქვეყნდა სამი ქვეყნის ერთობლივი განცხადება, რომელშიც კატარი დაადანაშაულეს უსაფრთხოების თანამშრომლობის შეთანხმების დარღვევაში (ხელი მოეწერა 2013 წლის დეკემბერს, ერ-რიადში) და იმ „ორგანიზაციებთან ურთიერთობაში, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საბჭოს წევრი ქვეყნების უსაფრთხოებას და სტაბილურობას“. „ორგანიზაციებად“ ისინი გულისხმობდნენ, კერძოდ, მუსლიმთა საძმოს. კონფლიქტი გადაწყდა მხოლოდ იმავე წლის ნოემბერში, როდესაც საბჭოს ხუთმა ქვეყანამ (საუდის არაბეთმა, კატარმა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებმა, ბაჰრეინმა და ქუვეითმა) დადო შეთანხმება.

ნატოსთან თანამშრომლობა

რედაქტირება

საბჭოს ქვეყნები დიდი ხანია თანამშრომლობენ  ნატოს მთავარ წევრ ქვეყანასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთანამერიკელები ამარაგებენ საბჭოს წევრ ქვეყნებს იარაღით, ამზადებენ შეიარაღებული ძალების პერსონალს, ინახავენ თავიანთ ბაზებს მათ ტერიტორიებზე. 2014 წელს ეს თანამშრომლობა ოფიციალურად გაფორმდა —11 დეკემბერს საბჭომ დადო ნატო-სთან შეთანხმება ერთობლივი ქმედებების შესახებ, მსოფლიო ბაზრებზე ენერგორესურსების მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. Bandar Salman Al Saud. The GCC security convention. University of Glasgow (1997 27 Dec.. 2013.
  2. Sara Hamdan (4 January 2012). "A Call for Private Investment in Gulf Health Care". New York Times. Retrieved 8 July 2013.
  3. "Charter of the Gulf Cooperation Council (GCC)"(PDF). International Relations and Security Network. Retrieved 2 March 2017.
  4. "US State Dept's Country Political Profile - Qatar"(PDF).
  5. "GCC Charter". დაარქივებული 2021-04-13 საიტზე Wayback Machine. Secretariat General of the Gulf Cooperation Council. Retrieved 9 April 2021.
  6. "Kuwait hopes emir visit to Iran will boost Gulf peace"[მკვდარი ბმული]. Gulf News. Retrieved 23 July 2014.
  7. Yemen joined GOIC in 2009. 21 Nov. 2014.
  8. Yemen to join GCC by 2015. Arabian Business.15 April 2015.
  9. Kuwait stresses necessity for Iraq to join GCC. არაბ. 21 Nov. 2014.
  10. Yahoo! GCC discusses economic plan for Jordan, Morocco (11 Sept. 2011). 18 Nov. 2011.
  11. U.A.E. Quits Gulf monetary Union. Wall Street Journal. 21 May 2009. Retrieved 8 July 2013. The move represents a rare public rift between members of the GCC, an economic and political union aimed at fostering better ties between the oil-rich Arab states straddling the Persian Gulf.
  12. http://www.histant.ru/sites/default/files/inafran/Dis_Simonjan.pdf+С.+49—51