ირან-ერაყის ომი

(გადამისამართდა გვერდიდან ირან—ერაყის ომი)
ირან-ერაყის ომი

ირანელი მებრძოლი ბრძოლის ველზე აირწინაღით
თარიღი 22 სექტემბერი, 1980 - 20 აგვისტო, 1988
მდებარეობა სპარსეთის ყურე ირან-ერაყის საზღვარი
შედეგი უშედეგო; ირანის სტრატეგიული გამარჯვება; ერაყის ტაქტიკური გამარჯვება
ტერიტორიული
ცვლილებები
ომის წინანდელი სტატუს–კვოს აღდგენა
მხარეები
ირანის დროშა ირანი,
ქურთისტანი პატრიოტული გაერთიანება,
ქურთისტანის დემოკრატიული პარტია(ერაყი),
ქურთისტანის ისლამური მოძრაობა
ერაყის დროშა ერაყი,
არაბული ლიგა
ირანელი მოჯაჰედები
მეთაურები
ირანის დროშა რუჰოლა ხომეინი,
ირანის დროშა აბოლჰასან ბანისადრი
ირანის დროშა ალი ხამენეი
ირანის დროშა ალი საიდ შირაზი
ირანის დროშა მუსტაფა ჩამრანი
ერაყის დროშა სადამ ჰუსეინი,
ერაყის დროშა ალი ჰასან ალ–მაჯიდი
ძალები
305 000 ჯარისკაცი,
550 000 ბასიჯი,
900 ტანკი,
1000 ჯავშანმანქანა,
1000 საარტილერიო დანადგარი,
447 თვითმფრინავი,
750 ვერტმფრენი
200 000 1980 წელს,
800 000 1988 წელს,
5000 ტანკი,
4000 ჯავშანმანქანა,
7330 საარტილერიო დანადგარი,
500+ თვითმფრინავი,
100+ ვერტმფრენი
დანაკარგები
188 015 მებრძოლი და სამოქალაქო პირი დაიღუპა ირანული წყაროების მიხედვით.620 000 -

820 000 მკვდარი, სხვა წყაროების მიხედვით[1][2][3] 500 მილიარდი დოლარის ოდენობის ეკონომიკური ზარალი

55 000 - 200 000 მკვდარი ან დაჭრილი მებრძოლი და სამოქალაქო პირი.[4]

500 მილიარდი დოლარის ოდენობის ეკონომიკური ზარალი

ირან-ერაყის ომი ვიკისაწყობში

ირან-ერაყის ომი — სასაზღვრო ომი ირანსა და ერაყს შორის, რომელიც დაიწყო 1980 წლის 22 სექტემბერს და გრძელდებოდა 1988 წლის 20 აგვისტომდე. ამ ომს „სპარსეთის ყურის პირველი ომაც“ უწოდებენ. ომი უშედეგოდ და ორივე მებრძოლი მხრისათვის უამრავი ადამიანის სიცოცხლის და უზარმაზარი ეკონომიური ზარალის ფასად დამთავრდა.

ომისწინა მდგომარეობა

რედაქტირება

1975 წლის მარტში ალჟირის ხელშეკრულების თანახმად ირანსა და ერაყს შორის საზღვარი შატ-ელ-არაბის შუაგულში გადიოდა. სწორედ ეს გახდა ომის მიზეზი. ერაყის სახელმწიფოს მეთაურს სადამ ჰუსეინის მიზანი იყო „ალჟირის ხელშეკრულების“ გაუქმება და სურდა შატ-ელ-არაბზე მთლიანი კონტროლის დამყარება, ვინაიდან ეს მდინარე ერაყის ნავთობის საზღვარგარეთ ტრანსპორტირების მთავარ ძარღვს წარმოადგენდა. გარდა ამისა, ერაყი და სპარსეთის ყურის სხვა არაბული ქვეყნები 1979 წელს ირანში შაჰის ჩამოგდების და იქ აიათოლათა რეჟიმის დამყარების შემდეგ რეგიონში შიიტური ისლამის გავრცელების საფრთხეს ხედავდნენ.

სადამ ჰუსეინმა დამპყობლური ომი გამოაცხადა, რომელიც უპირველეს ყოვლისა მიზნად ისახავდა ირანის პროვინციის ხუზისტანის ხელში ჩაგდებას. მას რეგიონის სხვა არაბული ქვეყნების დახმარების დიდი იმედი ჰქონდა. გარდა ამისა, ერაყს დიპლომატიურ, სამხედრო და ეკონომიუკურ დახმარებას უწევდა სსრკ. ქუვეითი და საუდის არაბეთი რომლებმაც ერაყს უზარმაზარი ფინანსური კრედიტები მისცეს.

ომის დაწყებიდან მცირე ხნის შემდეგ ევროპამ (უპირველეს ყოვლისა საფრანგეთმა) და აშშ-მა ერაყის მხარე დაიჭირეს და ამარაგებდენ სადამ ჰუსეინს იარაღით, მომწამლავი გაზით, სადაზვერვო ინფორმაციებით და ეკონომიური მატერიალით. 1986 წლიდან აშშ-ის მთავრობა (პრეზიდენტი რონალდ რეიგანი) ერაყს საიდუმლოდ იარაღითაც ამარაგებდა (იხილე „ირანგეიტი“).

ომის მსვლელობა

რედაქტირება
 
ირან-ერაყის ომი — 22 სექტემბერი, 1980, თეირანი

ომის პირველსავე დღეს 1981 წლის 7 ივნისს ისრაელის ორმა ფ-16 ტიპის სამხედრო თვითმფრინავმა დაბომბა იმ დროს მშენებლობის პროცესში მყოფი ერაყული ატომური რეაქტორი „ოსირაკი“. დაბომბვას ემსხვერპლა იქ მომუშავე ერთი პრანფი (ფრანგი??) ტექნიკოსი. ისრაელის მთავრობის განმარტებით თავდასხმა მიზნად ისახავდა ხელი შეეშალა ერაყისათვის ატომური ბომბის წარმოების საქმეში. ისინი „ოსირაკში“ არა ატომურ ელექტროსადგურს ხედავდნენ, არამედ ბაზას ატომური იარაღის წარმოებისათვის.

1984 წელს სპარსეთის ყურეში დაიწყო ე.წ. ტანკერული ომი, რომელმაც მწვერვალს 1987 წელს მიაღწია და ამ ხნის განმავლობაში ამ ომს 500-მდე ტანკერი ემსხვერპლა. 1985 წელს ერაყმა დაიწყო ე.წ. „საქალაქო ომი“. რაც მიზნად ისახავდა ირანის ქალაქების რაკეტებითა და არტილერიის საშუალებით სიტემატიურ დაბომბვას. ამ ოპერაციას 100 000-ით ირანელი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ომი ერაყის მხრიდან ექსტრემალური სისატიკით გამოირჩეოდა. 1984 წელს სადამ ჰუსეინს არ მორიდებია ქიმიური იარაღის (ტაბუნი, იპრიტი) გამოყენებაც. ეს იარაღი მან შემდგომში საკუთარი მოსახლეობის (ქურთების) წინააღმდეგაც გამოიყენა. ქიმიურ იარაღს სადამ ჰუსეინი ამზადებდა გერმანიიდან შემოტანილი, თითქოს და პესტიციდების მოპოვებისათვის საჭირო დანადგარებით. ირანი ამ დროს საერთაშორისო სარბიელზე ცუდი რეპუტაციით სარგებლობდა, ამიტომაც ერაყის ამ სისატიკეს მსოფლიოში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები არ მოჰყოლია.

ომი ტაქტიკურად პირველ მსოფლიო ომს მიაგავდა. ანუ ადგილი ჰქონდა ორივე მხრიდან ქვეითთა დიდ დანაკარგიან ტალღისებურ შეტევებს და პოზიციურ ომს. 1982 წლის ივნისში ირანმა განახორციელა წარმატებული შეტევა, რითაც დაიბრუნა მანამდე დაკარგული ტერიტორიები. ამ გამარჯვებით დამფრთხალმა ერაყმა საზავო მოლაპარაკებები დაიწყო, მაგრამ ირანი სადამის რეჟიმის შეცვლას მოითხოვდა და შედეგი ომის კიდევ 6 წლით გაგრძელება იყო.

დასავლეთის ქვეყნები სპარსეთის ყურეს თავიანთი საზღვაო ძალებით იცავდნენ. 1987 წლის 17 მაისს ერაყიდან გასროლილი რაკეტა მოხვდა ამერიკულ ფრაგატა „უსს სტარკს“ და 37 მეზღვაურის სიცოცხლე იმსხვერპლა. 1988 წლის 3 ივლისს ამერიკულმა კრეისერმა „უსს ვინსენესმა“ შეცდომით ცეცხლი გაუხსნა ირანულ სამგზავრო თვითმფრინავს, რომელიც მათ სამხედრო თვითმფრინავად მიიღეს. შედეგად თვითმფრინავი ჩამოვარდა და ყველა 290-ვე მგზავრი დაიღუპა.

ომის შედეგები ორივე მეომარი მხარისათვის დამღუპველი იყო. სავარაუდოდ ომს 1 000 000 ადამიანი ემსხვერპლა და ნავთობის ექსპორტის შეჩერებამ ორივე ქვეყნის ეკონომიკა ძლიერ დააზარალა. ერაყი არაბული ქვეყნები ვალში ჩაეფლო, რაც მიზეზი იყო 1990 წელს დაწყებული თავდასხმისა ქუვეითზე. საზღვრები ხელუხლებელი დარჩა. ირანი შატ-ელ-არაბის მარჯვენა ნახევარს აკონტროლებდა. სტატუს ქვო სადამ ჰუსეინმა 1991 წელს, მეორე ომში დამარცხების შემდეგ ოფიციალურად აღიარა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. Iran–Iraq War (1980–1988).
  2. Rumel, Rudolph. Lesser Murdering States, Quasi-States, and Groups: Estimates, Sources, and Calculations. Power Kills. University of Hawai'i.
  3. Dugdale-Pointon, T.D.P.. (9 September 2002) Iran-Iraq War 1980–1988. ციტირების თარიღი: 2009-03-01.
  4. Rumel, Rudolph. Centi-Kilo Murdering States: Estimates, Sources, and Calculations. Power Kills. University of Hawai'i.